მარნეულის მეორე საჯარო სკოლაში, მედიის ცნობით, 14 წლის მოზარდმა თანატოლი სკოლაში დაჭრა. ფეხის არეში მიყენებული ჭრილობით სკოლის მოსწავლე კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც პირველადი დახმარება აღმოუჩინეს.
მოზარდები ერთმანეთს გაკვეთილების მსვლელობის დროს დაუპირისპირდნენ, რა დროსაც ერთ-ერთმა ცივი იარაღი ამოიღო და თანატოლს დაარტყა. როგორ აღმოაჩნდა მოზარდს სკოლაში დანა, ამ ეტაპზე უცნობია.
დაჭრილი მოსწავლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის სახლში გაწერეს.
კომენტარები