• რეკლამა
  • კონტაქტი
15:16, შაბათი, 15 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დიდ დიღომში მოძრაობა ერთი თვით შეიზღუდება – ნახეთ შეცვლილი მარშრუტი

ალია ავტორი - ალია
13:55 11-03-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
184

დიდ დიღომში, თინათინის ქუჩაზე წყალარინების ქსელის მოწყობის გამო, 3 ნოემბრიდან, დაახლოებით, ერთი თვის განმავლობაში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაოები სამ ეტაპად განხორციელდება.

„დიდ დიღომში, თინათინის ქუჩაზე წყალარინების ქსელის მოწყობის გამო, 3 ნოემბრიდან, დაახლოებით, ერთი თვის განმავლობაში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. სამუშაოები სამ ეტაპად განხორციელდება.

სამუშაოების პირველ ეტაპზე, მოძრაობა შეიზღუდება თინათინის ქუჩაზე, ერედვის ქუჩისა და თინათინის ქუჩის კვეთიდან ვახტანგ ჭელიძის ქუჩისა და თინათინის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. სამუშაოების პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ერედვის, ავთანდილის, ვახტანგ ჭელიძისა და ხატაეთის ქუჩების გამოყენებით.

სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპის განმავლობაში, გადაადგილება შეიზღუდება თინათინის ქუჩაზე, ვახტანგ ჭელიძის ქუჩისა და თინათინის ქუჩის კვეთიდან ხატაეთის ქუჩისა და თინათინის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. სამუშაოების პერიოდში ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ერედვის, ავთანდილის, ჭელიძის, ხატაეთის, შერმადინისა და როსტევანის ქუჩების გამოყენებით.

სამუშაოების მესამე ეტაპზე, გადაადგილება შეიზღუდება თინათინის ქუჩაზე, რამაზის ქუჩისა და თინათინის ქუჩის კვეთიდან ფატმანის ქუჩისა და თინათინის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ნინო აბაშიძე-ორბელიანის, რამაზის, ავთანდილის, ფატმანისა და ერედვის ქუჩების საშუალებით.

აღნიშნულ პერიოდში შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაც. მიკროავტობუსი N422 თინათინის ქუჩაზე მარცხნივ მოხვევით, მოძრაობას გააგრძელებს ერედვის ქუჩაზე, შემდეგ ავთანდილისა და ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქუჩების გავლით დაუკავშირდება თინათინის ქუჩას. უკუმიმართულებისას, მიკროავტობუსი აღნიშნული ქუჩების საშუალებით გადაადგილდება.“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved