• რეკლამა
  • კონტაქტი
01:56, ორშაბათი, 14 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ივანიშვილის მიზანია, თბილისი კრემლის კლანჭებში მოაქციოს” – “POLITICO”

ალია ავტორი - ალია
15:26 11-28-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
246

“ბიძინა ივანიშვილის მიზანია, თბილისი ევროკავშირის მოსაცდელიდან გაიყვანოს და კრემლის კლანჭებში მოაქციოს,” – ამ სიტყვებით აღწერს გავლენიანი გამოცემა “Politico”  ბიძინა ივანიშვილის საქმიანობას საქართველოში.

ამერიკული გამოცემა წელს აჯამებს და 2024 წლის წინ ევროპაში ძლევამოსილ მმართველებს ასახლებს. მათ შორის მოხვდა ოლიგარქი ივანიშვილიც – კაცი, რომელიც დენდროლოგიური პარკიდან ქეყნას არაფორმალურად მართავს.

გამოცემა “პოლიტიკომ” გამოაქვეყნა ევროპის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ყოველწლიური რეიტინგი, მათ გარდა, გამოცემა წერს კიდევ სამ კატეგორიაში მოხვედრილ ადამიანებზე – შემსრულებლები, დამრღვევები და მეოცნებეები. გამოცემა აღნიშნავს, რომ თითოეული წარმოადგენს სხვადასხვა ტიპის ძალაუფლებას. ვინ დასახელდება ამ კატეგორიების მიხედვით ყველაზე გავლენიან პირებად დღეს საღამოს გახდება ცნობილი.

იმ ადამიანების სიაში, რომლებიც ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევიან “ქართული ოცნების” დამფუძნებელი და ყოფილი პრემიერმინისტრი, ბიძინა ივანიშვილიც მოხვდა, რომელსაც “პოლიტიკო” ოლიგარქად მოიხსენიებს.  ამავე სიაში მოხვედრილია უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი. 

“თუ საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს დავუჯერებთ, მან დატოვა პოლიტიკა და   შავ ზღვაზე, დენდროლოგიურ პარკში უბრალო ცხოვრებით ცხოვრობს. მაგრამ საყოველთაოდ ცნობილია, რომ საქართველოს უმდიდრესი ადამიანი (რომლის სიმდიდრეც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით მესამედს შეადგენს) მის მიერ დაარსებული მმართველ პარტიას „ქართული ოცნების“ მართვის სადავეებს ხელიდან არ აგდებს. მისი მიზანი თბილისის ევროკავშირის მოსაცდელიდან გაყვანა და კრემლის კლანჭებში მოქცევაა”, – წერს გამოცემა.

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ გასულ წელს საქართველომ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე, მოხსნა აკრძალვა პირდაპირი ფრენების შესახებ და წამოიწყო პრეზიდენტის იმპიჩმენტი მისი მოგზაურობის გამო ევროკავშირის დედაქალაქებში.

“ანალიტიკოსების აზრით, ივანიშვილი დიდწილად არის პასუხისმგებელი საქართველოს პრო-მოსკოვურ მოძრაობაზე უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიის მეხუთედი ოკუპირებულია კრემლის ძალების და მათი მარიონეტების მიერ, ქვეყანა გადაიქცა რუსეთის სანქციების დამრღვევი და გვერდის ავლით ექსპორტის საკვანძო კერად”, – წერს გამოცემა.

“პოლიტიკო” წერს, რომ ქართველების დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას და სურს დაინახოს თავისი ქვეყანა დასავლეთისკენ, ამავდროულად, დამკვირვებლები აფრთხილებენ “ქართულ ოცნებას”, რომ თბილისს აქვს სერიოზული დარღვევები ადამიანის უფლებებისა, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიის კუთხით – სწორედ იმ მომენტში, როდესაც ბრიუსელი საქართველოს გაწევრიანების მრავალწლიან განაცხადს განიხილავს.

Politico აღნიშნავს, რომ თბილისს აქვს მკაფიო გზა 2024 წელს, თუ მას სურს წინსვლა ევროკავშირში შესვლის მოლაპარაკებებში – “საკითხავია, დაუშვებს თუ არა ამას ივანიშვილი”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით

16:52 09-12-2026
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
ახალი ამბები

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

16:16 09-12-2026
„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved