• რეკლამა
  • კონტაქტი
21:16, ოთხშაბათი, 5 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ომის ყველა სხვა ,,გამოსავალი” მოიტანს უფრო დიდ კატასტროფას” – სანაია

ალია ავტორი - ალია
02:38 11-02-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
784

ჟურნალისტი, ვახო სანაია:

ომი, რომელიც არავის გამარჯვებით ან დამარცხებით მთავრდება, ახალი ომის საწინდარია.

უკრაინა არასდროს შეეგუება საკუთარი ტერიტორიების დაკარგვას; რუსეთი არ შეიცვლის ბუნებას და არასდროს აიღებს ხელს მეზობლების დაპყრობაზე.

ზავი მისაღებია მხოლოდ უკრაინის პირობებით და დამარცხებული რუსეთის პირობებში. სხვა შემთხვევაში კრემლი უკრაინას არასდროს მისცემს განვითარების საშუალებას, ყოველთვის შეარყევს მას და ძირს გამოუთხრის. გაყინული კონფლიქტი მომავალში კვლავ ომით გაგრძელდება.

რუსეთს ჰაერივით სჭირდება ამოსუნთქვა, რომ გაძლიერდეს და რამდენიმე წლის შემდეგ ახალი ძალით შეუდგეს რევანშს უკრაინისა და მთელი დასავლეთის წინააღმდეგ.

ასეთი ზავი გზად აუცილებლად მოიყოლებს სხვა ქვეყნებსაც, მათშორის საქართველოს. ვინც არსებული სტატუს-კვოს პირობებში მოლაპარაკებებს ემხრობა, მშვიდობას კი არა, ომს უჭერს მხარს – შეგნებულად ან გაუთვითცნობიერებლად. საქართველოს მთავრობის მოწოდებები, რომ მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს, სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის რუპორის ფუნქციის შესრულება.

ეჭვს არ იწვევს, შარშან თებერვალში უკრაინის განადგურება გამოიწვევდა საქართველოს ხელში ჩაგდებას – ომით ან კაპიტულაციით. ერთადერთი, რამაც ხელი შეუშალა პუტინს, უკრაინაში წარუმატებლობა იყო. ამიტომ უბრალოდ ლამაზის სიტყვები არ არის, როცა ვამბობთ – უკრაინა თავისი ბრძოლით ცივილიზებულ სამყაროს იცავს. აქ ჩვენი თავიც უნდა მოვიაზროთ.

ერთი წუთით წარმოიდგინეთ დაპყრობილი უკრაინა, პუტინის ძლევამოსილი არმიის შიშით მოცახცახე ევროპა და ამ უძლეველი რუსული ურდოს წინაშე მარტოდმარტო დარჩენილი პატარა საქართველო, რომლის კრემლისთვის გადაბარებას ხელს ვერავინ შეუშლიდა და არც შეუშლიდა ახალი რეალობიდან გამომდინარე.

დაპყრობა იმიტომ კი არ აგვცდა, რომ ივანიშვილია დიდი სტრატეგიკოსი, არამედ იმიტომ, რომ უკრაინა არ დამარცხდა. ამიტომაა მოფიქრებული ,,მეორე ფრონტის” რუსული მითი. რუსეთს რომ შეეძლოს, მეორეს კი არა, მეათე ფრონტს გახსნიდა. არ შეუძლია – ამიტომაც სხვას აბრალებს, თითქოს არსებობს მითიური ,,გლობალური ომის პარტია”, რომელსაც ,,მეორე ფრონტის” გახსნა სურს. ამ პოლიტიკის ნაწილია საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ამ მითს ძალაუფლების შესანარჩუნებლად იყენებს.

საქართველო გლობალური პროცესების ნაწილია. ამის ერთი დადასტურებაა კანდიდატის სტატუსის გარშემო წუხილი. ამიტომაც გვებღაუჭება ევროკავშირი. ბრიუსელის მიერ არაწევრი ქვეყნების ევროინტეგრაციის დაჩქარება უკრაინის გადარჩენის გარეშე არ დაიწყებოდა.

ზემოთ უკვე დავწერე, რომ ახლა ზავი და მოლაპარაკებები პრობლემას კი არ გადაჭრის, არამედ გააღრმავებს, უკრაინას დესტაბილიზაციის კერას დაუტოვებს, თავად რუსეთი კი ძალებს მოიკრებს და ევროპას ისევ შეაზანზარებს. ახლა ჩვენ თვალს ვადევნებთ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე ფართომასშტაბიან ომს კონტინენტზე.

,,ჩემბერლენობა”, ,,ჰალიფაქსობა” და ,,არესტოვიჩობა” არ არის ახალი მოვლენა. ყველა კრიზისს თან ახლავს ასეთი ხალხი – მტაცებლის მოთვინიერების რომ სჯერათ ან ,,პრაგმატული” მოსაზრებებით ხელმძღვანელობენ ან უბრალოდ, ამბიციური გარეწრები არიან.

რა სჭირდება უკრაინას – შეიარაღება, შეიარაღება, შეიარაღება – უფრო მეტი და უფრო სწრაფად !

ომი უნდა დასრულდეს რუსეთის გამანადგურებელი დამარცხებით და უკრაინის გამარჯვებით, შემდგომ პერიოდში კი მისი, მოლდოვისა და საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებით.

ეს უნდა იყოს უკანასკნელი ომი ევროპაში. ყოველ შემთხვევაში, ხანგრძლივი მშვიდობის მომტანი მაინც.

ყველა სხვა ,,გამოსავალი” მოიტანს უფრო დიდ კატასტროფას.

90-იან წლებში უკრაინის განიარაღება სუვერენიტეტის გარანტიის სანაცვლოდ – არსობრივად რუსეთის სასარგებლოდ; 2008 წლის ომი საქართველოში; 2014 წელი – ომის დასაწყისი უკრაინაში; 2022 წელი – უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა, რაც ბოლო წამამდე ვერ ირწმუნა დასავლეთმა. ეს ქრონოლოგია აჩვენებს, როგორ იქცა თოვლის გუნდა ზვავად ,,პრაგმატულობისა” და კომპრომისების შედეგად. დრომ აჩვენა შეცდომები ყველა ეტაპზე. იგივე არ უნდა განმეორდეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved