• რეკლამა
  • კონტაქტი
03:14, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შენ ლოზუნგს ისვრი, „ოცნება“ ნაბიჯს გადადგმას” – ლაგაზიძე

ალია ავტორი - ალია
18:20 11-24-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
345

პოლიტოლოგი, ხათუნა ლაგაზიძე:

დღეს გრძელვადიანი ხედვების დროა, ამომრჩევლის კონკრეტული შრეები უნდა ამოარჩიო და მათ საჭიროებებზე უნდა იმუშავო წერტილოვნად. ანუ რეალურად რა მოხდა, ძალიან მოკლედ: უკრაინის ომის სავარაუდო გაყინვა „ოცნების“ „სამშვიდობო“ პოლიტიკის წისქვილზე დაასხამს წყალს; მიუხედავად ხელისუფლების აღვირახსნილი ანტიდასავლური რიტორიკისა, კანდიდატის სტატუსს მაინც გვაძლევენ. ამ ორი ფაქტორიდან გამომდინარე, „ოცნების“ ის ამომრჩეველი, ვისაც პრუ-რუსულ პოლიტიკურ ძალასთან აფილირება უკვე ესირცხვილებოდა და რომელთა ხმები, ოპოზიციაში გადანაცვლების შემთხვევაში, გადამწყვეტი იქნებოდა „ოცნების“ დამარცხებაში, ისევ „ოცნების“ წიაღში დაბრუნდება.

ამას დაემატა, ბიუჯეტის ზრდა (დიდი ალბათობით, რუსული სანქციების გვერდის ავლით ნაშოვნი ფულით, მაგრამ ამომრჩევლისთვის ამას დიდი მნიშნელობა არა აქვს), რაც ხელისუფლებას საშუალებას აძლევს ხელფასების და სხვადასხვა სახის სოციალური პაკეტების უპრეცედენტო ზრდა გამოაცხადოს. და შედეგად არჩევნებზე ხელისუფლება მეოთხე ვადისთვის ძალიან ძლიერი პოზიციებით გადის.. ანუ ხელისუფლება დღევანდელ კვერცხს – პირობითად, მშვიდობა და კეთილდღეობა – ყველაზე უკეთ სთავაზობს ამომრჩეველს. მაგრამ, რა ეშველება ხვალინდელ ქათამს ანუ უსაფრთხოებას, მოშიშვლებულ თავდაცვის და უსაფრთხოების ფლანგებს: სრულად ჩამოშლილ თავდაცვას, ფაქტობრივად, გაუქმებულ უსაფრთხოების სისტემას, მათ შორის, უკიდურესად მნიშვნელოვან – ეკონომიკურ უსაფრთხოებას, როცა ვმოქმედებთ პრინციპით: ფულს/ინვესტიციას სუნი არა აქვს, არადა აქვს და მერე როგორი, შეუძლია მოგგუდოს, და რეალში, პუტინის „კეთილი“ ნების იმედად დატოვებულ სახელმწიფოს?!

აქედან გამოსვლის გზებზე ფიქრი და ამომრჩევლისთვის შეთავაზებაა საჭირო, თორემ ლოზუნგების დრო წავიდა: შენ ლოზუნგს ისვრი, „ოცნება“ ნაბიჯს გადადგმას. რეალობის სწორი შეფასების გარეშე კი არჩევნებზე გასვლა, ამომრჩევლის ვეღარ, უფრო საკუთარი თავის მოტყუებაა.

თეგები: ხათუნა ლაგაზიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved