• რეკლამა
  • კონტაქტი
22:23, სამშაბათი, 17 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ისევ აგრძელებთ “ნახალკების” ტენვას”– რომელ ორ პარლამენტარს მიმართავს ჩერგოლეიშვილი?

ალია ავტორი - ალია
18:36 10-18-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,488

“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი, საქართველოს პარლამენტის ორ დეპუტატს, ვახტანგ მეგრელიშვილს და იაგო ხვიჩიას მიმართავს და წერს:

“Vakhtang Megrelishvili Iago Khvichia
ორღობევ.
ისევ აგრძელებთ ნახალკების ტენვას.
არცერთი თეთრი არ დაუხარჯავს იმაზე კეზერაშვილს, რაც თქვენ ჩემი ხელიდან გაკეთებული სამეგრელოში ნახეთ.
არც – ერთი – თეთრი!
ყველაფერი, რაც ჩემი შეხედულებებით დაიხარჯა, ვიშოვე პირადად მე გიგასთვის.
იცით როგორ?
პირველ რიგში გიგათი!
გიგა ძალიან კარგი, ხარისხიანი პროდუქტია – თუ პოლიტიკურ პროდუქტად შეხედავ!
ჯერჯერობით, არა მასმოხმარების სამწუხაროდ, მაგრამ ხარისხიანი პროდუქტი.
იცი რაცაა!
იცი, რომ არ შეგარცხვენს, რომც დამარცხდეს!
ლამაზად ივლი მაგასთან ერთად და ეს ჩემი, როგორც კამპანიის მენეჯერის თავდაჯერებისთვის და წარმატებსთვის მნიშვნელოვანია!
მეორე – წავიკითხე ბევრი წიგნი არჩევნებზე.
ამის შემდეგ, მოვიფიქრე ბევრი იდეა, რის გაკეთებასაც ამ არჩევნებში ვაპირებდი.
დავყავი პროექტებად.
დავთვალე როგორც ბენდუქიძემ მასწავლა.
ჩამოვიარე და ნაწილ-ნაწილ მოვაგროვე – ცოტას ვითხოვდი კონკრეტული საქმისთვის და არა არჩევნების საყიდელ მილიონებს.
ბევრი უარიც მივიღე – მაგრამ ეგეც წავიკითხე წიგნებში, რომ
უარის არ უნდა შემეშინდეს და არც მეწყინოს!
მე მაგ დროს დაპირისპირებული ვიყავი თითქმის ყველა ლიდერთან ევროპულ საქართველოში, რამდენიმე ადამიანის გარდა.
უგულავასთან დაპირისპირება იყო საჯარო 2019 წლიდან – უგულავას რომ სამარცხვინოდ ვთვლი, ეს იყო საჯაროდ ცნობილი და თავმოყვარე პოლიტიკურმა კომენტატორმა (ეს როლი მოირგეთ აშკარად), ეს უნდა იცოდეს.
თუ მისმენთ და ინფორმაციად იღებთ რასაც ვლაპარაკობ, წესით ისიც უნდა გესმოდეთ რომ უგულავასთან საჯარო დაპირისპირება კეზერაშვილთან დაპირისპირებასაც ნიშნავს, უბრალოდ ეს არ გამომქონდა საჯაროდ, იმიტომ რომ კოლატერალური მსხვერპლი იქნებოდა დიდი, იმდენად ახლო სოციალური ბმა მაქვს მისი ცოლის ოჯახთან პრეისტორიული ხანიდან – ბებიების დროიდან და არც გამოვიტანდი, ყველა ზღვარს რომ არ გადასულიყო მისი უმსგავსობა და ეგზისტენციური, ნულოვანი შედეგის ბრძოლაში არ გადაზრდილიყო.
ანუ პირიქითაა ასინეთებო ყველაფერი:
კეზერაშვილს საქციელი ბოლომდე სწორედ იმან დააკარგინა, რომ მან დაინახა – ტაბულასაც და ჩვენს სხვა პროექტებსაც, არსებობა მის გარეშეც შეუძლია და მას ჩვენზე არანარი ზემოქმედებს ბერკეტი არ აქვს.
ეს რაც შეეხება 2020 წელს.
ახლა რაც შეგეხებათ თქვენ, თქვე არიფებო!
მე როგორც ვხვდები, თქვენი რიტორიკით (მაგრად კი წვალობთ) – თქვენ კაი ბიჭებს ელაპარაკებით, აი ქუჩაში ვისაც ვერ ელაპარაკებოდით ბავშვობაში, იმათ განხილავთ თქვენს პოტენციურ ამომრჩევლებად ახლა
და მათთან დიალოგში ხართ, ანტინაც კაი ბიჭებთან.
ხოდა რადგან ოჯახში ვერ გასწავლეს და ვერც სკოლაში გასწავლეს, რომ ადამიანის ცილისწამება და გადაუმოწმებელ ფაქტებზე დაყრდნობით, მისთვის რაღაცეების დაბრალება სირცხვილია!
რადგან არც მოძღვარი გყავთ (ასე მგონია) და ვერ აგიხსნათ, რომ ცილსწამება ცოდვაა.
აი ეგებ მაგ ანტინაცმა კაი ბიჭებმა აგიხსნან, რომ დაუსაბუთებლად “ნახალკების ტენვა” ფარჩაკობად ითვლება.
ამიტომ, იმაზე მოთქმას, როგორ ემთხვევა თქვენი შინაარსი ჩვენსას და როგორ არ გამოგვდის თანამშრომლობა, ადექით და ამ სიბერეში ეცადეთ, საქციელი გაასწოროთ.
უსაქციელოები ხართ და ამიტომ არ გამოგვდის თანამშრომლობაძ
არა იმიტომ რომ ჩემზე ცუდად ბაზრობთ! ეგ მკიდია.
არამედ იმიტომ, უწესოები ხართ.
რა წესებითაც მე გავიზარდე, იმ წესებში თქვენი საქციელი არ ეწერება.”
თეგები: თამარ ჩერგოლეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის
ახალი ამბები

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის

13:47 02-17-2026
თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია
ბიზნესი

თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია

13:19 02-17-2026
ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved