• რეკლამა
  • კონტაქტი
16:37, ხუთშაბათი, 2 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს მეორადი ავტომობილის შეძენა-გაყიდვის ხელსაყრელ და მარტივ გზას სთავაზობს

ალია ავტორი - ალია
14:02 10-31-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
662

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მეორადი ავტომობილის შეძენა-გაყიდვის მსურველებს ხელსაყრელ და მარტივ გზას მათ ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული პროდუქტით – Toyota Approved Used-ის მეშვეობით სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, Toyota Approved Used-ი მომხმარებელს გაუთვალისწინებელი რისკებისგან აზღვევს მაშინ, როცა მეორადი ავტომანქანის აუქციონზე თუ ავტობაზრობაზე შეძენისას არასასიამოვნო და გაუთვალისწინებელი შემთხვევები საკმაოდ ხშირია.

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, თინათინ მაკარიძის ინფორმაციით, Toyota Approved Used-ი, თავისი მოქნილი პირობებით, მომხმარებლის საჭიროებებზე მთლიანად მორგებულია. მძღოლს საშუალება ეძლევა, „Trade-in”-ის პროგრამის ფარგლებში, მეორადი ავტომობილი ცენტრში საბაზრო ფასად ჩააბაროს და სასურველი ახალი ავტომობილი გაიყვანოს, რა დროსაც მხოლოდ ფასთა შორის სხვაობას დაფარავს.

„ეს ტოიოტას საერთაშორისო პროდუქტია, რომელიც მომხმარებელს უმარტივებს ძველი ავტომობილის ჩაბარებისა და ახლის შეძენის გზებს, პირველ რიგში, ძალიან ზოგავს მომხმარებლის დროს, იცავს მას გაუთვალისწინებელი რისკებისგან და ზრუნავს მის უსაფრთხოებაზე. რისკები კი ხშირია მეორადი ავტომობილის აუქციონის წესით ან ბაზრობებზე შეძენა-გაყიდვისას. Toyota Approved Used-ის ყველა მიმართულება მაქსიმალურად კომფორტულია მძღოლებისთვის. პირველი მიმართულება ძველი ავტომობილის ჩაბარების პროცესია. ეს მხოლოდ ერთსაათიანი გამარტივებული პროცედურაა, რაც ჩვენს სერტიფიცირებულ სერვისცენტრში ავტომობილის 145-პუნქტიან ტექნიკურ შემოწმებას ითვალისწინებს იმ მიზნით, რომ საბაზრო ფასი დავადგინოთ. ამასთან ერთად, ავტომანქანის ხანდაზმულობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წელს, მისი გარბენი არ უნდა სცდებოდეს 190 000 კმ-ს, არ უნდა იყოს წყალში ჩაძირული და ნამუშევარი როგორც ტაქსი. ეს ის ძირითადი პარამეტრებია, რომლითაც ჩვენ ვარჩევთ ძველ ავტომობილებს იმ მიზნით, რომ მხოლოდ საუკეთესო დავახვედროთ მეორადი ავტომანქანის შეძენის მსურველებს. მეორე მიმართულება – „Trade In“ – ძველი ავტომობილის სანაცვლოდ, ტოიოტას ნებისმიერი ახალი მოდელის ფასთა შორის სხვაობით შეძენას გულისხმობს.ამ შემთხვევაში, საქარხნო 3-წლიანი გარანტიის გარდა, გახანგრძლივებული საგარანტიო პირობებიც მოქმედებს. აღსანიშნავია ისიც, რომ პროგრამა მოიცავს Toyota Casco-ს დაზღვევას, რაც ავტომობილის მართვას უფრო საიმედოს და სასიამოვნოს ხდის. რაც შეეხება ფასთა შორის სხვაობას, მისი დაფარვა შესაძლებელია ბანკის მეშვეობით ან სალიზინგო კომპანიის დახმარებით. Toyota Approved Used-ის მესამე მიმართულება კი ძველი ავტომობილის სანაცვლოდ, ტექნიკურად უზადოდ გამართული, 12-თვიანი გარანტიის (ულიმიტო გარბენით) მქონე მეორადი ავტომობილის საბაზრო ფასად შეძენაა“, – აღნიშნავს თინათინ მაკარიძე.

როგორც კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი განმარტავს, Toyota Approved Used-ის ფარგლებში, მომხმარებელს, ასევე, შეუძლია ოფიციალურ დილერს მხოლოდ ძველი ავტომანქანა ჩააბაროს ან ცენტრში მხოლოდ ტექნიკურად გამართული მეორადი ავტომობილი შეიძინოს.

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ინფორმაციით, პროდუქტ Toyota Approved Used-ით სარგებლობის მსურველებს, დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეუძლიათ მიმართონ „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ გაყიდვების სამსახურს ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022, შემდეგ კი ეწვიონ ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს – 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116; www.toyota-tbilisi.com

თეგები: ტოიოტა ცენტრი თბილისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:38 04-02-2026
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:21 04-02-2026
აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved