• რეკლამა
  • კონტაქტი
18:27, ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გინება, ცემა, სროლა – პოლიციელების “საქმის გარჩევა” – როგორ ვერ “გაიყვეს” ნარკოდილერი მაღალჩინოსნებმა?

ალია ავტორი - ალია
21:41 10-21-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,713

ფოტოკოლაჟში გამოყენებული ფოტო ადგილიდან – ტვ პირველი

ტვ პირველის ინფორმაციით, თბილისის  ცენტრში, აღმაშენებლის 114-ში, 2022 წლის 16 დეკემბერს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს საგამოძიებო ჯგუფი რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენთან, დავით დადიანთან  ჩხრეკის ჩასატარებლად მივიდა. პოლიციას ეჭვი ჰქონდა, რომ დავით დადიანი, რომელიც უკვე დაკავებული იყო დიდი რაოდენობით ნარკოტიკს  მანქანაში მალავდა.  ადგილზე მისულ სამართალდამცავებს  იქ ნარკოდილერის ნაცნობები: გიორგი გერსამია და ბაჩი გამეზრადაშვილი  დახვდნენ. ისინი პოლიციამ ავტომობილში ჩასვა და გამოკითხვაზე გადაყვანას აპირებდა, რასაც ხმაური მოყვა.

ნარკომანიასთან ბრძოლის სამმართველო ნარკოდილერის მანქანის ჩხრეკას იწყებდა, როდესაც ეზოში მოულოდნელად თბილისის დეტექტივების  V სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი პირველაშვილი, საქართველოს პატრიარქის ყოფილ პირად მცველთან, ლადიკო ჩოჩიშვილთან ერთად მიდის. 

მეხუთე სამმართველოს შეფი, ეზოში შესვლისთანავე მანქანაში მყოფებთან მიდის და მათთან გასაუბრებას ცდილობს. ადგილზეა ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსი ლაშა თავაძე.  პირველაშვილს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. ამ დროს იწყება პირველი  სიტყვიერი დაპირისპირება ლაშა თავაძეს და პირველაშვილს შორის. ვითარება უკიდურესად 00:02 საათზე იძაბება, მედიის ცნობით, ამ დროს იწყება გინება და ერთმანეთისთვის ანთებული სიგარეტის სროლა, შემდეგ კი უკვე ფიზიკური დაპირისპირება. ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსის  მოადგილე, გიორგი ზუბადალაშვილი იარაღიდან გამაფრთხილებელ გასროლას აკეთებს, თუმცა, თავდასხმას ვერ აჩერებს, პოლიციის პირველი პირები ერთმანეთს წიხლებს და მუშტებს გამეტებით ურტყამენ, მათ გაშველებას ეზოში შეკრებილი ქალებიც ცდილობენ. 

საბოლოოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მეხუთე განყოფილების შეფს გიორგი პირველაშვილს ნარკომანიასთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა იარაღი წაართვეს.  40 წუთიანი ჩხუბის და ცემის შემდეგ,  პოლიციამ შემთხვევის ადგილი  დაატოვებინა პირველაშვილს, თუმცა ეზოდან გასვლამდე პოლიციის მაღალჩინოსანმა კიდევ ერთხელ იჩხუბეს.

დავით დადიანი რომელმაც გვარი ცოტახნის წინ შეიცვალა, ის მანამდე დავით ლაბაძე იყო, ცხოვრობდა რუსეთის ფედერაციაში და ფლობდა კომპანია “ციტურსს” სანკტ პეტერბურგში. რუსეთ უკრაინის ომის შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა და 2022 წლიდან და სამი ფირმა დაარეგისტრირა. მედიის ინფორმაციით,  დავით დადიანი რუსეთიდან საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ეძებდა პარტნიორებს, ვინც მას საქართველოს გავლით სანქცირებულ რუსეთში ტვირთების შეტანაში დაეხმარებოდა. ასე დაუკავშირდა ის, მედიის ცნობით კახაბერ გამეზარდაშვილს და ბიზნესმენ გიორგი გერსამიას.

 “შაბათის ეთერთან” წყარო ამტკიცებს, რომ დაკავებამდე დავით დადიანი და ცნობილი ბიზნესმენის თამაზ სომხიშვილის პირად მცველი ლადიკო ჩოჩიშვილი ლარსის გავლით რუსეთში ორმაგი დანიშნული ტვირთის გადატანას ცდილობდნენ.

სასამართლო განაჩენის მიხედვით, დავით დადიანი დიდი ოდენობით ნარკოტიკებით რეალიზების ბრალდებით სერბეთის მოქალაქე სამ ქალთან ერთად აიყვანეს და ახლა რვა წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

რა ინტერესი ჰქონდა პირველიშვილს სპეცოპერაცია ჩაეშალა? პირველაშვილი მედიის კითხვებს არ პასუხობს, თუმცა, მისი მამა კატეგორიულად უარჰყოფს, რომ შვილის ნაცნობობას დადიანთან.

გიორგი პირველაშვილი ახლა ისევ გომელაურის  უწყების თანამშრომელია.

 

თეგები: ვახტანგ გომელაურიშსს

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved