• რეკლამა
  • კონტაქტი
09:24, პარასკევი, 9 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ომბუდსმენი შრომითი დისკრიმინაციის დავებზე საზიანო პრაქტიკას ამკვიდრებს” – კოალიცია თანასწორობისთვის

ალია ავტორი - ალია
13:57 11-01-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
135

კოალიცია თანასწორობისთვის გოგა რაზმაძის საქმეზე წარმოების შეწყვეტის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის გადაწყვეტილებას ეხმაურება  და მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილებით შრომითი დისკრიმინაციის შემთხვევებზე მკვიდრდება არასწორი პრაქტიკა, რომელიც “აზიანებს არა მხოლოდ კონკრეტულ განმცხადებელს, არამედ აუარესებს დასაქმებულ პირთა შრომით მდგომარეობას”.

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანალიზიდან იკვეთება, რომ სახალხო დამცველმა:
– არ გამოჰკითხა გოგა რაზმაძის მიერ დასახელებული და მოწმედ მითითებული არც ერთი პირი;
– მხედველობაში არ მიიღო გოგა რაზმაძის მიერ დასახელებული ფაქტები, გარემოებები და არგუმენტაცია, რომელიც სამინისტროს არაერთ განმარტებას აბათილებდა;
– განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი შეკითხვების მნიშვნელოვანი ნაწილი არ დაუსვა სამინისტროს;
– იხელმძღვანელა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი პოზიციით დამაზუსტებელი შეკითხვების დასმის გარეშე;
– არ გაითვალისწინა გენერალურ ინსპექციაში განხორციელებულ იძულებასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები;
– და საბოლოოდ – ერთი კვირის ვადაში, სრულად გაიზიარა სამინისტროს პოზიცია მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებლის დამატებით არგუმენტაციაზე სამინისტროს ომბუდსმენისთვის პასუხი არც კი წარმოუდგენია. უცნობია, საერთოდ გადაეგზავნა თუ არა განმცხადებლის ბოლო პოზიცია შინაგან საქმეთა სამინისტროს.
ამრიგად, გოგა რაზმაძის საქმეზე სახალხო დამცველის გადაწყვეტილება არ ეფუძნება გარემოებების სრულყოფილ გამოკვლევას, დაუსაბუთებელი და მიკერძოებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ. მოწმეების გამოკითხვის, სამინისტროსთვის კითხვების დასმისა და დოკუმენტაციის გამოთხოვის გარეშე, ომბუდსმენმა ფაქტობრივად განმცხადებელი დაავალდებულა, რომ თავად მოეპოვებინა მტკიცებულებები. საქმის მსგავსი გადაწყვეტა მტკიცების ტვირთის შებრუნებაა, რაც სრულად ეწინააღმდეგება დისკრიმინაციის საქმეებზე ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობითა და პრაქტიკით დადგენილ სტანდარტებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციების თანახმად, სახალხო დამცველმა “საქმე კანონით დადგენილი ნორმების სრული უგულებელყოფით განიხილა. მსგავსი მიდგომა აზიანებს მამხილებლების უფლებრივ გარანტიებსაც, რაც ასუსტებს საჯარო სამსახურში კორუფციასთან ბრძოლის შესაძლებლობებს”.

“კოალიცია თანასწორობისთვის” მოუწოდებს ლევან იოსელიანს,  “იხელმძღვანელოს მოქმედი კანონმდებლობით, მტკიცების ტვირთი გადაანაწილოს იმგვარად, რომ დასაქმებული არათანაბარ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს დამსაქმებელთან შედარებით და გულისხმიერებითა და გულმოდგინებით მოეკიდოს თითოეული დასაქმებულის საქმეს”.

შეგახსენებთ, შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, გოგა რაზმაძე ამბობს, რომ სახალხო დამცველმა მისი საქმის წარმოება, სადაც შსს-ს მაღალჩინოსნებს დისკრიმინაციულ მოპყრობას ედავებოდა, შეწყვიტა.

რაზმაძემ Facebook-ზე ვრცლად დაწერა სისტემაში არსებული მანკიერებების შესახებ. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი ხელმძღვანელობას დამამცირებელ მოპყრობაში, ცენზურასა და ადამიანის უფლებების უგულებელყოფაში ამხელდა. გოგა რაზმაძე Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში რამდენიმე გვარსაც ახსენებდა, მათ შორის მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე დარახველიძეს, რომელმაც მისი თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს მთავარი ფუნქცია დაუკარგა.

საქმის გარჩევა შსს–ს გენ.ინსპექციაში – როგორ ექცევა უწყება საკუთარ თანამშრომლებს? – გოგა რაზმაძის წერილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
ახალი ამბები

ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად

16:51 10-08-2026
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები – კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული – თიბისი
ახალი ამბები

მობაილბანკის სექტემბრის განახლებები – კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული – თიბისი

14:30 10-08-2026
თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა

13:56 10-08-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება

15:07 10-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved