• რეკლამა
  • კონტაქტი
09:13, ხუთშაბათი, 26 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სანამ სიმართლეს არ იტყვიან, მიწას არ ავაზომინებ! აი, ეგრე, რა მომივა, უნდა ვნახო…” – ნელი ვარდიაშვილი

ალია ავტორი - ალია
16:15 11-23-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
559

ჟურნალისტი, ნელი ვარდიაშვილი:

პაპაჩემის დროს აზომეს ვაქირში ჩვენი სამოსახლო, შემდეგ აზომეს მამაჩემის დროს, ახლა გამოსულა ახალი აპარატი და ამიტომ, კიდევ უნდა ავზომოთო. ყოველი ახალი აზომვის დროს არის ცდომილება და ეს გასაკვირი არც არის. გამომგონებლები მაინც გააჩერეთ, რომ სხვა საქმეც გააკეთოს საჯარო რეესტრის ხალხმა…
რას ზომავენ ამდენს ქართულ მიწას. ვითომ არ იციან, რომ პატარაა და დიდი ნაწილი არაქართველებს აქვს ხელში ჩაგდებული, ისევ ამათი მაქინაციებითა და გამყიდველობით. რის მიღწევა უნდათ? გაუფორმებელი მიწების აღმოჩენა და ხელში ჩაგდება სურთ, ისიც არაქართველებს რომ მიაყიდონ და ფული აკეთონ? ხალხში ახალი შუღლის ჩაგდებას ცდილობენ?
სახელმწიფო ბიუჯეტის თანხები რომ ფეხებზე ჰკიდიათ, გავიგეთ, ორ-ორი მანქანით 6-7 კაცი დაწოწიალობს ყოველდღიურად, წვავს ბენზინს და ვითომ რაღაცას ზომავს… დღეს იურისტი მომიყვანეს, რომელიც გალექსილი მიხსნიდა რაღაც სისულელეს… გამეცინა. ეს ყველაფერი მე დიდი ხანია გავიარე, თან ათასჯერ…
პროტესტი მაქვს ამ აზომვასთან დაკავშირებით მხოლოდ იმიტომ, რომ ახალ-ახალ აზომვებს ჩემთვის არაფერი მოაქვს და მათთვის რა მოაქვს, სანამ სიმართლეს არ იტყვიან, არ ავაზომინებ! აი, ეგრე. რა მომივა, უნდა ვნახო…
ჩემი ნაკვეთი როგორიც იყო პაპაჩემის მამის დროს, ისევ ისეთია, ისევ იქაა მიჯნები და გოჯიც არ მიმიმატებია. სხვის ადგილებში შეჭრასაც არ ვაპირებ. მაგ აპარატით კარგად აზომეთ თქვენს მიერ გაყიდული მიწები ჯერ მარტო სიღნაღში და გადაეცით გამოძიებას, რომელმაც ეს საქმე თაროზე შემოდო! ვოტ, ტაკ!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფი მობაილი DataFest Tbilisi 2026-ის სპონსორია
ახალი ამბები

სელფი მობაილი DataFest Tbilisi 2026-ის სპონსორია

17:32 11-25-2026
თიბისი გლობალური კამპანიის „დავრეკოთ ზარი ბავშვებისთვის“ მხარდამჭერი გახდა
ახალი ამბები

თიბისი გლობალური კამპანიის „დავრეკოთ ზარი ბავშვებისთვის“ მხარდამჭერი გახდა

16:22 11-25-2026
დაუჯერებელი გამოწვევა თიბისისგან: გიგი ქათამაძე City Mall-ში გადავიდა საცხოვრებლად
ახალი ამბები

დაუჯერებელი გამოწვევა თიბისისგან: გიგი ქათამაძე City Mall-ში გადავიდა საცხოვრებლად

14:51 11-25-2026
წლის ერთადერთი ფასდაკლება არქისგან – ახალ წელთან დაკავშირებით ყველა პროექტზე 25 000 ლარამდე ფასდაკლება მოქმედებს
ახალი ამბები

წლის ერთადერთი ფასდაკლება არქისგან – ახალ წელთან დაკავშირებით ყველა პროექტზე 25 000 ლარამდე ფასდაკლება მოქმედებს

09:00 11-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved