• რეკლამა
  • კონტაქტი
20:24, შაბათი, 20 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რაც არ უნდა თქვას ზალუჟნიმ და როგორი კომენტარიც არ უნდა გააკეთოს არისტოვიჩმა, რუსეთ-უკრაინის ომის ობიექტური რეალობა არ იცვლება” – თავდგირიძე

ალია ავტორი - ალია
18:07 11-03-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
204
საქართველოს თავდაცვის ძალების თადარიგის პოლკოვნიკი, სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე:
ზალუჟნის ინტერვიუმ და არისტოვიჩის კომენტარებმა შექმნა შთაბეჭდილება, თითქოს უკრაინა და დასავლეთი რუსეთთან მოლაპარაკების გზებს ეძებს და ჩიხიდან გამოსავალი ოპერატიული პაუზა ან დროებითი ზავია. რამაც რუსეთის ოფიციოზს და პროპაგანდას მიზანთან სიახლოვის ილუზია შეუქმნა, რასაც მოყვა კიდეც საინფორმაციო სივრცეში რუსული ფაშიზმის მომხრეების გააქტიურება.
მივყვეთ თნმიმდევრულად. რაც არ უნდა თქვას ზალუჟნიმ და როგორი კომენტარიც არ უნდა გააკეთოს არისტოვიჩმა, რუსეთ-უკრაინის ომის ობიექტური რეალობა არ იცვლება, რუსეთი პირწმინდად დამარცხდა ომის პირველ ფაზაში, ვერც ერთ სამხედრო და პოლიტიკურ მიზანს ვერ მიაღწია და ცდილობს ომის დროში გაწელვის ხარჯზე, მეტნაკლებად ღირსეულად დააღწიოს თავი სამხედრო კატასტროფას ბრძოლის ველზე, შეუნარჩუნოს მართველ ფაშისტურ ელიტას ძალაუფლება რუსეთში და ნაკლები ზარალით დაბრუნდეს გლობალურ პოლიტიკაში. თუმცა თუ გავითვალისწინებთ არსებულ რეალობას, რუსეთის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, სადაც გადამწყვეტი მნიშვნელობა სიტყვა მძიმეს აქვს, ხოლო სტაბილურობა ამ მძიმე მდგომარეობის დროში განგრძობადობას აღწერს.
ზალუჟნი აღნიშნავს რომ ომი ჩიხში შევიდა, მაგრამ თუ დავუკვირდებით ის ამით არა ომის მომავალ შედეგებზე საუბრობს, არამედ ზაფხულის კამპანიის წარუმატებლობას არბილებს და ცდილობს, ობიექტური მიზეზებით ახსნას ეს. გარკვეულწილად თავს იმართლებს (აღიარებს თავის შეცდომებს, მაგრამ ამ შეცდომას საჭირო ინსტრუმენტების ნაკლებობას აბრალებს), მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით, შეფასება მარტივია, მეთაურმა გაანალიზა ოპერატიული ვითარება, დასახა მიზანი, შეადგინა მიზნის მიღწევის გეგმა და მიზანს ვერ მიაღწია. თუ ის იტყოდა რომ პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ შეუსრულებელი მიზანი დაგვისახა და ამიტომ ვერ მივაღწიეთ მიზანსო (კარგია, რომ ზალუჟნიმ ეს არ იკადრა, რაც მის გონიერებაზე და წესიერებაზე მეტყველებს), მაშინ ჟალუზნის დაუსვამდნენ კითხვას, მაშინ რატომ არ გადადექიო (ეს არის დასავლეთში საქმისადმი პროფესიონალური დამოკიდებულების მიღებული პრაქტიკა და ცივილიზებული მიდგომა, რაც ასე აკლია ქართულ რეალობას).
მოკლედ, პიროვნულად ზალუჟნი არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მიზანს ვერ მიაღწიეს ომის ამ ეტაპზე. ზალუჟნის თავის მართლება არ გამოუვიდა და პირიქით, აღიარებაც კი გამოუვიდა, ასეთი განცხადების მერე ის მზად უნდა იყოს, რომ შეიძლება გადააყენონ (დიდი ალბათობით მას ეს გააზრებული აქვს და თავის მემკვიდრეს ხელსაყრელ ვითარებას უმზადებს). რაც შეეხება პოლიტიკას, მისი განცხადება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს დასავლეთის პოლიტიკაზე და შეიძლება გარკვეული ტრაიგერიც იყოს ამ პოლიტიკის გადასახალისებლად და ბიძგიც დახმარების მოცულობის გასაზრდელად. რამდენად დელიკატური იყო ეს ინტერვიუ ზელენსკისთან მიმართებაში ძნელია სათქმელია, მაგრამ პოლიტიკური რევერანსების დრო არ არის და არც ევალება ზალუჟნის რევერანსების კეთების სპეციალისტი იყოს.
სამაგიეროდ ზელენსკიმ ხელახლა უნდა გაიაზროს ომის საჭიროებები და მისი პიროვნული როლი. ის რაც საკმარისი და ეფექტური იყო ომის პირველ ფაზაში, როდესაც მისი პიროვნული ვაჟკაცობა და სიმტკიცე გახდა რუსეთის სამხედრო ფიასკოს საფუძველი, ახლა საკმარისი არ არის. ომში სწრაფად გასამარჯვებლად ახალი მიდგომებია საჭირო. ზელენსკი აგვიანებს და ინერციით მოქმედებს, რაც ხელს არ უწყობს ბრძოლის ველზე სწრაფ წარმატებებს. თუმცა ამაზე სხვა დროს.
რომ შევაჯამოთ, ზალუჟნის ინტერვიუ თავისი ფორმით (შინაარსზე დიდხანს შეიძლება კამათი) წარმოადგენს დემოკრატიული ქვეყნებისთვის ჩვეულებრივ ტრივიალურ მოვლენას, სადაც მიღებულია პრობლემებზე ღიად, საჯაროდ საუბარი და გამოსავლის ერთობლივი ძიება, თუნდაც ეს საუბარი ომს და სამხედრო საქმეს ეხებოდეს. ასეთი მიდგომა არა თუ არ აზიანებს ქვეყნის ინტერესებს, პირიქით ეხმარება წარმატების უმოკლესი გზით მიღწევას.
რუსეთისთვის და მოფაშისტო რეჟიმებისთვის, ეს წარმოუდგენელი მოვლენაა, სარდალი ლაპარაკობს პრობლემებზე, ე.ი. კატასტროფა ახლოვდება. მათ თავის გადასახედიდან შეაფასეს ეს ინტერვიუ და მცდარი დასკვნებიც გააკეთეს.
რაც შეეხება მოლოდინებს, უკრაინას ომში გასამარჯვებლად აუცილებლად ჭირდება ახალი იდეები და ახალი მიდგომები, ხოლო რუსეთს შეიძლება ერთადერთი იმედი ჰქონდეს, მისი სამხედრო და პოლიტიკური კატასტროფა იმ დროით გადაიწევს, რა დროსაც უკრაინელები გამარჯვების ახალი ფორმულის შემუშავებას მოანდომებენ.
თეგები: გიორგი თავდგირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved