• რეკლამა
  • კონტაქტი
11:30, შაბათი, 1 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რატომ ატყდა ამხელა ამბავი? დედაჩემი რომ არა, შეიძლება ძველი ბიჭის ცოლი გავმხდარიყავი” – თამარ ივერი

ალია ავტორი - ალია
15:07 11-10-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,564

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი სოპ­რა­ნო თა­მარ ივე­რი ერთ-ერთ სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მას სტუმ­რობ­და. მუ­სი­კოს­მა ბავ­შვო­ბის წლებ­სა და დე­დას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე ისა­უბ­რა. ივე­რის მიერ მო­ყო­ლილ ის­ტო­რი­ას, რომ დედა მკაც­რად ზრდი­და და ხში­რად ქამ­რი­თაც უცე­მია, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა.

 

თა­მარ ივე­რი ambebi.ge-სთან ამბობს:

– მე ვთვლი, რომ დე­და­ჩე­მი მკაც­რი ქალი იყო, მაგ­რამ ეს ალ­ბათ სა­ჭი­რო იყო, რად­გან ძა­ლი­ან ცელ­ქი და მავ­ნე ბავ­შვი ვი­ყა­ვი. ერთი-ორი წკეპ­ლა ბავ­შო­ბა­ში ყვე­ლას მოხ­ვედ­რია. რაც შე­ე­ხე­ბა ქამ­რებს, უბ­რა­ლოდ კი­დებ­და და შე­იძ­ლე­ბა არც ეხ­მა­რა, მაგ­რამ მა­გით მა­ში­ნებ­და. ერთი ორ­ჯერ მომ­ხვდა, მაგ­რამ ვიმ­სა­ხუ­რებ­დი. ისეთ რა­ღა­ცებს ვა­კე­თებ­დი… აივ­ნი­დან ხალ­ხს დიდ კარ­ტო­ფი­ლებს ვეს­რო­დი, ცალ­კე კარ­ტო­ფი­ლი ქრე­ბო­და, ცალ­კე ლო­ბიო, ტო­მა­რა ნი­გო­ზიც გამ­ქრა­ლა. შემ­დეგ მთელ­მა უბან­მა გა­ი­გო, რომ მე ვყრი­დი აივ­ნი­დან და მე­ზობ­ლებს უკვე ახ­ლოს გავ­ლის ეში­ნო­დათ. ასე­თი ბავ­შვის­თვის მორ­ტყმა ცუდი არ იყო.

მე ამას ტრა­გე­დი­ად არ ვთვლი, ამ ქალ­მა ვარ­სკვლა­ვი გამ­ზარ­და. დღეს ისე­თი ცხოვ­რე­ბაა, სა­ხა­ზა­ვი რომ და­არ­ტყა ადა­მი­ანს, ად­ვო­კა­ტებ­ში გარ­ბი­ან, ჩემ­ზე იძა­ლა­დე­სო. მე ამას ტრა­გე­დი­ად არ აღ­ვიქ­ვამ­დი.

– გა­და­ცე­მა­შიც იუ­მო­რით ყვე­ბო­დით…

– დიახ, სხვა­ნა­ი­რად რომ ყო­ფი­ლი­ყო, მე ცოტა სხვა გა­და­ცე­მა­ში მი­ვი­დო­დი და სე­რი­ო­ზუ­ლად ვი­სა­უბ­რებ­დი, სი­ცი­ლით მოვ­ყე­ვი იქაც. სა­ერ­თოდ, რთუ­ლი თი­ნე­ი­ჯე­რუ­ლი წლე­ბი მქონ­და. ცოტა ისეთ წრე­შიც ჩავ­ვარ­დი, შე­იძ­ლე­ბა სულ სხვა გზით წავ­სუ­ლი­ყა­ვი და და უბ­ნის ძვე­ლი ბი­ჭის ცოლი გავმხდა­რი­ყა­ვი და სულ არ ამერ­ჩია სიმ­ღე­რა. სწო­რედ, დე­და­ჩე­მი რომ იყო მკაც­რი და პრინ­ცი­პე­ბის ქალი, იმი­ტომ გავ­ყე­ვი იმ საქ­მეს, რა­მაც ვარ­სკვლა­ვად მაქ­ცია. რა­ტომ ატყდა ამ­ხე­ლა აჟი­ო­ტა­ჟი არ ვიცი. ვის­თვის არ მო­ურ­ტყამს დე­დას ბავ­შო­ბა­ში, ან ყური არ აუ­წე­ვია. ძა­ლი­ან მა­ღი­ზი­ა­ნებს ეს კამ­პა­ნია.

– თქვენ რო­გო­რი დედა ხართ?

– მთლად დე­და­ჩე­მი­ვით მკაც­რი არ ვარ, კარ­გად იქ­ცე­ვი­ან ჩემი შვი­ლე­ბი. მე თა­ვად ვი­ყა­ვი ძა­ლი­ან ცელ­ქი და მავ­ნე­ბე­ლი ბავ­შვი. ჩემს თა­ო­ბა­ში დე­დის­გან ხე­ლიც მოხ­ვედ­რი­ათ და ყუ­რიც აუ­წე­ვი­ათ, ახლა რა­ტომ გა­და­აქ­ცი­ეს ამ­ხე­ლა ტრა­გე­დი­ად. ასე რომ ყო­ფი­ლი­ყო, სი­ცი­ლით ხომ არ ვი­სა­უბ­რებ­დი.

ძა­ლი­ან უხერ­ხუ­ლია, ქალი გარ­დაც­ვლი­ლია და იმი­ტომ გა­ვიხ­სე­ნე. ცო­ცხა­ლი რომ ყო­ფი­ლი­ყო, არც მოვ­ყვე­ბო­დი. რო­დე­საც გა­ვი­ზარ­დე, იუ­მო­რით ვიხ­სე­ნებ­დით ხოლ­მე. 12-13 წლამ­დე ძა­ლი­ან ცელ­ქი ბავ­შვი ვი­ყა­ვი. კაცი რომ სა­ხუ­რა­ვის შე­სა­კე­თებ­ლად ავი­დო­და, კი­ბეს გა­მო­ვაც­ლი­დი (იცი­ნის). რა თქმა უნდა, სა­უ­ბა­რი და ახ­სნა უკე­თე­სი გზაა, მაგ­რამ ერთხელ ამიხ­სნა, ორ­ჯერ, მაგ­რამ მა­ინც არ მეს­მო­და.

მსხვერ­პლი რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ამა­ზე აქამ­დე ამო­ვი­ღებ­დი ხმას. იმ­დე­ნი თბი­ლი ვი­დეო მაქვს დე­დას­თან ერ­თად ვა­კის პარკში გა­და­ღე­ბუ­ლი, ხომ არ გვექ­ნე­ბო­და ასე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა.

 

“დედა სულ მცემ­და, ამას პირ­ვე­ლად ვამ­ბობ, შე­ნა­ხუ­ლი ჰქონ­და სხვა­დას­ხვა სის­ქის ქამ­რე­ბი…” – თამარ ივერი

თეგები: თამარ ივერი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში

16:37 10-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved