• რეკლამა
  • კონტაქტი
23:24, შაბათი, 10 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კარგია, რომ “ფორმულა” მისვამს შეკითხვას კეზერაშვილზე, ეს გამბედაობა სწორია” – გვარამია

ალია ავტორი - ალია
18:26 10-23-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,857

მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია, საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ საუბრობს.

“მე საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს, რაზეა ლაპარაკი. მე არ ვიცი რა არის ბორდი, და, შესაბამისად, მისი თავმჯდომარე ვერ ვიქნები და არც ვიქნები. რაც შეეხება კადრს, კარგია, რომ “ფორმულა” მისვამს შეკითხვას კეზერაშვილზე, ეს გამბედაობა სწორია, მე არავის კადრი არა ვარ საკუთარი თავის გარდა. რაც შეეხება დათოსთან ჩემს დამოკიდებულებებს, მეგობრებს, რაც არ უნდა ხდებოდეს მათ ცხოვრებაში, მათ შორის, პოლიტიკური შეხედულებები დაახლოვდება თუ დაშორდება ერთმანეთს, მეგობრებს არ ივიწყებენ და მათზე უარს არ ამბობენ. ეს არის ჩემი დამოკიდებულება დათოსთან დაკავშირებით. ეს ვუთხარი “რუსთავი 2″-ს, ბევრი რამე ვუთხარი გუშინ, სხვათაშორის, და არაფერი არ გაუშვიათ. მე მგონია, რომ ეს დაპირისპირება უნდა მოგვარდეს. ამის იქით მე პოზიცია არ მაქვს, რეცეპტებს არ ვფლობ.

მხარეებმა უნდა გამონახონ ძალა და წყენებზე მაღლა დადგნენ. მესმის, რომ ჭრილობები არსებობს და ყველა მხარეს თავისი სიმართლე მოჰყავს – მე მგონია, რომ სიმართლე ერთია ამ ქვეყანაში. რუსები უნდა დამარცხდნენ და დასავლეთმა უნდა გაიმარჯვოს. საამისოდ, ამ პარტიამ, განსაკუთრებით, როგორც ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ, ყველაფერი უნდა გააკეთოს… ჩემი გეგმებიც უკავშირდება რუსების დამარცხებას საქართველოში და პროდასავლური მიმართულების გამარჯვებას. რა ფორმით და როგორ, ეს სხვა საკითხია. ჩემი გეგმები მაქვს, ბევრის გაკეთებას ვაპირებ, მათ შორის ბორდის თავმჯდომარეობა ნამდვილად არ შედის, საერთოდ არ ვიცი ეს რა არის და რაზეა ლაპარაკი”, – ამბობს ნიკა გვარამია.

თეგები: ნიკა გვარამია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!

00:00 10-10-2026
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

16:47 10-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:49 10-09-2026
არქი გრანდ ავენიუ
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა

14:37 10-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved