• რეკლამა
  • კონტაქტი
19:44, ოთხშაბათი, 5 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მივიღეთ პირობა, რომ არჩევნებზე იქნება უპრეცედენტო რაოდენობის გრძელვადიანი დამკვირვებელი საქართველოში – გამარჯვების პლატფორმა

ალია ავტორი - ალია
18:17 11-01-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
100

მივიღეთ პირობა, რომ ამ არჩევნებზე, რომელსაც გეოპოლიტიკურ ჭრილში უყურებენ, იქნება უპრეცედენტო რაოდენობის გრძელვადიანი დამკვირვებელი საქართველოში, რომელიც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები, აისახოს ხალხის ნება, რაც გამოიწვევს ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლას – განაცხადა საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ აშშ-ში ვიზიტზე საუბრისას.

ენმ-ისა და “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრებმა დღეს ერთობლივი ვიზიტი შეაჯამეს. “გამარჯვების პლატფორმის” წარმომადგენლების თქმით, თუ აქამდე “ოცნების” ხელისუფლების  საგარეო ორიენტაციასთან დაკავშირებით შეკითხვები არსებობდა, ახლა ეს კითხვები პასუხგაცემულია:

“აშშ-ში აღარავის ეპარება ეჭვი, რომ ქართველ ხალხს ჰყავს პრორუსული ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს წაართვას ევროატლანტიკური არჩევანი.

მოგეხსენებათ, რომ აშშ ფორმალურად არ არის ევროკავშირში გაწევრიანების გადაწყვეტილების მიმღები, თუმცა აშშ არის ალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იმ საუბრების და მოლაპარაკებების, რომელიც წინ უსწრებს გადაწყვეტილებას და ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ დღევანდელი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არ შეასრულოს ეს რეკომენდაციები, არ განახორციელოს რეფორმები და მიზანმიმართულად საბოტაჟირება მოახდინოს კანდიდატის სტატუსის მიღების, თუმცაღა ჩვენ, აშშ-ს დედაქალაქში, ისევე როგორ ევროპის დედაქალაქებში, გავიმეორეთ გზავნილი, რომ ამ ისტორიულ მომენტში აღნიშნული საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი და საქართველომ აუცილებლად უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

ჩვენ ასევე, რა თქმა უნდა, კონგრესში შეხვედრებზე, იქნებოდა ეს წარმომადგენლობით პალატაში თუ სენატში, რომელიც არის უმაღლესი პალატა აშშ-ს წარმომადგენლობითი ორგანოსი, ვისაუბრეთ იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანია მაღალი დონის დელეგაციები საქართველოში ამ არჩევნების წინ, რამდენად მნიშვნელოვანია რეზოლუციები და ასევე, რამდენად მნიშვნელოვანია მოსმენები და ჩვენი იქ ყოფნის დროს სწორედ ასეთი მოსმენა ჩატარდა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, რომელიც შეეხებოდა შავ ზღვაში უსაფრთხოებას, რაც წარმოადგენს რეალური მშვიდობის ფორმულას და რეალური მშვიდობის შანსს საქართველოსთვის. ეს არის ის მშვიდობა, რეალური სტაბილურობა, რომელზეც დღეს დღევანდელი ხელისუფლება უნდა მუშაობდეს, თუმცაღა ვხედავთ, რომ არაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დასავლეთმა ამ ფართო სურათში დაინახონ საქართველოს როლი და ის რეალური უსაფრთხოების შესაძლებლობები, რაც არის ამ ფორმატში. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმ უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ არჩევნებზე, რომელიც უნდა შედგეს მომავალ ოქტომბერს და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ გრძელვადიანი დამკვირვებლები იყვნენ საქართველოში. ჩვენ მივიღოთ პირობა, რომ ამ არჩევნებზე, რომელსაც ასევე გეოპოლიტიკურ ჭრილში უყურებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები და ასევე, რა თქმა უნდა, საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი აშშ, იქნება უპრეცედენტო რაოდენობის გრძელვადიანი დამკვირვებელი საქართველოში, მათ შორის,რა თქმა უნდა, გვქონდა შეხვედრები იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც როგორც წესი არიან ორგანიზატორები მსგავსი სადამკვირვებლო მისიების, იქნება ეს IRI, NDI, თავად USAID- რომელიც უპრეცედენტო პუტინისტური თავდასხმის მსხვერპლი გახდა რუსული ოცნების მხრიდან და მივიღეთ დაპირება, რომ აუცილებლად ალიან ბევრი გრძელვადიანი დამკვირვებლები იქნება საქართველოსთვის.” – განაცხადა თინა ბოკუჩავამ

ენმ-ის გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით კი,  ამერიკელებს კითხვები ჰქონდათ – საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებაც ხედავს და აფასებს აშშ-ს სტრატეგიულ პარტნიორად

„აშშ-მ ბოლო 30 წლის განმავლობაში ძალიან დიდი დრო, რესურსები ჩადეს საქართველოში, საქართველოსთან ურთიერთობაში, ამ ურთიერთობების გეოსტრატეგიულ განზომილებაში განმტკიცებისათვის და ასევე ზედმიწევნით კარგად ხედავენ, თუ რა განწყობა აქვს ქართველ ხალხს, მაგრამ არის სხვა ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტიც – საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებაც ხედავს და აფასებს აშშ-ს სტრატეგიულ პარტნიორად? „რუსული ოცნების“ გადმოსახედიდან არის კი აშშ სტრატეგიული პარტნიორი? სამწუხაროდ, ეს შეკითხვა ბოლო წლებია გაჩნდა ყველა კაბინეტში, ყველა დერეფანში, მათ შორის ვაშინგტონში, ბრიუსელშიც. ისინი დასავლეთიდან უყურებენ ორ მთავარ განზომილებას – ან ხარ გეოპოლიტიკური სტრატეგიული პარტნიორი, შენი რეგიონული ძლიერი გავლებებით, შენი სამხედრო გავლენებით, როგორც არის შუა აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანა, რომელიც პარტნიორობას შეერთებულ შტატებთან, ან შეერთებულ შტატებთან და დასავლეთთან ხარ თანხვედრაში შენი დემოკრატიული ფასეულობებით ან ორივე ერთად.

საქართველოს შემთხვევაში ორივე ამ განზომილებით ავცდით იმ სულისკვეთებას, რომელიც არსებობდა 90-ან წლებშიც კი, განსაკუთრებით კი განმტკიცდა მიშა სააკაშვილის პრეზიდენტობის და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. ბოლო 10-11 წლის პერიოდი იწვევს ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს და ჩვენ სწორედ სხვა საკითხებთან, არჩევნებთან, ეკონომიკურ შესაძლებლობასთან ერთად გვიწევდა ამ ორ მთავარ შეკითხვაზე პასუხის გაცემა და ჩვენ ვარწმუნებთ ჩვენს კოლეგებს და მომავალშიც ამას გავაგრძელებთ, რომ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში და მომავალ წელს ეს აუცილებლად ასე მოხდება, დემოკრატიული ფასეულობების კუთხითაც, ასევე გეოპოლიტიკური სტრატეგიული მიმართულებით
საქართველო დაუბრუნდება იმ კალაპოტს, რომელზეც ის როგორც წინა ორი ათეული წლის განმავლობაში იყო.“ – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved