• რეკლამა
  • კონტაქტი
10:57, შაბათი, 9 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მოვდივარ ქუჩაში და შემთხვევით მაკრონი შემხვდა!… ხომ უნდა ვიცოდე, სელფი გადავიღო, “ნი ვიჟუ” გავუკეთო თუ პირდაპირ დედა ვაგინო?” – რას წერს პაატა ქურდაძე

ალია ავტორი - ალია
14:11 11-16-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
358
მწერალი, ესეისტი, დოკუმენტალისტი, პაატა ქურდაძე:
გუშინ საღამოს როგორც იქნა ჩამოვაღწიე თბილისამდე. ასეთი “იზმენა” არასდროს მქონია პარიზში. ყველა ქცევას , ჟესტს, ყოველ სიტყვას ვაკონტროებდი: ქუჩაში, სახლში, მეგობრებთან, გეგმიურ სამედიცინო კონსულტაციებზე… ჩვენს პორტუგალიელ კონსიერჟთანაც კი.. ვფიქრობდი: რამე ანტისახელმწიფოებრივი არ წამოვროშო.. ქვეყანის “გენერალური გეგმა” არ დავაზიანო მეთქი… ასეთ ქალაქებში ხომ იცით- ეშმაკს არასდროს ძინავს.. სულ ისე გიბნევს თავგზას, გინდა თუ არა, რაღაც წამოგცდება.. სხვასთან თუ არა, საკუთარ თავთან მაინც. ეს ყველაზე უარესია.. მაშინვე შემოგიხტება პატრიოტულ სულში და კგბშნიკივით ჩაგისახლდება,
საბედნიეროდ: რომ ჩამოვედი გზაში ტაქსის მძღოლმა უცებ მომიყვანა აზრზე… ისეთები მომიყვა!.. ისეთები.. ცხადია არ გავიმეორებ. უჩემოდაც კარგად იცით! მერე სახლში შემოვედი თუ არა, გაზი გაწყდა და მას შემდერგ ვიყინები.. როგორვ მითხრეს ავარიული დაზიანებაა და ნაშუადრევს შეიძლება მოვიდესო.. გამეხარდა! ხომ დეტალია, მაგრამ იმედი მნიშვნელოვანი რამ არის ხომ იცით!.. მერე გვიან ტელევიზორი ჩავრთე და სრულიად ჩემი თანამშრომლები გამომეცხადნენ შეწუხებულები – პარლამენტში კანონპროექტი მიუღიათ ერთხმათ, რომლის მიხედვით საზოგადოებრივი მაუწყებელი ისევ ძველ, “კეთილ” სახელმწიფო არხად რეტრანსფორმირდება და ყველა დაისვენებს.. ტრადიციონალისტებიც და ლიბერალებიც, ლიბერტარიანელებიც და ის მარტოსული ევროპელი სოციალისტიც.. გვარს ვერ ვიხსენებ…
მე როგორც ჩანს, სახელმწიფო მოხელე გავხდები და “დოსიეც” ფაქტობრივად პარლამენტარების საავტორო გადაცემა იქნება.. ამას რა ჯობია.. ჩემს მაგივრად ისინი იფიქრებენ, სქელ წიგნებს წაიკითხავენ.. იქნებ ეშველოთ კიდეც რამე! ეს რაღაც გაბღენძილი “საავტორო” პასუხისმგებლობა მაინც მომეხსნება!
პარიზში მემართება ხოლმე ეს გონებრივი არითმია…თორემ ქართულ მიწაზე დავდგი თუ არა ფეხი, იქვე, აეროპორტშივე დამილაგდა თავში ყველაფერი.. აქ ზუსტად ვიცი როგორ უნდა მოვიქცე, სად რა უნდა ვთქვა, ვის შევაგინო, ვისთან სელფი გადავიღო და ა.შ.. ბოლოს და ბოლოს საბჭოთა კავშირში ვარ გაზრდილი, ამის მეტი რა ვიცი.. აქ ეშმაკს შანსი არ აქვს სულში შემოგიძვრეს.. აქ ჩვენ თვითონ ვართ ეშმაკები! .. თანაც ამ ბოლო დროს ცოტა დესოციალური ეშმაკი გავხდი. ამიტომ ამ ზამთარს ისევ არმაზში გამოვიკეტები ჩემს ედგარ-ალანთან.. ჩემს ქართულ რეალობაში ერთადერთ თავისუფალი სულის პიროვნებასთან ერთად , ვისთანაც რასაც მინდა იმას ვამბობ… აქ ნამდვიული ჰიპ-კომუნა გვაქვს!.. მაგრამ მაინც.. ასე არ შეილება.. ჩემი აზრით დროა რამე უწყება შეიქმნას რომელიც ევროპაში ქცევის და კომუნიკაციის მკაცრად გაწერილ-განსაზღვრულ ინსტრუქციებს მოგვცემს.. მე პირადად, ჩემი არეულ დარეული გეოგრაფიის გამო, ძალიან გამომადგებოდა ..აი მაგალითად მოვდივარ ქუჩაში და შემთხვევით მაკრონი შემხვდა!… ხომ უნდა ვიცოდე, სელფი გადავიღო, “ნი ვიჟუ” გავუკეთო თუ პირდაპირ დედა ვაგინო?
თეგები: პაატა ქურდაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში
ახალი ამბები

მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში

20:03 05-08-2026
“გაიარე მეტი” – “თეგეტა მოტორსმა” მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

“გაიარე მეტი” – “თეგეტა მოტორსმა” მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

18:12 05-08-2026
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები – ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები – ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა – თიბისი

17:42 05-08-2026
„გოგოების გზა ტექნოლოგიებში – სწავლიდან ლიდერობამდე“ – გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენცია თიბისის მხარდაჭერით გაიმართა
ახალი ამბები

„გოგოების გზა ტექნოლოგიებში – სწავლიდან ლიდერობამდე“ – გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენცია თიბისის მხარდაჭერით გაიმართა

17:38 05-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved