• რეკლამა
  • კონტაქტი
07:27, სამშაბათი, 14 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ჰამასი“: ისრაელი – 3:0“ – რას წერს ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
18:31 11-04-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
735

აშშ-ში მცხოვრები ექიმი, ზურაბ გურული:

„ჰამასი“: ისრაელი – 3:0
—————————————-

ჰეზბოლას ლიდერის ჰასან ნასრალას საკმაოდ გონივრულმა გამოსვლამ ისრაელს ხელიდან გამოაცალა მოვლენების განვითარების ყველაზე მომგებიანი ვარიანტი, ანუ სამხედრო კონფლიქტის ღია გლობალიზაცია, რაც შესაძლებელს გახდიდა ისრაელ-ამერიკის შეერთებული ძალებით აიათოლების რეჟიმის განადგურებას ირანში, და აქედან გამომდინარე ყველა მნიშვნელოვანი მუსულმანური ტერორისტული ორგანიზაციის ალაგმვას. ირანმა შესანიშნავად იცის, რომ ამერიკა-ისრაელთან სამხედრო დაპირისპირება მისთვის ტოტალური განადგურების ტოლფასია, ამიტომ მხოლოდ პოლიტიკაში ჩაუხედავ დილეტანტს თუ გაუკვირდებოდა ნასრალას დღევანდელი დაბალანსებული რიტორიკა.
ნიშანდობლივია, რომ ნასრალა ზუსტად იმ დროს გავიდა ეთერში, როდესაც სახელმწიფო მდივანი ბლინკენი წარმართავდა თავის პრესკონფერენციას თელ-ავივში.
თუ ორი კვირის წინ ბლინკენი ამტკიცებდა რომ ის ისრაელში ჩავიდა როგორც ებრაელი მშობელი, დღეს ანალოგიური ემოციითვე განაცხადა, რომ ამჟამად თავს გრძნობს როგორც პალესტინელი მშობელი, როცა უყურებს ისრაელის დაბომბვის შედეგად ნანგრევებად ქცეული შენობებიდან დაშავებული ბავშვების გამოყვანის პროცესს. ისევე როგორც ნასრალას გამოსვლის ტონი, ბლინკენის ეს განცხადებაც აბსოლუტურად ლოგიკური იყო. მოგეხსენებათ, ამერიკული ულტრალიბერალური სპექტრი, ამერიკის მუსულმანურ სპექტრთან ერთად დემოკრატთა ამომრჩევლების აქტიურ და გავლენიან ფრთას წარმოადგენენ, ამიტომ სახელმწიფო მდივანს შესაბამისი დავალებაც ექნებოდა ისედაც რეპუტაციაშერყეული ბაიდენისგან, რომლის პოპულარობა არითმეტიკული პროგრესიით კლებას აგრძელებს.
სახელმწიფო მდივანმა ასევე ღია ტექსტით დადო კონფლიქტის გადაწყვეტის ამერიკული ვერსია: – ორი ხალხი, ორი სახელმწიფო!- ეს კი სრულიად არ ჯდება ისრაელის შორს მიმავალ გეგმებში. უფრო სწორად, ისრაელის მთავრობას ჯერჯერობით წარმოდგენაც კი არა აქვს იმის შესახებ, თუ რა მიმართულებით უნდა იმოქმედოს და რა არის საბოლოო მიზანი. ჰამასის განადგურება – ფრიად ბუნდოვანი გეგმაა, რადგან არავინ იცის როგორ უნდა მოსპონ 50 ათასი ტერორისტი, რომლებიც 2 მილიონი სამოქალაქო მოსახლეობის ზურგს ეფარებიან. ფაქტია რომ ეს ოპერაცია უზარმაზარ მსხვერპლს იწვევს და გამოიწვევს, რისი გაგრძელების უფლებას ისრაელს არც ამერიკა მისცემს და არც დანარჩენი მსოფლიო, მიუხედავად მათი ამჟამინდელი ჯიუტი ბრავადისა.
„ორი ხალხი, ორი სახელმწიფოს დოქტრინა“ თავისთავად გამორიცხავს ღაზას სექტორში ისრაელის ტოტალური კონტროლის დაშვებას. ამერიკა შიშობს, ისრაელი თავისი ხისტი მოქმედებით არაბულ-მუსულმანური სამყაროს ვენდეტას ისეთ კრიტიკულ ზღვრამდე მიიყვანს, რომ მთელი რეგიონი მუდმივად ფეთქებად-საშიშ, დანაღმულ ველად იქცევა, სადაც ნორმალური ცხოვრების გაგრძელება შეუძლებელი იქნება. ამასთან, აგრესიის ეს ტალღა აუცილებლად გავრცელდება ყველა დიდ ევროპულ ქვეყანაში და ამერიკაშიც, სადაც ებრაელებიც და მუსულმანური დიასპორებიც არსებითი რაოდენობებით არიან წარმოდგენილები.
ნეთანიაჰუ დიდი ალბათობით ციხეში დაასრულებს თავის კარიერას, ამიტომ ის ყველანაირად ეცდება მაქსიმალურად პოპულისტური მიმართულების არჩევას, რომელიც მისი აზრით მის ფატალურ შეცდომებს ერთგვარად შეამსუბუქებს მომავალ სასამართლოზე. იმედია, ისრაელის პოლიტიკური ელიტა დროულად გაიაზრებს, რომ საჭიროა ნეთანიაჰუს დროული და მკვეთრი ჩამოშორება სახელმწიფოს მართვის სადავეებიდან, სანამ ის ქვეყანას უარეს კრიზისში შეიყვანს; რადგან პრემიერი ამჟამად საკუთარი ინტერესებით უფრო მოქმედებს, ვიდრე სახელმწიფო-ეროვნულით.
ჯერჯერობით „ჰამასი“ პოლიტიკურად პირწმინდად უგებს ისრაელს. „ჰამასმა“ გააცოცხლა საუბრები „ორი სახელმწიფოს დოქტრინაზე“; მიუხედავად უსასტიკესი ტერაქტისა, არა ებრაელი, არამედ პალესტინელი მოქალაქეების არაადამიანურ ტანჯვაზე გადაიტანა მსოფლიოს ყურადღება და პარალელურად არ დაუშვა კონფლიქტის გლობალიზაცია, რაც მის ყველაზე დიდ მოკავშირეს, ირანს დააზარალებდა. ისრაელს ამჟამად სჭირდება ახალი პოლიტიკური კაბინეტი, რომელიც მოახერხებს ცივი გონებით და ყინულოვანი პრაგმატიზმით მოქმედებას და შურისძიებისათვის ხელსაყრელი და გონივრული დროის შერჩევას.”

თეგები: ზურაბ გურული

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი „ჰკითხე ექსპერტს“ კამპანიის ფარგლებში გადახდის მოქნილ პირობებს განმარტავს

19:38 07-13-2026
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო

16:31 07-13-2026
ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved