• რეკლამა
  • კონტაქტი
09:23, ხუთშაბათი, 28 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ან ამას გააკეთებს ან უნდა ეყოს ვაჟკაცობა და…” – ხაბეიშვილი მელიაზე

ალია ავტორი - ალია
16:57 11-03-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
728

ვის მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილი პარტიიდან წასვლისკენ, იგულისხმება თუ არა ნიკა მელია? – ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის ადრესატი სწორედ ნიკა მელიაა.

მე რომ ვთქვა ახლა, რომ არ გულისხმობს მეთქი მელიას – საზოგადოება დამიჯერებს? ის ადამიანი, ვინც ამ თვეების განმავლობაში, ჩვენდა სამწუხაროდ, ემთხვევა იმედის, პოსტვის, კობახიძის რიტორიკას, ცხადია, ამაზე იყო საუბარი.

ჩვენ გვინდა ბიძინა ივანიშვილის დამარცხება, რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა და არა რაღაცნაირად გაჯიუტება, განაწყენება პირადი ამბიციების გამო, ზიანი საერთო საქმეს და, შესაბამისად, სააკაშვილის განცხადებაც მიუთითებს ერთ რამეზე, ვისაც ბრძოლა სურს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, მისთვის ენმ-ში – გამარჯვების კოალიციაში ყველა კარი ღიაა, თუმცა ადამიანებს, რომლებსაც სხვა არჩევანი აქვთ გაკეთებული და ჩვენ რამდენიმე თვეა, დიდი მოთმინებით ვცდილობთ, რომ გზას არ ასცდნენ, იქნებ როგორმე მოიფიქრონ და საკუთარი ენერგია და რესურსი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართონ და ვერ მივაღწიეთ ამ შედეგს და მეტიც, კიდევ უფრო მძაფრად აგრძელებენ, ამიტომ აბსოლუტურად ლოგიკურია ტყვეობაში მყოფი სააკაშვილის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც გუნდის შიგნიდან, ოჯახიდან ილანძღება და ამ რამდენიმე თვის განმავლობაში უბრალოდ არ დაასრულა, შეუძლია სხვა გზა მოძებნოს. რამე თუ არ მოსწონს ადამიანს, შეუძლია კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღოს – თან მინდა ენმ-ის წევრობა, თან აგინებდე კობახიძის, იმედის ენით, ეს არ არის ნორმალური.

ან კონკრეტული ადამიანი მიიღებს გადაწყვეტილებას, მოთმინებით ველოდებით, რომ დაიწყებს ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლას, არჩევანი მასზეა, ან ამას გააკეთებს ან უნდა ეყოს ვაჟკაცობა და შესაბამისი ნაბიჯი გადადგას და მოიქცეს ისე, როგორც მას სურს.”

თუ შიგნიდან გინდა პარტიის ლანძღვა, სჯობს, გახვიდე, ღმერთმა ხელი მოგიმართოს – სააკაშვილი

თეგები: ლევან ხაბეიშვილინიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

“ჩემი ოპერაციების 98% მთავრდება “ნაწლავის გამოტანის” გარეშე” – კოლორექტალური კიბოს მკურნალობის თანამედროვე მეთოდები საქართველოში
ახალი ამბები

“ჩემი ოპერაციების 98% მთავრდება “ნაწლავის გამოტანის” გარეშე” – კოლორექტალური კიბოს მკურნალობის თანამედროვე მეთოდები საქართველოში

14:37 05-27-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს

13:51 05-27-2026
„როგორ და რატომ უნდა დავიწყოთ აგრობიზნესი“ – თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება
ახალი ამბები

„როგორ და რატომ უნდა დავიწყოთ აგრობიზნესი“ – თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება

13:20 05-27-2026
MyCellfie-მ საუკეთესო მობილური აპლიკაციის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

MyCellfie-მ საუკეთესო მობილური აპლიკაციის ჯილდო მიიღო

11:30 05-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved