• რეკლამა
  • კონტაქტი
06:35, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სოლიდარობა ირაკლი ბებუას ! – პარლამენტთან აქცია დაანონსდა

ალია ავტორი - ალია
14:12 10-20-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
171

სოლიდარობა ირაკლი ბებუას ! – ამ სახელწოდებით სამშაბათს, 24 ოქტომბერს, 19:00 საათზე, პარლამენტთან აქცია დაანონსდა. ბებუა ამ დრომდე ოკუპანტების ტყვეობაში რჩება.

ის 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავეს და ამავე წლის  8 დეკემბერს ე.წ. სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ორგანიზატორები წერენ, რომ ბებუა იმსახურებს მხარდაჭერასა და სოლიდარობას.

“2020 წლის 30 სექტემებრს, მაშინ, როდესაც სეპარატისტული რეგიონი “დამოუკიდებლობისა და გამარჯვების” დღეს აღნიშნავდა, საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუამ გალში, რაიონული კულტურის სახლის ფასადზე მიმაგრებული დროშა, რომელზეც სეპარატისტული რეგიონის დე ფაქტო სახელმწიფო სიმბოლოები იყო გამოსახული – დაწვა. ამ ფაქტის შემდეგ, გალში, ბებუას საცხოვრებელ სახლში ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც, ბრალის დამძიმების მიზნით საოკუპაციო რეჟიმის მილიციამ მას ხელყუმბარა “ჩაუდო.” აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სასამართლომ ირაკლის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დღეს მისი ჯანმრთელობის მგომარეობა საგანგაშოდ მძიმეა. მესამე წელია საქართველოს მოქალაქე ჩვენი ეროვნული ღირსების დაცვის გამო საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ტყვეა, თუმცა საქართველოს ხელისუფლება მის გასათავისუფლებლად ქმედით ნაბიჯებს არ დგამს და ოჯახთან მხოლოდ სტანდარტული, შაბლონური დაპირებებითა და ტექსტებით ურთიერთობენ.

ირაკლი იმსახურებს ჩვენს მხარდაჭერასა და სოლიდარობას. ვიკრიბებით სამშაბათს, 19:00 საათზე – პარლამენტთან”, – წერენ ორგანიზატორები.

აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და არსებითია მისი დროული გათავისუფლება ჯანმრთელობის მდგომარეობის კრიტიკულად გაუარესების თავიდან აცილებისა და მისი უსაფრთხოების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით – ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია “სოციალური სამართლიანობის ცენტრი” [SJC] ავრცელებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved