• რეკლამა
  • კონტაქტი
12:21, სამშაბათი, 17 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ტანკმა ნაღმს გადაუარა და გია და კობა აფეთქდნენ – ასე, უსახელო ხალხზე დგას სინამდვილეში ყველა გმირობა” – ბექა კოკაია

ალია ავტორი - ალია
20:03 11-09-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
318
კომპანიის “მშვიდი ღვინო” დამფუძნებელი, ბექა კოკაია:
ეს ბიძაჩემია. გია გელაშვილი.
ჩემი ბავშობის ერთერთი ყველაზე ნათელი მოგონება.
ერთადერთი ბიძა, რომელსაც ბიძას არ ვეძახდით და სახელით მივმართავდით. დედაჩემის უმცროსი ძმა.
გიას თბილისში ჩამოსვლაზე ჭკუაზე არ ვიყავით მედა ჩემი და-ძმა. იმიტომ, რომ დილით რომ გაგვიყვანდა სახლიდან, გვიან ღამემდე ძალიან ბევრს გვასეირნებდა.
არ მახსოვს გიას რომელიმე ბავშვისთვის რამეზე უარი ეთქვას. არ მახსოვს გაბრაზებული გია.
ბავშვობის ბორჯომში გატარებული ზაფხულებიდან ყველაზე მაგარი 1992 წლის ზაფხული იყო. ერთ სახლში ძალიან ბევრი ბავშვი მოვგროვდით.
ყოველ დღე დავდიოდით ტყეში, უამრავ თამაშს ვთამაშობდით. ბორჯომ-პარკში კარუსელებზე ვსხდებოდით, ნაყინს ვჭამდით, მდინარეზე ვბანაობდით და საერთოდ არაფერი გვადარდებდა.
აგვისტოს ბოლოს, პაპა და ბიძაჩემები ეზოში რაღაც ტვირთს ეზიდებოდნენ. მე იქვე ვიჯექი და გიას ვუყურებდი. ახლა ვერ ვიხსენებ, მაგრამ მუშაობას რომ მორჩებოდნენ, გიასთვის რაღაც უნდა მეთხოვა.
გია უცებ გაშეშდა და ძალიან შორს, მოპირდაპირე მთაზე კომპიზოტორთა სახლი რომ იდგა, იმას გახედა და იყო ასე გაშეშებული.
მაშინ ლათინოამერიკული სერიალები გადიოდა ხოლმე და როცა რომელიმე პერსონაჟი რამეს ფიქრობდა, რეჟისორი ასე ბანალურად წყვეტდა, როგორი უნდა ყოფილიყო ეს ფიქრის კადრი. ჰოდა, ზუსტად ასე იდგა გიაც. ნეტა რაზე ფიქრობს ახლა გია? – ვფიქრობდი მე. არ ვიცი. მოწყენილივით იყო.
ზაფხული მთავრდებოდა და ეს დაუვიწყარი არდადეგებიც მორჩა. ჩვენ მატარებელში ჩავსხედით და თბილისში წამოვედით.
გიას იმ წელს ჰქონდა დამთავრებული აგრარული უნივერსიტეტი. ჰყავდა ორი შვილი. 5 წლის ზურა და 2 წლის ონისე.
თბილისში ჩამოსვლიდან ზუსტად 2 დღეში, გვიან ღამე ტელეფონმა დარეკა. “რაიონის ზარი” იყო. როცა გადაბმული, გრძელი ზარი ირეკებოდა, ესე იგი შორიდან რეკავდნენ. ასეთ დროს ან ძალიან კარგი ამბავი უნდა ყოფილიყო, ან ძალიან ცუდი. გვიანი იყო და დედა და მამა განერვიულდნენ.
ყურმილი მამამ აიღო. მართლა გათეთრდა წამებში. მანამდე მეგონა ამას წიგნებში რომ წერდნენ მწერლები იგონებდნენ.
მალე მორჩა ლაპარაკს და დედას უთხრა, სოხუმში შორეული ნათესავი გარდაგვეცვალაო.
მეორე დილას დედას კივილმა გამაღვიძა.
მამამ მთელი ღამე ვერ დაიძინა. გამთენიისას ვეღარ მოითმინა და დედას უთხრა, გია დაიღუპაო.
გია ნაწილობრივ დედაჩემის გაზრდილი იყო. 8 წლით უმცროსი ძმა.
მამა და გია საუკეთესო მეგობრები იყვნენ.
დედა და მამა ბორჯომში წავიდნენ ტირილ-ტირილით. ჩვენ დედას და მამას მეგობრებმა დაგვიტოვეს და მეორე დღეს ჩაგვიყვანეს ბორჯომში.
ახალციხის ბატალიონი აფხაზეთში გადაუსროლიათ. ბაზაზე, მანამდე სამხედროსამსახურგავლილი რეზერვისტები ჩაიყვანეს გარშემო ქალაქებიდან. ბაზა რომ არ დაცარიელებულიყო.
გიასაც შესთავაზეს. გიას ბავშვობის ბევრი მეგობარი წავიდა იქ.
როგორც მერე გავიგე, გია ხვდებოდა, რომ ადრე თუ გვიან იქ მყოფებს მოუწევდათ აფხაზეთში საომრად წასვლა.
გიას უთხრეს, შენ არ მოგიწევს ომში წასვლა, მცირე წლოვანი 2 ბავში გყავსო.
როცა ახალციხიდან რეზერვისტების მატარებელი დაიძრა გიაც ჩაჯდა ნებაყოფლობით. მატარებელი რამდენიმე საათით ბორჯომში გაჩერდა. გია სახლში ამოვიდა, ძმას და მამას მიეხმარა და წავიდა.
ეს იყო 30 აგვისტო.
1 სეტქემბერს გია დაიღუპა.
ამ დროს ოჯახმა ისიც არ იცოდა, რომ აფხაზეთში იყო.
გიას სამხედრო სამსახურში ჯავშანმანქანას მართავდა. ომშიც ტანკი ჩააბარეს. ეშერასთან მეომრების ნაწილი ალყაში მოხვდა, საბოლოოდ ალყა გაირღვა, მაგრამ ბევრი ქართველი დაიჭრა და დაიღუპა.
გია და გიას ბავშვობის მეგობარი, კობა შამილი წავიდნენ, ტანკში დაჭრილები ჩასვეს და სამშვიდობოზე გადმოიყვანეს.
თუმცა, ყველა ვერ ჩაეტია და მოუწიათ მიბრუნება.
მესამე მცდელობაზე ტანკს ჩასაფრება მოუწვყეს და ნაღმი დაუგეს.
ტანკმა ნაღმს გადაუარა და გია და კობა აფეთქდნენ.
მთელი ბორჯომი გლოვობდა.
მე 8 წლის ვიყავი.
დედაჩემს ვერ ვცნობდი.
ვერ ვხვდებოდი ამის შემდეგ როგორღა გაგრძელდებოდა ცხოვრება.
შემდეგ ზაფხულში ბორჯომში არაფერი ხდებოდა.
შუქიც არ იყო. ბებო ყოველ დილას, შუა დღეს, საღამოს, გვიან ღამე მოთქმით ტორიდა გიას სურათთან.
არავინ ხმაურობდა, არავინ იცინოდა.
ერთხელ ბევრი წვერიანი და ავტომატიანი კაცი მოვიდა.
გია გელაშვილი აქ ცხოვრობდაო? – იკითხეს.
ბებო გავიდა ეზოში.
ესენი ბებოს ჩაეხუტნენ და დაიჩოქეს.
ჩვენ გიამ გადაგვარჩინა, დაჭრილები ვიყავით და ტანკით გამოგვიყვანა, მერე გავიგეთ, რომ შემდეგ რეისზე ნაღმზე აფეთქებულა. ახლა აქ მოვედით მადლობის სათქმელად და გთხოვთ, გვასწავლეთ სადაა გიას საფლავიო.
ყველა ვტიროდით.
მერე, ცოტა რომ გავიზარდე მაშინ მივხვდი, რომ გიას სახე რომ გაუშეშდა და დიდი ხნით ჩაფიქრდა, ალბათ მაშინ წყვეტდა, უნდა წასულიყო თუ არა საომრად.
რთული დილემა იყო, აქეთ ოჯახი, იქით ბავშვობის ომში წასული მეგობრები.
ასე მოგვპარა ბავშობა რუსეთმა.
8 წლის მერე სულ ძაძები, შავლეგოები, სიბნელე და ყინვა ტივტივებს ჩემი ბავშვობის მოგონებებიდან.
გიამ იცოდა სადაც მიდიოდა და მაინც წავიდა.
არსად არ წერია, რომ გია გმირია. არც თვითონ ენდომებოდა.
ასე, უსახელო ხალხზე დგას სინამდვილეში ყველა გმირობა.
სულ მინდოდა გიაზე დაწერა და გუშინ საოკუპაციო ხაზთან ღორებმა კიდევ ერთი ქართველი რომ მოგვიკლეს, მაგან გამახსენა.
გულისამრევი ხალხი მართავს ქვეყანას, მაგრამ აქ ცხოვობდნენ და ცხოვრობენ ადამიანები, რომლებზეც დგას სახელმწიფო.
დიდება გმირებს!
შეიძლება იყოს 1 ადამიანი and მოღიმარი გამოსახულება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი, გზავნილების მორიგ სააღდგომო გათამაშებას გთავაზობთ
ახალი ამბები

თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი, გზავნილების მორიგ სააღდგომო გათამაშებას გთავაზობთ

18:27 03-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved