• რეკლამა
  • კონტაქტი
16:18, ხუთშაბათი, 26 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამიტომ ხარჯავს 1 პროცენტიან ფორმულაზე ამდენ ფულს” – ჩერგოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
14:08 11-03-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,005

“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:

საქართველოში, პოლიტიკურად აქტიურ, საჯარო ცხოვრებით დაკავებულ ბაბლს, დღეს ორი ძირითადი დამსაქმებელი ყავს.
1. ბიძინა ივანიშვილი (ოლიგარქზე მეტად, ტირანია კლასიკური გაგებით)
2. მიხეილ სააკაშვილში გადაზელილი ოლიგარქი კეზერაშვილი
სანამ უკრაინაში იყო, სააკაშვილი დასაქმების დამოუკიდებელ ცენტრს ქმნიდა, იმიტომ რომ კეზერაშვილის მიღმაც ჰქონდა სხვა რესურსი, მაგრამ ახლა კეზერაშვილზე კიდია ეგეც.
(მესამე ნაწილიცაა, საერთაშორისო გრანტებით ვინც იკვებება, იმათაც თავისი უბედურება სჭირთ ანგარიშვალდებულების კუთხით, მაგრამ შეუდარებლად დივერსიფიცირებულია წყაროები და ამდენად, გაცილებით ნაკლებად მავნე).
ამ ორ ცენტრს ყავს დასაქმებული მთელი ბაბლი.
ან ერთის წესრიგში უნდა იმოძრავო.
ან მეორის.
ამ ორ ცენტრთან არის პოლიტიკურად აქტიური ბაბლი ანგარიშვალდებული.
ბიძინასთან ყველაფერი გასაგებია – ჩემი ახსნა არ სჭირდება, რომ ოლიგარქიული წესრიგი აქვს და მასთან არიან ანგარიშვალდებული პოლიტიკურად აქტიური ქოცები.
კეზერაშვილმა შეაღწია ყველა საჯარო სფეროში – პოლიტიკა, მედია, აქტივიზმი.
იმის გამო რომ უნიჭოა, მეტწილად სხვისი პროექტების მოპარვით არის დაკავებული და იოლი მისახვედრია, რას ფაფხურობს.
მას სასისცოცხლოდ სჭირდება, რაც შეიძლება ბევრ აქტიურ ადამიანს აძლიოს ფული იმ გათვლით, რომ შარში რომ გაეხვევა, ბევრი დამცველი ყავდეს – ბევრი ეყოლება გასვრილი და ამ ხალხის თვითინტერესში იქნება რომ კეზერა „აპრავონ“.
ამიტომ ხარჯავს 1 პროცენტიან ფორმულაზე ამდენ ფულს – “თავის ინტელიგენციას” ინახავს, ბიძინას ბაძავს.
ეს ხალხი კეზერაშვილის წესრიგს მორგებულია – სხვანაირად შემოსავალი არ ექნება.
როდესაც მე ამ ცენტრებს ვარყევ, ირყევა ოპოზიციური ბაბლიც – ამ ხალხს კეზერა აჭმევს და ბრაზობენ, როდესაც მათი შემოსავლის წყაროს ვეხები, პერსონალურ შეურაცხყოფადაც იღებენ …
ეს იწვევს პირად დაპირისპირებებს ჩემთან.
ეს ხალხი იმას ხომ არ იტყვის, ჩერგო მართალია, მე ვარ კონფორმისტიო.
„ამიტომ ჩერგო გიჟია, ჩერგოსთან ურთიერთობა შეუძლებელია – მართალია, მაგრამ…. „
მეგობრებო, მე ჩამოგაქცევთ ყველას, აბსოლუტურად ყველას, ვინც იძულებულები ხართ კეზერაშვილის წითელ ხაზებში იმოძრაოთ და საკუთარ უსაქციელობას “ჩერგოს ხასიათით” ხსნით.
მე პოლიტიკურად აქტიურ ბაბლზე არ მაქვს გათვლილი ჩემი მიზნები და კეზერაშვილის (ირიბი, თუ პირდაპირი) თანამშრომლებისთვის თავის მოწონება ჩემი ამოცანა არაა – კეზერაშვილს რა სიკეთე მოუტანეთ, მე რომ მომიტანოთ.
პოლიტიკურად აქტიური ოპოზიციური ბაბლის უდიდესი ნაწილი კორუმპირებული და კომპრომეტირებულია. ჩემთვის უინტერესოა მათთან თანამშრომლობა.
თქვენ მიღმაა ის ხალხი, ვისი დაინტერესებაც მე მინდა – მდუმარე უმრავლესობა მაინტერესებს, ანუ ის ხალხი, ვისაც რეალური ძალა აქვს და კვიპროსთან არაა სასუნთქი გზებით მიბმული.
თეგები: თამარ ჩერგოლეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისიმ და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს
ახალი ამბები

თიბისიმ და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს

14:59 11-26-2026
სიახლე PSP-ში – ფრანგული Neutraderm-ის დერმოკოსმეტიკური საშუალებები მთელი ოჯახისთვის
ახალი ამბები

სიახლე PSP-ში – ფრანგული Neutraderm-ის დერმოკოსმეტიკური საშუალებები მთელი ოჯახისთვის

12:36 11-26-2026
სელფი მობაილი DataFest Tbilisi 2026-ის სპონსორია
ახალი ამბები

სელფი მობაილი DataFest Tbilisi 2026-ის სპონსორია

17:32 11-25-2026
თიბისი გლობალური კამპანიის „დავრეკოთ ზარი ბავშვებისთვის“ მხარდამჭერი გახდა
ახალი ამბები

თიბისი გლობალური კამპანიის „დავრეკოთ ზარი ბავშვებისთვის“ მხარდამჭერი გახდა

16:22 11-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved