ფოტო – მთავარი არხი
პოლიციამ ჟურნალისტებს ჭორვილამდე მისასვლელი გზა ჩაუკეტა. ბიძინა ივანიშვილის სოფელთან პოლიციის ეკიპაჟები დგანან და მედიას პროფესიული საქმიანობის განხორციელების საშუალებას არ აძლევენ. პოლიციელები ჟურნალისტებს არ განუმარტავენ, რის გამო გადაიკეტა გზა.
შეგახსენებთ, ენმ დღეს თბილისიდან ჭორვილას მიმართულებით საპროტესტო მსვლელობას მართავს, ჟურნალისტებიც სწორედ ამ აქციის გადასაღებად იმყოფებიან ადგილზე.
კომენტარები