• რეკლამა
  • კონტაქტი
21:49, შაბათი, 20 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შეწუხდნენ, ეტკინათ – ჯაფარიძე და ხოშტარია ლილუაშვილზე

ალია ავტორი - ალია
15:34 10-20-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
183

“გირჩი – მეტი თავისუფლებისა” და “დროას” ლიდერები სუს-ის ხელმძღვანელის განცხადებას ეხმაურებიან, რომელიც გრიგოლ ლილუაშვილმა MONA.GE-სთან დაკავშირებით გააკეთა. ლილუაშვილის თქმით, მათგან აღვირახსნილ ქმედებებს უნდა ველოდოთ და ამის შესაბამისად, ამ ქმედებების ფონზე შესაბამის რეაგირებას.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ლილუაშვილის ეს გამოხმაურება ნიშნავს იმას, რომ პროექტი სწორია და თავის მიზანს ასრულებს:

“ის, რომ სუს-ის უფროსი ეხმიანება MONA.GE-ს, თავისთავად მიუთითებს იმაზე, რომ ეს პროექტი აღწევს თავის მიზანს. ამ პროექტის მიზანი არის დაბალი და საშუალო რგოლის შემსრულებლების გამოვლენა, რომლებიც უკანონო დავალებებს ასრულებენ, რომლებიც ძალადობაში იღებენ მონაწილეობას, რომლებიც პოლიტიკურ დევნაში იღებენ მონაწილეობას და ა.შ. ეს გამოხმაურება ნიშნავს, რომ პროექტი თავის მიზანს ასრულებს, შეწუხდნენ, ეტკინათ, რაც ნიშნავს, რომ სწორი პროექტია, სწორ ადგილას ჩავაჭირეთ. შესაბამისად, ესეც გავაგრძელებთ,” – თქვა ჯაფარიძემ.

მისივე შეფასებით, მუქარები, რომ რაღაცას აკრძალავენ, დახურავენ ან შეზღუდავენ, “ზღაპარია.” როგორც ჯაფარიძე ამბობს, ამ პროექტის გაჩერება შეუძლებელია და ის არ გაჩერდება.

ელენე ხოშტარია კი აღნიშნავს, რომ ლილუაშვილს სიმართლის ეშინია და “ეშინია, რომ ამით რუსული სისტემა დაზიანდება.” ხოშტარია სუს-ის ხელმძღვანელს ეუბნება, რომ დაშინების, ზეწოლისა და მუქარის, შედეგით ვერ დასრულდება.

ცნობისთვის, პოლიტიკურმა გაერთიანებამ ინტერნეტ პორტალი MONA.GE შექმნა. პარტიები ამბობენ, რომ მიზანია გამოააშკარაონ ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ხელს მიზანმიმართულად შეუშლის და რუსული წესებით ითამაშებენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved