• რეკლამა
  • კონტაქტი
02:18, ოთხშაბათი, 21 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არესტოვიჩზე – არის ხოლმე ლიდერის დაუნდობლობის ტესტი, აი, როგორც პრიგოჟინი მოკლა იმან” – უჩა აბაშიძე

ალია ავტორი - ალია
16:44 11-02-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,124
ბლოგერი, უჩა აბაშიძე:
არესტოვიჩზე
– – – –
UPDATE: ბევრმა დააკომენტარა და მართლები არიან: “too much drama” , ეგრე შავ-თეთრიც არ არის სიტუაცია როგორც პოსტში მიწერია
მარა ამ წუთას, პროცესებში იმ დონით ჩართულობის ფონზე რომელიც მე ვარ, ჩემი აზრით, უფრო და უფრო ამ “დრამისკენ” წავა სიტუაცია, თუ არ… (რა არ იხილეთ პოსტში)
– – – –
ვინც არ იცის:
გუშინდლიდან ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ითხოვს პრეზიდენტის არჩევნების ჩატარებას მარტში (როცა “უწევს”) და აყენებს საკუთარ კანდიდატურას პრეზიდენტად
და რო ომთან დაკავშირებით “თანახმაა კისინჯერის ხედვაზე”, ანუ მოეწეროს ხელი მრავალმხრივ შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც უკრაინა გახდება ნატოს წევრი ხელმოწერის წამს და სანაცვლოდ ხელს მოაწერს ფიცს დაკარგული ტერიტორიების ძალისმიერად არ დაბრუნების შესახებ
ამ თავის პოზიციას “ტკბილად” ფუთავს იმით რო ომი დასრულდებაო, რუსეთს ეგ მიწები არ გაუფორმდებაო, ეროვნებით უკრაინელებს – გამოუშვებენო, უკრაინა – ნატოს სახით, უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებსო (მოკლედ პრობლემა გადავულოცოთ შვილიშვილებსო და უკრაინელები რო გამოვლენ მაქედან მერე არც არავინ დაგვაბრუნებს მანდო, მარა ჩემს თითებს დააკვირდით, ადევნეთ თვალები – ომი დასრულდებაო)
და რო “პლანეტარული მასშტაბით გეოპოლიტიკას” – ეხლა ეგრე ურჩევნიაო
ვისაც ცოტა მეტი ისტორიის წიგნი მაინც წაუკითხავს – ყველა იცნობს ეხლა ამ სცენარს, იმენა 2-დან 1 ომი ასე სრულდება, ელიტების გადატრიალებით და ელიტებში გამოჩენილი “ტკბილად მშვიდობაზე მოუბარი” მასტით
ეს არი სინამდვილეში რასაც “ველოდებით”, რო რუსეთში მოხდეს და სინამდვილეში რაც გახდიდა მსოფლიო გეოპოლიტიკურ ვითარებას უკეთესს (მოწყვეტდა რუსეთს ჩინეთსგან) – რუსულ ელიტებში ვინმე, ვინც ასე ალაპარაკდება, რო ზა ტო მშვიდობა და ზა ტო დასავლეთთან სითბო (პრიგოჟინი ახლოს იყო ამასთან)
და ერთი თვის წინ ვახსენე ლაივში, რო სიტუაცია ეგრეა, უკრაინის ზაფხულის შეტევას ჰქონდა სტრატეგიული მნიშვნელობა(ამას ვაფშე ყველა ლაივში ვიმეორებ ბოლო 6 თვეა), რაღაცნაირად მოახერხეს უკრაინელებმა თავის მოშტერება და ამის “ვერ გაგება” (უკრაინელმა ელიტამ უფრო სწორად) – და ეხლა ომი გადასულია, ორივე მხარეს, უკიდურესი დაძაბვის მდგომარეობაში, როცა “წამიერი” ჩამოგრევის პირზე დგას ორივე მხარე
ვერც რუსებმა გამოაცხადეს მობილიზაცია, რუსულ არმიაშიც მაგრად ყანყალებს(და კაი ხანია უკვე)
მარა გაძლებაზეა (იყო?) – ვინ პირველი გატყდებოდა მორალურად
უკრაინას, ამ წარუმატებლობის მერე, საბოლოო წარმატების მიღწევა – ბევრად გართულდება თქო, არ ვიცი რამდენჯერ ვახსენე ამ ზაფხულს
ხოდა ეს არის, ბევრად გართულდება ეხლა
ზელენსკის აშკარად უთხრეს დასავლეთში რო დაიღალნენ მისი გარე ფრონტზე მაგრობით და შიდა ფრონტზე “რაღაცეების ვერ დალაგებით” (რო არ ვთქვათ რო პირადი შეცდომებით)
და ამასობაში დიდი ხანია არესტოვიჩი კერავს იმ პერსონაჟს, რომელიც აამოქმედა
და ძალიან ძნელი იქნება ეხლა, მის ნარატივში ხალხს გააგონო რო – არავინ ნატოს ხვალვე მას არ ჰპირდება, რო რუსეთი რა საზღვრებში – რას დათანხმდება საკითხავია კიდევ
ნატოს ქვეყნები ერთსულოვნად თანახმა არიან კონფლიქტში მყოფი უკრაინა მიიერთონ?
გეოპოლიტიკურად, ეს რუსეთის ნაწილობრივი გამარჯვება, უფრო მიაწეპებს რუსეთს – ჩინეთს თუ პირიქით? – საიდან გადაწყდა რო რუსეთის ნაწილობრივი გამარჯვება – ჯობია ეხლა?
და ასე შემდეგ
სამწუხაროდ ეგ ყველაფერი არის “ჯუჯღუნი” – როცა ელიტის რომელიმე წევრი ალაპარაკდება იმ ტკბილ ბაზარს რო “ომს დავასრულებ, ხვალ, ამის გზა არსებობს”
და სწორი მომენტი შეარჩია ამისთვის, უდაოდ, არესტოვიჩმა
რა იქნება დალშე?
ჩემი აზრით – არესტოსთვის ჯობდა ავდეევკას დასრულებას დალოდებოდა და დაცემული ავდეევკას ტალღაზე დაეწყო ეს ამბავი, მერე მართლა შეუჩერებელი იქნებოდა მისი გაპრეზიდენტება
ამ ეტაპზე კი – ზელენსკის ჯერ აქვს სვლები, შეუძლია ერთის მხრივ დაუნდობელი რეფორმები და გადანაცვლებები ჩაატაროს ჯარში, მეორეს მხრივ მოეგოს გონს, მორჩეს ზაპოროჟიესკენ ფართხალს (ეხლაც გრძელდება ვითომ შეტევები რობოტინესთან) – და ავდეევკას ამბავი მოაბრუნოს. მერე ამ “პატარა გამარჯვებაზე” და საერთაშორისო დაბრუნებულ ნდობაზე (ჩერეზ შეცდომების აღიარება, დამნაშავეების დაქვეითება/დასჯა) – ეცადოს ახსნას რო ეხლა არჩევნები არ შეიძლება და შეიძლება ხალხმა ირწმუნოს კიდეც
(პლიუს ავდეევკაში epic fail-ი უკვე პუტლერს მიუბრუნდება ცუდად არჩევნების წინ)
კიდევ, ისტორიაში, როგორც წესი, ასეთი ვითარება არის ხოლმე ლიდერის დაუნდობლობის ტესტი
აი როგორც პრიგოჟინი მოკლა იმან, ასეთი მოღალატედ ალაპარაკებულის წინააღმდეგაც ეგ გზა არსებობს მხოლოდ (ამ წამს არესტო უცხოეთში დარბის და უკრაინაში არ ბრუნდება და იქ არხევს ყველგან ამ თავის პროექტს) – რაც მეტხანს ირბენს ის, რომც მოაბრუნოს ავდეევკა ზელენსკიმ და რომ ბახმუტის ალყაშო მოქცევა დაიწყოს (დავუშვათ, როგორც “შედარებით ადვილი და შესრულებადი, მედიაში ლამაზად გამოსაჩენი ამბავი”) – მაინც შეიძლება იმან ყველა დაწამლოს იმ აზრით მაგ დროისთვის, რო უკრაინა მზად არის შეეგუოს ამ მდგომრეობას და ზელენსკია “მარტო დარჩენილი დიქტატორი” (არესტოს ციტატატაა)
ვობშემ კი ხო, ქანქარას – “ცუდი და მძიმე ამბებისკენ” გადახრას – დემოკრატიული ქვეყნები მძიმედ იტანენ, და დიდი შანსია – უკრაინის იმ უკიდურესი დაღლილობის ფონზე, რუსეთის გეო-პოლიტიკური სტრატეგიული გამარჯვების ფონზე (ღაზას სექტორის აფეთქება) – უკრაინა დაჯდეს მაგიდასთან, ნატოში შესვლის ფასად და არესტოვიჩი სწორად აპრავებს “ამ ომიდან – მოვიგეთ ქვეყნის არ დაკარგვა, ნატო და ევროკავშირი და სამუდამოდ ქვეყნად დარჩენაო”
არის რეზონი, მე რო უკრაინელი ვიყო, გავიგებდი
ჩვენ იგივე 20% გვაქვს რუსების მიერ, ისევე უიმედოდ ოკუპირებული, ოღონდ არც ნატო გვაქ, არც ევროკავშირი
საბოლოოდ, ჩემი აზრით, არესტოც და პრიგოჟინიც, ორივე ორმაგი აგენტები იყვნენ (სამმაგი უფრო სწორად) – და პრიგოჟინის პროექტი იყო იგივეს მცდელობა, ჯერ, დასაწყისისთვის, რუსეთში
მათ შორის პრიგოჟინმაც “იჩქარა” და ალაპარაკდა ნახეთ ეხლა უკრაინული შეტევა რას გვიზამსო (არის ამის ჩანაწერები) და ამ ნარატივით მიდიოდა მოსკოვზე, პრაქტიკულად 1:1-ში იგივეთი რაც არესტო ეხლა, ოღონდ ბოლო წამს ან “პუტლერს ეერთგულა” – ან რაღაც მოიმიზეზა, გამოეთიშა ამ დასავლეთის ინიცირებულ პროექტს და ქე-ც მოკვდა
ხოდა პარალელურად დასავლეთი კვებავდა მეორე მასეთივე პროექტს, უკრაინაში, არესტოვიჩის სახით, და ეხლა ამას აამოქმედებენ
არადა – უკრაინას ძაან გაუჭირდება ეხლა ეს “მოკლას”, ისე რო დასავლეთისგან დაგმობა არ მიიღოს
მოკლედ, მე პირადად, ვეგუები რო სტრატეგიული ვერ გამარჯვება – რომელიც უკრაინამ “გაიჩალიჩა”, ფანტაზიური ოცნებებით და ultra hard mode_ში, ტოკმაკზე შეტევით (ნაცვლად ვოლნოვახასი ან ვაფშე სხვაგან – სუფთად “მედია გამარჯვებისთვის” შეტევით) – დასრულდება უკრაინაში სრული კრიზისით და ამ ომის ასე გაჩერებით
რას იზამენ მერე დასავლეთი და რუსეთი ერთმანეთში, რამდენ ხანს იზეიმებს პუტლერი გამარჯვებას(და რამხელა გამარჯვებად შეძლებს შეფუთოს ეს 1/5 შედეგი), რამდენი კრიმინალი და უბედურება იქნება რუსეთში, მოუხსნიან სანქციებს თუ არა და საით წავა მსოფლიო, ვნახავთ ერთად
ჩემთვის 4 ივნისს უკვე იასნი იყო რო ამ შეტევის წარმატებაზე “იდგა” საქართველოს “მომავალის შანსი” ვაფშე, და ეხლა ეგ შანსი ძალიან მილევისკენ არის წასული
უფრო და უფრო ნემსის ყურში გაძვრენილი საოცრება ხდება საჭირო უკრაინის მხრიდან, რო ეს სიტუაცია მოაბრუნოს, თვითონ გამყარდეს, რუსეთი მოასუსტოს და კიდევ დაბრუნდეს ის სცენარი რომელიც იყო ბახმუტში რო რუსეთი უამრავს კარგავდა და პრიგოჟინი რო ჯარს აჯანყებდა შოიგუს წინააღმდეგ
მაშინ ნათლად ჩანდა რო კაი შანსი იყო საქართველო, ჯამში, მთელი ამ მრავალ წლიანი რუსეთთან ომიდან, უცებ – კარგი ქულებითაც გამოსულიყო, უკრაინის კვალდაკვალ
ცუდ დროს ამოხტა არესტოვიჩი თავისი ნამდვილი გეგმებით, რომლებიც საკმაოდ ტკბილია – როცა ტკბილად საუბრობს და ბევრს მოუწამლავს ტვინს, ადვილად (მილიარდჯერ მომხდარა ზუსტად ეს სცენარი)
ძალიან გაუჭირდება ზელენსკის სიტუაციის მობრუნება, და ერთადერთი ამის შანსი არის ეხლა სამხედრო გამარჯვებები, ველზე, დაცვაში მაინც, არამთავარ მიმართულებებზე მაინც.
და ძალიან ფხიზელი და მოქნილი მუშაობა დასავლეთში ნდობის დასაბრუნებლად
ამიტომ ვამბობ რო არესტოსგან უფრო ჭკვიანური იქნებოდა ცოტა გვიან ექნა, ნუ მან დადო თავისი ფსონი
მათ შორის იმიტო რო “აი ხო ვამბობდი” ქნას და კიდე უფრო დიდი ქულები მოიპოვოს
და კი, ნომინალურად, ასეთი საქციელი ღალატია
მაგრამ ზოგადად, რანაირად უნდა იომოს დემოკრატიულმა ქვეყანამ, რანაირად უნდა არსებობდეს “თავისუფალი აზრის ქონის და პოლიტიკის წარმოების უფლება” – მარა ყველა საწინააღმდეგო აზრი – არ იყოს ღალატი, უცნობია
ამიტომ ან ზელენსკი გაძვრება ძაან ვიწრო ტუნელში, ან გახდება ავტოკრატი (და უარესს უზამს თავის ქვეყანას, იმიტო რო დახმარებებიც შეწყდება და დასავლეთში აყვირდებიან ვინც ამბობდა – არ დავეხმაროთო, ეგეც ბენ ლადენი გახდებაო)
ნუ აი ეგრე ცუდად ვხედავ ამ წამს სიტუაციას კი, ბევრია დამოკიდებული ეხლა დასავლეთის რამდენი ლიდერი დაიხვევს თითზე არესტოს პოზიციას და დაუჭერს მხარს ზელენსკის წინააღმდეგ და ზელენსკიზე რა არის დამოკიდებული ქე ვწერე ზემოთ
თეგები: უჩა აბაშიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

პრემია „ელისოს“ 2025 წლის ჟიურის შემადგენლობა ცნობილია
ახალი ამბები

პრემია „ელისოს“ 2025 წლის ჟიურის შემადგენლობა ცნობილია

14:50 05-20-2025
ფრანგი სპეციალისტების პრეზენტაცია ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდი გამაღდეს (Gamarde) PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის
ახალი ამბები

ფრანგი სპეციალისტების პრეზენტაცია ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდი გამაღდეს (Gamarde) PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის

14:30 05-20-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ტერიტორიაზე სკოლის მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ტური ჩატარდა
ახალი ამბები

„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ტერიტორიაზე სკოლის მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ტური ჩატარდა

18:49 05-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved