• რეკლამა
  • კონტაქტი
15:57, ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სემეკის წევრი, გიორგი ფანგანი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ პირველი საოპერაციო ცენტრის გახსნას დაესწრო

ალია ავტორი - ალია
19:32 11-22-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
426

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრი, გიორგი ფანგანი შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ პირველი საოპერაციო ცენტრის გახსნას დაესწრო და კომპანიის ახალი სტრუქტურული ერთეულის ფუნქციებს გაეცნო.

„მნიშვნელოვანია, რომ თბილისში გაიხსნა ევროპული სტანდარტების შესაბამისი მულტიფუნქციური ცენტრი, რომელიც იქნება დამატებითი ინსტრუმენტი, რათა ფუნდამენტურად მოწესრიგდეს წყალმომარაგების საკითხები და კომპანიის მხრიდან მოხდეს დროული რეაგირება მოქალაქეთა მიმართვიანობაზე. სემეკის მიზანი და ამოცანაა, გაუმჯობესდეს წყალმომარაგების მიწოდება და მინიმუმამდე შემცირდეს ავარიებისა თუ სხვადასხვა მიზეზით წყლის მიწოდების შეფერხების ფაქტები. ამ მიზნით, აქტიურად ვმუშაობთ კომპანიასთან. მისასალმებელია, კომპანიის ახალი მფლობელის Aqualia-ს მიდგომა და პოლიტიკა მოკლევადიან და გრძელვადიან პერიოდში საიმედო, უწყვეტ წყალმომარაგებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გიორგი ფანგანმა მულტიფუნქციური ცენტრის დათვალიერებისას.

ქ. თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე მდებარე მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი წყალმომარაგების სერვისების ეფექტიანი და ოპერატიული მართვის ევროპული მოდელია, რომელიც შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ახალ მფლობელს, ესპანურ კომპანია Aqualia-ს 17 ქვეყანაში აქვს დანერგილი.

კომპანიის ცნობით, მიმდინარე წლის ბოლომდე საოპერაციო ცენტრების გახსნა დაგეგმილია თბილისში, რამდენიმე ლოკაციაზე, ასევე ტაბახმელაში, ქ. რუსთავსა და ქ. მცხეთაში. ახალ საოპერაციო ცენტრებს ჯამში 42 საავარიო და 25 პრევენციული მონიტორინგის ჯგუფი მოემსახურება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა

13:34 06-24-2026
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved