• რეკლამა
  • კონტაქტი
06:59, ოთხშაბათი, 29 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კუსო”, “ენცო” და თორნიკე რიჟვაძე – 2 პენსიონერი ქალის მიერ “დაქირავებული” “კრიმინალური ავტორიტეტების” 18 წარმომადგენელი და მუქარა მაღალჩინოსნის სახელით – მედია

ალია ავტორი - ალია
23:16 11-25-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
948

ტვ პირველის ინფორმაციით, პენსიონერის ქალის, ნინო ცეცხლაძის დაკვეთით დაწყებული და ე.წ. ქურდების დაპირისპირებით დასრულებული ხმაურიანი კრიმინალური ოპერაციის ფაილების მიხედვით, ხმების იდენტიფიცირების მიზნით, ხმების ნიმუშები შსს–ს წარმომადგენლებმა ოპერატიული მუშაობის შედეგად შეაგროვეს, კერძოდ კი, საქმის ფიგურანტებს ქუჩაში აჩერებდნენ და მათ ხმებს იწერდნენ.

მედიის ცნობით, ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ფარული სატელეფონო მოსმენების დროს, პოლიციას  ხელში ჩაუვარდა საუბარი, რომლის მიხედვითაც პენსიონერ ნინო ცეცხლაძის დაკვეთით “ქურდები”, ფულის ამოსაღებად დიდი შეკრებას ამზადებდნენ.

საქმის მთავარ ფიგურანტს, ქობულეთში დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მცხოვრებ ნინო ცეცხლაძეს სხვადასხვა მიზეზით აჩერებდნენ და ესაუბრებოდნენ, იმისათვის, რომ დაედგინათ, ნამდვილად ის იყო ქალი, რომელიც  ე.წ. კანონიერ ქურდებს დიდი ფულის ამოსაღებად “ქურდულ” გარჩევებს უკვეთდა,  თუ არა, თუმცა, უცნობია, რა საჭირო იყო ხმის ნიმუშის ჩასაწერად რამდენიმე გაჩერება და საუბარი.

მედიის ცნობით, ერთ–ერთი ფარული ჩანაწერებით დგინდება, რომ ერთხელაც, როდესაც საპატრულო პოლიციამ ნინო ცეცხლაძეს პირადობის  დამდასტურებელი მოწმობა მოსთხოვა – ქალი პოლიციის  მოთხოვნას არ დაემორჩილა და სამართალდამცავები გალანძღა.

მედიის ინფორმაციით, ჩანაწერში ისმის, რომ ქალი პოლიციას თორნიკე რიჟვაძესთან დარეკვით ემუქრება.

ტვ პირველის ცნობით, პენსიონერ, ნინოს ინტერესებს “ქურდული საქმის” გარჩევის დროს, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი “კუსო” იცავდა, მისმა მოვალემ ასევე პენსიონერმა ლალი შიშმელაშვილმა კი საქმეში “ქურდი” –  ე.წ. ენცო ჩართო, ორივე ქურდს ჰყავდა რწმუნებულები საქართველოში, ვისაც საქმე უნდა გაერჩია.

საქმეში 18 ჩანაწერია. 18 პირი ახლა ციხეშია – ვინც საქმეს არჩევდა, მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. სამი წლით ციხეში წასვლის საფრთხის წინაშეა პენსიონერი ნინო ცეცხლაძე, მან პროცესზე აღიარა, რომ მეგობრისთვის ნასესხები 50 ათასი დოლარის ამოღებას “ქურდების” საშუალებით ცდილობდა.

უცნობია, რა ბედი ელის მოვალე ქალბატონს, რადგან ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირი, ქართული კანონდებლობის მიხედვით, დასჯადია, მაშინაც კი, თუ თავის დასაცავად მიმართავ “ქურდებს”.

ასევე, უცნობია, რა აკავშირებს “კუსოს” და თორნიკე რიჟვაძეს ერთმანეთთან და როგორ მოხდა, რომ ნინო ცეცხლაძე პოლიციას რიჟვაძით ემუქრება და მოვალეს კი “კრიმინალური ავტორიტეტით”? წესით, ამ კითხვას პასუხი გომელაურის უწყებამ უნდა გასცეს, აკი, სწორედ ამ უწყებამ ჩაიწერა, როგორ ემუქრება პოლიციას თორნიკე რიჟვაძით ქალი, რომელიც პარალელურად, იგივე შსს–ს ინფორმაციით, “კრიმინალურ ავტორიტეტებს” ურიგდება. 

ქურდული გარჩევა პენსიონერი ქალის დაკვეთით – “ფიზიკურ ანგარიშსწორებას ითხოვდა”

თეგები: თორნიკე რიჟვაძენინო ცეცხლაძეშსს

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ – ინოლა გურგულიას 100 საარქივო ჩანაწერის ვინილების ნაკრებს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ – ინოლა გურგულიას 100 საარქივო ჩანაწერის ვინილების ნაკრებს

14:27 04-28-2026
ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში – სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა
ახალი ამბები

ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში – სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა

13:57 04-28-2026
დიდი ფასდაკლების დღეს “არქი იასამნების“ C ბლოკში 291 ბინა გაიყიდა 
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღეს “არქი იასამნების“ C ბლოკში 291 ბინა გაიყიდა 

17:21 04-27-2026
თიბისის საერთაშორისო აღიარება – ყველაზე ინოვაციური ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
ახალი ამბები

თიბისის საერთაშორისო აღიარება – ყველაზე ინოვაციური ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

14:05 04-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved