• რეკლამა
  • კონტაქტი
00:16, შაბათი, 8 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მოვიმარჯვე ჩემი წვეტიანი იდაყვი, მივუტანე იმ კვერცხს სახესთან და… გიგამ თავისი მონგოლოიდური თვალები ისე დაჭყიტა…” – რას წერს ჩერგოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
19:23 11-19-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
376

“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:

გენდერულ სტერეოტიპებზე ერთ სასაცილო ისტორიას მოვყვები.
ზოგადად, მე არ მახსოვს ჩხუბს შევსწრებოდი და გამშველებლის ფუნქცია ამეღო – როგორც წესი, მხარეს ვირჩევ და მეც ვჩხუბობ (“ც”თავმდაბლობისთვისაა).
2013-14 წელია და მე და გიგა ამერიკაში მივფრინავთ.
რასაკვირველია გაფრენამდე ცოტა ხნით ადრე მივედით თბილისის აეროპორტში, საზღვარზე დიდი რიგი დაგვხვდა და ჩავდექით.
დიდად რიგი არ გვანაღვლებს – ბარგი ჩაბარებულია, უჩვენოდ შანსი არაა გაფრინდეს (ბარგის ბორტიდან მოხსნას უფრო დიდი დრო დასჭირდებოდა).
ჩვენ წინ ოჯახი დგას, 17-18 წლის ბიჭს აცილებს 4 ადამიანი – თურქიშით მიფრინავს ის.
ჩვენ ლუფტანზათი და უფრო ადრეა ჩვენი რეისი და მარტო ჩვენ არ ვართ მგზავრები – სხვებიც რიგში დგანან.
რაღაც დროს ლუფთანზას თანამშრომელი გამოვიდა და მგზავრების შეყვანა დაიწყო.
თან ბოდიშს უხდიდა რიგში წინ მდგომებს და უხსნიდა, რომ მათი რეისი მოგვიანებითაა და ჩვენი უკვე უნდა გაფრინდეს.
მოვიდა ჩვენამდეც – მიუახლოვდა ჩვენ წინ მდგარ ოჯახს, რომლის თავკაციც ნახევარი საათი ჩვენ წინ იდგა და მტრედივით ღუღუნებდა, მაგრამ ლუფთანზას მომცრო ტანის ელენეს დანახვაზე მგლად იქცა და დაუწყო ღრიალი, რომ ჩვენ ის “9 წელი გველოდა” – აი სხვებთან რომ ბულკია და მომსახურე პერსონალთან რომ იწყებს ბლატაობას, მაგ კატეგორიიდან იყო.
გიგამ დაინახა, რომ მის გამო, სრულიად არაფერ შუაში მყოფ ადამიანს შეურაცხყოფას აყენებენ და ამ კაცს მხარზე ხელი დაუკაკუნა – მგონი ჩემთან გაქვს საქმე და არასწორ მისამართზე ხარო.
როგორც წესი, ასეთ კვერცხებს მოლოდინი აქვთ ხოლმე, რომ უსიამოვნებას მოერიდები და არ შეიმჩნევ (არ იციან, ჩვენი middle name რა არის), ამიტომ ძალიან შეცბა.
ნუ დაიწყო გარჩევა, ხმამაღალი საუბარი ისა ესა ….
ვდგავარ, ვდგავარ, ვდგავარ …
მომწყინდა….
უცებ, არ ვიცი საიდან მოვიგონე მაგრამ, მოვიმარჯვე ჩემი წვეტიანი იდაყვი, მივუტანე იმ კვერცხს სახესთან და დავემუქრე, რომ თუ ხმას არ ჩაიგდებდა, სახეს გავუნგრევდი.
ჩამოვარდა სამარისებური სიჩუმე.
ის კაცი, თავისი ოჯახიანად, სადღაც აორთქლდა.
გიგამ თავისი მონგოლოიდური თვალები ისე დაჭყიტა, თითქოს ორი ლურჯი მთვარე შემომცქეროდა ზეციდან.
მეთქი don’t even try to ruin my party!!!!
15 წუთი მეჩხუბა გენდერულ სტერეოტიპებზე! რომ მე არაფერს ვაღიარებ! რომ მე არანორმალური ვარ!
მერე მიხვდა, რომ ზედმეტად მხიარულად ვიყავი იმისთვის, რომ შეგონებებით გავებრაზებინე.
ის ჩხუბობდა, მე – ვიცინოდი.
ადგა და გამებუტა.
ატლანტის ოკეანემდე გაძლო და მერე მოსწყინდა ჩემნაირ სიხარულთან გაბუტვა და შემირიგდა.
ასე გამომადგა წვეტიანი იდაყვი.
ჭირი იქა, ლხინი აქა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved