“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას ეხმაურება და წერს:
“აჰა, კეზერას კვლევა ნახეს ქოცმა ბიზნესმენებმა და ჩაადგნენ, შენი ჯუჯალარები იგებენ პირწმინდად 2024-ს და ფული მოგვაცემინეო.
რა თესლია კეზერაი!”
შეგახსენებთ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა: “არაფორმალურ მმართველობას რაც შეეხება, არაფერი დაფარული და დამალული არ არის. ამ შეხვედრაზე დავით კეზერაშვილის გარდა, სხვა ძალიან ბევრი საინტერესო, ბიზნესმენი, ქართველი, მათ შორის, საქართველოში მოღვაწე, რომელიც შეიძლება დღეს ითვლებოდეს ბიძინა ივანიშვილის კარზე მიღებულ ბიზნესმენად, ეს ხალხი და მათი წარმომადგენლები, ძალიან ფართო სპექტრი იყო წარმოდგენილი.”
კომენტარები