• რეკლამა
  • კონტაქტი
07:32, სამშაბათი, 24 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის გაუმჯობესებული… როდესაც იქნება ექიმების შესაბამისი რეკომენდაცია, ის იქნება გადაყვანილი პენიტენციურ დაწესებულებაში“ – რატი ბრეგაძე

ალია ავტორი - ალია
18:41 11-14-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
187

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე EPP-ს პოლიტიკურმა ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა, სადაც ჩანაწერია გაკეთებული მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით და სადაც მთავრობას მესამე პრეზიდენტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

„მსჯავრდებულ სააკაშვილთან დაკავშირებით არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ ვართ სამართლის წინაშე აბსოლუტურად მართლები. ეს დადასტურდა, როგორც საქართველოში, ქართული სასამართლოების დონეზე, ასევე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებითაც ნათლად გამოჩნდა, რომ სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ამ ადამიანის ჯანმრთელობის უფლება იყოს სრულად დაცული.

როგორც მოგეხსენებათ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის გაუმჯობესებული, რითიც ჩვენ ვართ ძალიან მოხარულები და როდესაც იქნება ექიმების შესაბამისი რეკომენდაცია, ის იქნება გადაყვანილი პენიტენციურ დაწესებულებაში.
რაც შეეხება ამ რეზოლუციის შეფასებას, მე ყველას მოვუწოდებდი, რომ იმოქმედონ სამართლის მიხედვით, იმიტომ,რომ ჩვენ ვხელმძღვანელობთ მხოლოდ და მხოლოდ სამართლის ნორმებით და არ აპოლიტიკური აღქმებით. ჩვენ ვიხილეთ, რომ მთელი ის ისტერიული კამპანია, რაც ამ კონკრეტული მსჯავრდებულის მიმართ მიმდინარეობდა, მათ შორის საერთაშორისო მედიაში, იყო დაფინანსებული, ამაში იყო თანხა გადახდილი და ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია ვიხილეთ და ვნახეთ, თუ რაში იხდიდნენ ფულს, მათ შორის იმაში, რომ საქართველოს წინააღმდეგ ყოფილიყო მიღებული სხვადასხვა ტიპის რეზოლუციები, დაერწმუნებინათ კონგრესმენები, რომ საქართველო დაესანქცირებინათ. ამ ადამიანებთან გვაქვს საქმე, როდესაც ვსაუბრობთ მსჯავრდებულ სააკაშვილზე და მის მხარდამჭერებზე – ეს არიან ადამიანების ის ჯგუფი, რომელიც ყველაფერს აკეთებს საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების დასაკმაყოფილებლად და ისინი მზად არიან იმაზე, რომ დააზიანონ სახელმწიფო,“ – ამბობს ბრეგაძე.

თეგები: რატი ბრეგაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:46 03-23-2026
ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი
ახალი ამბები

ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი

12:49 03-23-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved