• რეკლამა
  • კონტაქტი
07:45, ხუთშაბათი, 19 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მაღალჩინოსნის ბიძამ და „ოცნების“ შემწირველმა 3 მლნ ლარამდე შესყიდვები მიიღო – TI

ალია ავტორი - ალია
16:51 10-27-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
370

ნინოწმინდის საკრებულოს მაღალჩინოსნის ბიძამ და „ოცნების“ შემწირველმა 3 მილიონ ლარამდე შესყიდვები უტენდეროდ მიიღო – “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”  კვლევას აქვეყნებს. 

ირკვევა, რომ რაზმიკ ღუმაშიანი ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში,  „ოცნების“ ყოფილი  მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის ოჯახის  კუთვნილი გაზის კომპანიის დირექტორი იყო. ღუმაშიანი ნინოწმინდის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილის ბიძაცაა. მან ნინოწმინდის მერიიდან მილიონ ლარზე მეტი სწორედ მას შემდეგ მიიღო, რაც ნინოწმინდის საკრებულოში მისი დის შვილი „ქართული ოცნების“ სიით შევიდა.

ნინოწმინდის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილის ბიძამ და „ოცნების“ შემწირველმა, რაზმიკ ღუმაშიანმა, 2013-2023 წლებში, ნინოწმინდის მერიის შესყიდვებით 2,840,710 ლარი მიიღო, აქედან 1,759,795 ლარი (მიღებული თანხის 61.9%) სხვების დისკვალიფიკაციით და უკონკურენტოდ მოგებული ტენდერებით, ასევე, პირდაპირი შესყიდვებით დაერიცხა. ღუმაშიანი ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, პარლამენტში ახალქალაქი-ნინოწმინდის „ოცნების“ ყოფილი  მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის ოჯახის  კუთვნილი გაზის კომპანიის დირექტორი იყო.

“რაზმიკ ღუმაშიანი ნინოწმინდის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილის, გარუშ არზუმანიანის დედის ძმაა. მას ასევე, 2012-2021  წლებში, პარლამენტში „ქართული ოცნებიდან“ არჩეული ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის[1] ოჯახის კომპანიის „ეს ჯი გაზ კომპანის“ დირექტორის პოზიცია ეკავა. მას შემდეგ, რაც ენზელ მკოიანმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებელ დეპუტატად იყარა კენჭი და ასევე, „ეს ჯი გაზ კომპანიში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა, რაზმიკ ღუმაშიანმა ყოფილი დეპუტატის ოჯახის კომპანია დატოვა და 2021 წლის აგვისტოში „ქართული ოცნების“ ანგარიშზე 5,000 ლარი შეიტანა.

ღუმაშიანმა  ყველა სახელმწიფო შესყიდვა მხოლოდ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიისგან მიიღო, გარდა, 2014 წელს ნინოწმინდის  სოფელ დიდი არაგიალის საჯარო სკოლის ერთი პირდაპირი შესყიდვისა (1,950 ლარის ოდენობით).

რაზმიკ ღუმაშიანმა, ბოლო 10 წლის განმავლობაში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 49 სპორტული და სათამაშო მოედნის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე, ასევე, წყლისა და გაზის გაყვანილობების მოწყობაზე, სულ 35 სახელმწიფო შესყიდვა მიიღო. აქედან, 2013-2015 წლებში, 13 პირდაპირი შესყიდვით 102,948 ლარი დაერიცხა. 2015- 2023 წლებში მოგებული 22 ტენდერით კი ხელშეკრულებები  2,737,762 ლარზე გაუფორმდა. მათ შორის უკონკურენტოდ და სხვების დისკვალიფიკაციით  15 ტენდერი მოიგო, ჯამში, 1,656,847 ლარზე (60.5%)

აღსანიშნავია, რომ რაზმიკ ღუმაშიანმა ნინოწმინდის მერიიდან 1,085,100 ლარი (ათი წლის განმავლობაში მიღებული თანხის 38.1%)  მიიღო 2021 წლის ოქტომბრიდან დღემდე, ანუ მას შემდეგ, რაც ნინოწმინდის საკრებულოში მისი დის შვილი „ქართული ოცნების“ სიით შევიდა. ამ პერიოდში მან ნინოწმინდის მერიაში 7 ტენდერიდან 6 სხვების დისკვალიფიკაციით და უკონკურენტოდ მოიგო, ჯამში 801,304 ლარზე (73.8%).” აცხადებს “გამჭვირვალობა.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved