• რეკლამა
  • კონტაქტი
06:05, კვირა, 26 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ომში ყველაზე საოცრებებს ქალები ახდენენ, თურმე” – ლაშა შაყულაშვილი

ალია ავტორი - ალია
17:46 10-26-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
198

მეცნიერი, თელ ავივის უნივერსიტეტის, ებრაისტიკის ევროპული ინსტიტიტუტის „პაიდეია“ და ოქსფორდის უნივერსიტეტის იშვიათ ებრაულ ენათა სკოლის კურსდამთავრებული, ბრიტანული Polonsky-ის პრიზიორი, ლაშა შაყულაშვილი:

ომში სხვანაირი საღამოები ყოფილა. მზე ჩადის, ქუჩები ყრუვდება, ხალხს გართობის ერიდება და არც მუსიკა ისმის. შენ, ძალაუნებურად, შენი სახლის წინა სახლებს უყურებ და ძალიან გინდა, რომ ფანჯრებიდან ისევ იმდენი სინათლე გამოდიოდეს – რამდენიც წინა ღამეს იყოს. ხალხი სახლშია, შესაბამისად, არც ომში გაუწვევიათ და არც ქვეყანა დაუტოვებიათ. ქუჩის ბოლოს რომ საყვავილეს ჭორფლებიანი გოგო ამუშავებდა, შოშანა, ის ჩრდილოეთში იბრძვის. გვერდითა ეზოში რომ მაღალი ბიჭი, როი, გიტარაზე უკრავდა – ის ღაზის სექტორის სიახლოვეს გაუშვეს. ვერც ტელეფონის ანგარიშს შეავსებ, რადგან შონი ტანკის მძღოლად წასულა. ავტობუსში რომ ბათ იამიდან ამოსული ბიჭი თავისი მაღალი მუსიკით ყველას ნერვებს გიშლიდათ – არც ის ჩანს. ფლორენტინის უბნის მუსიკოსი და ხელოვანი ხალხი კი სამხრეთ ისრაელში მოხალისედ წასულა და იმ ფერმათა მოსავლის გადარჩენას ცდილობენ, სადაც მუშები დახოცეს ან გაიტაცეს.
ასე ამოიკეტა უამრავი კაფე, მაღაზია და დაწესებულება.
საღამოობით გინდა რომ ადამიანებზე იკითხო.
ომში ყველაზე საოცრებებს ქალები ახდენენ, თურმე.
აგერ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მეძუძური ქალები რძეს აბარებენ, რადგან დედის რძის გარეშე ბევრი ისეთი ბავშვია დარჩენილი, რომელსაც დედა ტერორისტებმა საკუთარ სახლში, ქუჩაში ან ფესტივალზე მხეცურად მოუკლეს; ან ღაზის სექტორში გაიტაცეს. ყველაფერს აკეთებენ რომ არცერთი ჩვილი დედის რძის გარეშე არ დარჩეს.
საღამოს ბოლოს კი დასაძინებლად მიდიხარ. ვინ რა ღმერთს სთხოვს დახმარებას – აზრი არ აქვს, ყველას ერთი ცა გახურავთ, ერთი ქვეყნის ცა. ქვეყანას კი ისრაელი ჰქვია. ამ ცას კი ამ ღამეს, წინა ღამეებივით, რაკეტებს ესვრიან. მეორე დილას სამყაროს ვითომ ჰუმანური ნაწილი ადგება და თითს დაგვიქნევს – ისევ ცოცხლები რატომ ხართ და ამ რაკეტებს როგორ თუ არ შეეწირეთ, აბა, თქვენი სიმართლე სისხლის გარეშე როგორ დავიჯეროთო?!
ჩვენ, ქართველები, როგორ ვართ? ჩვენც აქ ვიყავით, როცა ჩვენს მეორე სახლს, ისრაელს, ჰამასი დაესხა და ადამიანები წარმოუდგენელი სისასტიკით დახოცა. იგივე ჰამასი, რომელმაც ჩვენს სამშობლოში, საქართველოში, ეთნიკურ წმენდას, სიკვდილს და ტანჯვას შეწირული 300,000-ზე მეტი ადამიანის მშობლიური კერა, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, რუსეთთან ერთად დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.
არც ჩვენი, ქართველების, დაიჯერა სამყარომ როცა ჩვენს მტერზე ვუყვებოდით და ვუმტკიცებდით, რომ ეს მტერი სამყაროსაც მისწვდებოდა. ახლა კი ვხედავთ როგორ ებრძვის ისრაელი იმ მტერს, რომელიც სამყაროს ემუქრება.
ვუყურებთ და გულით გვინდა, რომ სამყარომ ამჯერად მაინც გაიღვიძოს და ხვალ, დილით, ცოცხლები რომ ავდგებით – ეგ მაინც გვაპატიოს.
მშვიდობიან ღამეს და მშვიდობიანად გაღვიძებას გისურვებთ.
עם ישראל חי
თეგები: ლაშა შაყულაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved