• რეკლამა
  • კონტაქტი
14:08, ხუთშაბათი, 25 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველო ინგლისური ენის ცოდნით 13 პოზიციით დაწინაურდა და რეგიონის ყველა ქვეყანას გადაუსწრო

ალია ავტორი - ალია
17:27 11-15-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
715

საქართველო ინგლისური ენის ცოდნის EF-ინდექსით (English Proficiency Index-EF EPI) წელს 113 ქვეყნის რეიტინგში 32-ე ადგილზეა და რეგიონის ყველა ქვეყანას გადაუსწრო. ინფორმაციას გამოცემა Bpn.ge ავრცელებს და წერს, რომ ეს მსოფლიოში ყველაზე დიდი კვლევაა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის მოზრდილი ასაკის მოსახლეობაში ინგლისური ენის ცოდნის დონეს აფასებს.

ცნობილი ხდება, რომ ქვეყანამ EF EPI-ის საშუალო 502-ქულიანი გლობალური ინდექსის მიხედვით 541 ქულა მიიღო. ინდექსი მინიმალური 350 ქულიდან მაქსიმალურ 700 ქულამდე ვარირებს. ამდენად, საქართველო ინგლისური ენის ზომიერად (Moderate) მცოდნე ქვეყნების სიაში მოხვდა, ცალკე აღებული ევროპის 34 სახელმწიფოს შორის კი 23-ე პოზიციაზეა.

აღსანიშნავია, რომ კვლევაში ცალკე არის მოცემული თბილისის რეიტინგი, რომელიც ინგლისური ენის ცოდნით ერთი საფეხურით ზევითაა და მაღალი, ანუ High-დონის ქალაქების ჩამონათვალშია. ამ სიაში თბილისი 551 ქულით 37-ე ადგილზეა.

საქართველო ინგლისური ენის ცოდნის EF-ინდექსით (English Proficiency Index-EF EPI) წელს 113 ქვეყნის რეიტინგში 32-ე ადგილზეა. ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი კვლევა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის მოზრდილი ასაკის მოსახლეობაში ინგლისური ენის ცოდნის დონეს აფასებს.

ქვეყანამ EF EPI-ის საშუალო 502-ქულიანი გლობალური ინდექსის მიხედვით 541 ქულა მიიღო. ინდექსი მინიმალური 350 ქულიდან მაქსიმალურ 700 ქულამდე ვარირებს. ამდენად, საქართველო ინგლისური ენის ზომიერად (Moderate) მცოდნე ქვეყნების სიაში მოხვდა, ხოლო ცალკე აღებული ევროპის 34 სახელმწიფოს შორის 23-ე პოზიციაზეა.

აღსანიშნავია, რომ კვლევაში ცალკე არის მოცემული თბილისის რეიტინგი, რომელიც ინგლისური ენის ცოდნით ერთი საფეხურით ზევითაა და მაღალი, ანუ High-დონის ქალაქების ჩამონათვალშია. ამ სიაში თბილისი 551 ქულით 37-ე ადგილზეა.

ცნობილია, რომ მეზობელი და რეგიონის ქვეყნებიდან საქართველო ინგლისური ენის ცოდნით წელს ყველას უსწრებს. კერძოდ, რუსეთი 532 ქულით 41-ე ადგილზეა, უკრაინა 530 ქულით 45-ე ადგილზე, სომხეთს 528 ქულით 48 პოზიცია უკავია. ისინიც, საქართველოს მსგავსად, Moderate დონის ქვეყნების სიაში არიან. უფრო დაბალი, ანუ Low-დონის ქვეყნების ჩამონათვალშია თურქეთი, რომელსაც 493 ქულით 66-ე ადგილი უკავია და აზერბაიჯანი, რომელიც 463 ქულით 83-ე პოზიციაზეა.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის შემდეგ, ანუ ერთ წელიწადში საქართველო EF-ინდექსში 13 პოზიციით დაწინაურდა. გასულ წელს ქვეყანა იმავე Moderate დონის ქვეყნების სიაში 524 ქულით 45-ე ადგილზე იყო და ჩამორჩებოდა როგორც უკრაინას (35-ე), ისე რუსეთს (მე-40). ამასთან, 2022 წელს, წლევანდელი High-დონის ნაცვლად, Moderate-დონის ქალაქების ჩამონათვალში იყო თბილისი, რომელსაც 533 ქულით 46-ე ადგილი ეკავა.

კვლევას ყოველწლიურად კომპანია, EF Education First გლობალური გამოკითხვისა და ინგლისური ენის ცოდნის სპეციალური უფასო EF SET-ის ტესტის დახმარებით ატარებს.

წლევანდელი რეიტინგი ეყრდნობა მსოფლიოს 113 ქვეყანასა და რეგიონში მცხოვრები 2,2 მილიონი ადამიანის მონაცემებს, ვისთვისაც ინგლისური მშობლიური ენა არ არის. აქედან გამოკითხულთა 55% ქალი, 45% კი მამაკაცია. 99% 18-დან 60 წლამდე ადამიანია, ხოლო საშუალო ასაკად 26 წელი იყო მიჩნეული.

EF EPI-ის რეიტინგში წელს პირველი ადგილი ნიდერლანდებმა დაიკავა. სამეულში, ასევე, მოხვდნენ სინგაპური და ავსტრია.

ინგლისური ენის ცოდნის მიხედვით მსოფლიო ქვეყნების ტოპ 10-ეული კი ასეთია:

  • ნიდერლანდები (647 ქულა)
  • სინგაპური (631)
  • ავსტრია (616)
  • დანია (615)
  • ნორვეგია (614)
  • შვედეთი (609)
  • ბელგია (608)
  • პორტუგალია (607)
  • სამხრეთ აფრიკა (605)
  • გერმანია (604)

ინგლისური ენის ცოდნის ყველაზე დაბალი დონით გამოირჩევა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა (385 ქულა), შემდეგ ტაჯიკეთი (388), იემენი (392), ლიბია (392) რუანდა (405) საუდის არაბეთი (408) კოტ დ’ივუარი (409) ერაყი (410) სომალი (411) და ყაზახეთი (415).

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა

13:34 06-24-2026
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved