• რეკლამა
  • კონტაქტი
03:51, კვირა, 21 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბიძინა ივანიშვილს 12 წლის მანძილზე არ ჰქონია ჩავარდნილი სპექტაკლი” – ლაგაზიძე

ალია ავტორი - ალია
16:44 10-19-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,739

პოლიტოლოგი, ხათუნა ლაგაზიძე:

დასავლეთს საქართველოში, ისევე როგორც, ჩვენს საზოგადოებას სჭირდება პოლიტიკოსი ან პოლიტიკოსთა ჯგუფი, რომელსაც ექნება მიზანი, ამ მიზანზე ორიენტირებული გრძელვადიანი ხედვა და გეგმა და შეეძლება პასუხისმგებლობის აღება პროცესებზე. მანამდე აქ ცვლილებებზე საუბარი ზედმეტია. რეალობა კი შემდეგია: ორი პროფესიის – თეატრმცოდნეობისა და პოლიტოლოგიის მიჯნიდან გეუბნებით, რომ ქართულ თეატრს არ ახსოვს ისეთი მასშტაბის რეჟისორი, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, რომელსაც 12 წლის მანძილზე არ ჰქონია ჩავარდნილი სპექტაკლი და თანაბრად წარმატებულია როგორც დრამაში, ასევე, კომედიაში, ტრაგიკომედიაში, ბალაგანსა თუ სატირაში (არასპეციალისტებისთვის აღვნიშნავ, რომ ჩამოთვლილი თეატრის ჟანრებია, კოლეგები კი დამეთანხმებიან, რომ ძნელად თუ იპოვი რეჟისორს, რომელიც თანაბრად წარმატებულია თეატრის ყველა ჟანრში და აქვს უნარი წინასწარი შერჩევით, უპირატესად უნიჭო მსახიობებით (რამდენიმე ნიჭიერი გამონაკლისია, რომელიც წესს ადასტურებს) ისეთი ექსპრესიული სპექტაკლები დადგას, რომ მაყურებელს ანუ ჩვენს შემთხვევაში ამომრჩეველს სულის მოთქმის და აზრზე მოსვლის საშუალება არ მისცე, 12 წლის განმავლობაში მუდმივად მიჯაჭვული ამყოფო შენს მიერ შეთავაზებულ სცენარებსა და სპექტაკლებზე. უფრო მეტიც, ჩამოუყალიბო გემოვნება, ძველი წამყვანი, მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობები თანდათან გადაწიო ფლანგებზე და მეორეხარისხოვანი როლების შემსრულებელ, სათადარიგო მსახიობებად აქციო. ახალი თაობიდან კი არამცთუ ალტერნატიულ რეჟისორად, არამედ მთავარი როლის შემსრულებელ მსახიობადაც ვერავინ შეძლოს დაწინაურება, რათა ალტერნატიული, მსგავსად ექსპრესიულ-დინამიური რეალობა შესთავაზოს საზოგადოებას. მეტი დინამიკა მეგობრებო, მეტი ინოვაცია, მეტი ექშენი, თორემ დარჩა ეს ქვეყანა ერთი სერიალის იმედად ? გაგრძელება იქნება

თეგები: ხათუნა ლაგაზიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved