• რეკლამა
  • კონტაქტი
08:24, პარასკევი, 14 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რას უყვება “ალიას” განკურნებული პაციენტი, რომელსაც საყლაპავის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს

ალია ავტორი - ალია
15:29 11-29-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,484

ალიას დაუკავშირდა, ექიმ მარინე მიმინოშვილის ქალიშვილი, სოფიო, რომელმაც გვთხოვა, მისი ოჯახის გამოცდილება თქვენამდე, მკითხველებამდე მოგვეტანა. საქმე ისაა, რომ მარინე მიმინოშვილის რიგ კლინიკებში კიბოს დიაგნოზი დაუსვეს და ქიმიო თერაპიის კურსიც კი დაუნიშნეს. საბედნიეროდ, როგორც პაციენტის ქალიშვილი გვიყვება, მათ, სამედიცინო წრეებში მიასწავლეს ნიუ ჰოსპიტალსის ექიმი, თორაკალური ქირურგი, ონკოლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი, თორაკალური ქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელი, კლინიკის ონკოლოგიური კონსილიუმის ჯგუფის ხელმძღვანელი – დავით გიორგაძე. ურთულესი ოპერაცია სწორედ მან ჩაატარა.

დავით გიორგაძეს 30 წლიანი პროფესიული გამოცდილება აქვს, არის 90–მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, 15-მდე კლინიკური კვლევის მთავარი მკვლევარი, არის ამერიკის სამედიცინო ონკოლოგთა ასოციაციის წევრი, ევროპის სამედიცინო ონკოლოგთა ასოციაციის წევრი, ევროპის მედიკოსთა ასოციაციის საქართველოს თორაკალურ ქირურგთა სექციის ხელმძღვანელი.

პაციენტ მარინე მიმინოშვილის ქალიშვილი:
–დედა 70 წლისაა. მარტის თვეში დაეწყო ყლაპვის გაძნელება, დავიწყეთ ექიმიდან ექიმთან და კლინიკიდან კლინიკაში სიარული, რა ანალიზები აღარ გავაკეთეთ. მერე ერთ კლინიკაში გვითხრეს, რომ ეს იყო ავთვისებიანი სიმსივნე და შემოგვთავაზეს პირდაპირ დაგვეწყო ქიმიო თერაპია.
ყველამ ვიცით, მოსასმენადაც რა მძიმეა ასეთი დიაგნოზი და მერე გასააზრებლად, მით უფრო, როცა გეუბნებიან, რომ ქიმიო თერაპია უნდა დაიწყო. პრაქტიკულად, უშანსოდ გამოგვაცხადეს. ოჯახს გვსურდა, დედა თურქეთში წაგვეყვანა სამკურნალოდ, მაგრამ დედა იყო წინააღმდეგი, გვეუბნებოდა, ვერ დავიჯერებ, რომ საქართველოში ვერ მოხერხდება პროფესიონალი ექიმის პოვნაო. დავიწყეთ ექიმის ძებნა, დავურეკე ნაცნობ ექიმებს და რამდენიმემ ერთხმად მირჩია დავით გიორგაძისთვის მიგვემართა. ამ დროს უკვე ველოდებოდით მორფოლოგის პასუხს. მორფოლოგის პასუხიც ასეთი მოვიდა, რომ ეს საყლაპავის სიმსივნე.

ბატონმა დავითმა, გასინჯვისას, პირდაპირ გვითხრა, რომ არა, ეს არ იყო ავთვისებიანი სიმსივნე და იყო საყლაპავის იშვიათი სიმსივნე – „ჯისტი“, იმედი ჰქონდა, რომ მორფოლოგები დაუდასტურებდნენ ვარაუდს. მინდა გითხრათ, რომ ქვეყნის წამყვანი მორფოლოგები ერთხმად გვეუბნებოდნენ, რომ ექიმი, დავით გიორგაძე ცდებოდა და ეს იყო ავთვისებიანი კიბო. საოცარი სანახავი იყო, ბატონი დავითი, როგორ იბრძოდა დედაჩემისთვის სწორი დიაგნოზის დასადგენად. ოპერაცია ისე დავგეგმეთ, რომ მორფოლოგების პასუხი იგივე გვქონდა – ავთვისებიანი სიმსივნე.

25 სექტემბერს ჩატარდა ოპერაცია, რომელიც იყო ურთულესი, გაგრძელდა 6 საათი, მუცლის ღრუდან კუჭი აიტანეს
გულმკერდისკენ, რამდენიმე ორგანოს შეეცვალა მდებარეობა. ოპერაცია წარიმართა კომბინირებული (მუცლის და გულმკერდის) მიდგომით და შესრულდა ქირურგთა (დავით გიორგაძის, ანზორ ლაგვილავას, გიორგი ჩადუნელის) ბრიგადის მიერ. ანესთეზიოლოგი – პაატა გოგორიშვილი. თავად ბატონი დავითი ძალიან თავმდაბალია და არც კი უთქვამს, რამდენად დიდ პროფესიონალიზმს და სიზუსტეს საჭიროებდა ეს ოპერაცია და რამდენად იშვიათ ოპერაციებს განეკუთვნებოდა, შემდეგ სხვა, ნაცნობი ექიმებისგან შევიტყვე.

ბატონი დავითის კაბინეტის წინ, მოსაცდელ სივრცეში რომ ცოტა ხნით დასხდეთ და მის პაციენტებს მოუსმინოთ, უკვე მიხვდებით, როგორ გამორჩეული ადამიანია. ისე იყო ჩართული ყველა დეტალში, ოჯახის წევრი გვეგონა, ოპერაციის შემდგომაც ასეთია, გვირეკავს, გვკითხულობს, არადა, უკვე ხომ ვიცი, რამდენი პაციენტი ჰყავს და როგორი დაკავებული სამუშაო დღე აქვს.

მთავარი ჩვენ ისტორიაში ისაა, რომ ოპერაციის მსვლელობისას და ოპერაციის შემდგომი კვლევებით, სრულად დადასტურდა ბატონი დავითის დიაგნოზი, წარმოდგენაც არ მინდა, რა მოხდებოდა, სხვა ექიმების რჩევა რომ გაგვეთვალისწინებინა და ქიმიო თერაპია დაგვეწყო. ახლაც კი გაოგნებული გიყვებით, ბატონმა დავითმა რადიოლოგიური და ენდოსკოპიური მონაცემებით დასვა დიაგნოზი, ქვეყნის წამყვანი მორფოლოგები არ დაეთანხმნენ და საბოლოოდ, ბატონი დავითის თვალით დასმული დიაგნოზი გამართლდა.

ასეთი ისტორიები მოსმენილი მაქვს, კი, მაგრამ არა საქართველოზე, საფრანგეთის, თურქეთის, გერმანიის, ესპანეთის
კლინიკებზე, კი ბატონო, და თურმე, საქართველოშიც გვყოლია მსოფლიო დონის ქირურგები.

2 კვირა იწვა დედა კლინიკაში და ცალკე მინდა აღვნიშნო, კლინიკის სრული პერსონალის პროფესიონალიზმი და ყურადღება. თითქმის თავიდან დაიბადა დედა, თავიდან ასწავლეს სიარული და დააყენეს ფეხზე, თავიდან დაიწყო კვება. მუდმივად საჭიროებდა 2–3 ადამიანის ყურადღებას. აუცილებლად მინდა აღვნიშნო, კლინიკის პოზიცია, მაქსიმალურად იყოს მორგებული პაციენტის საჭიროებაზე. მიუხედავად იმისა, რომ დედა რეანიმაციულ განყოფილებაში იწვა, როგორც კი დაინახეს რომ დაეწყო დეპრესია, ნერვიულობდა, ვენატრებოდით და განიცდიდა, მოგვცეს მონახულების უფლება და მართლა ძალიან დაეხმარა დედას ჯანმრთელობის მდგომარეობას ჩვენი მისვლა.

ახლა უკვე დამოუკიდებლად გადაადგილდება, სამსახურშიც დადის, ისიც ექიმია, პარაზიტოლოგი, იკვებება სრულფასოვნად, მხოლოდ მცირე ულუფებით. არ ვიცი, სიტყვებით როგორ გამოვხატო ჩემი მადლიერება, სამადლობელო წერილიც დავწერეთ და გვინდა გადავცეთ. ამ ისტორიასაც ხშირად ვყვებით, სწორედ დავით გიორგაძის პროფესიონალიზმმა და ბრძოლამ დედაჩემის გადასარჩენად, გამოიღო შედეგი.

მინდა ყველას ვუთხრა, ნუ დაკარგავთ დროს საზღვარგარეთ წასასვლელი თანხის აგროვებაში, საზღვარგარეთ კლინიკების ძებნაში, საქართველოშიც შესაძლებელია პროფესიონალი ექიმის პოვნა, ეს მე და ჩემმა ოჯახმა საკუთარ თავზე გამოვცადეთ.

თეგები: დავით გიორგაძენიუ ჰოსპიტალსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved