ტვ პირველის ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძის შვილის სახელზე გადაფორმებული ოფისი, კოსტავას ქუჩაზე, 60 ნომერში ფუნქციონირებს.
“სამართალდამცველები აქ არ გვინახავს. ადამიანები არ დაგვინახია, მანქანა კი დავინახე, ზოგადად კი მუშაობს.
თვითონ ოფისში ვინც მუშაობს დადიან, ფარცხალაძის შვილი არ დამინახავს ერთი 3 თვეა, მანამდე კი დადიოდა. ჩხრეკა ნამდვილად არ ჩატარებულა, თორემ გავიგებდით”. – ამბობენ ადგილობრივები.
სუს-ის ხელმძღვანელი ჟურნალისტებს ეუბნებოდა, რომ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ ჩატარდა ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება. მათ შორის ლილუაშვილი იმასაც ადასტურებდა, რომ სუს-ი ფარცხალაძის ახლო გარემოცვით არის დაინტერესებული.
ცნობისთვის, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ორგანიზაცია დააფუძნა მაშ შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო.
კომენტარები