• რეკლამა
  • კონტაქტი
03:43, შაბათი, 1 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თმები ყალყზე დამიდგა, როდესაც წავიკითხე ეს ცნობა” – ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
23:45 10-15-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
10,432

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:

“ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად პოლიტიკური ცხოვრების დეპოლარიზაციას თხოვს. რა თქმა უნდა, სურვილი კეთილშობილურია. ნამდვილად წაადგებოდა საქართველოს პოლიტიკურ ველზე ნაკლები შუღლის, ზიზღის, დაძაბულობის არსებობა. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიკითხავ – შესაძლებელია კი აღნიშნული მიზნის მიღწევა? დღეს გამოცდილ, მრავალ ჭირვარამგამოვლილ დემოკრატიებსაც უჭირთ ელემენტარული წესრიგის დაცვა.

მაგალითად:

?? გერმანული მედია აქტიურად აშუქებს პოლონეთის საპარლამენტო არჩევნების პერიპეტიებს. ერთი შეხედვითაც ცხადია, თუ როგორი ტოქსიკური და პოლარიზებულია პოლიტიკური კლასი პოლონეთში.

მმართველ პარტია, ნაციონალისტურ-კონსერვატორული “სამართალი და სამართლიანობა” მთელ თავის კამპანიას სამი მოვლენის დემონიზებაზე აფუძნებს.

თვალებს არ ვუჯერებდი, როდესაც X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) იაროსლავ კაჩინსკის პარტიის ვიდეო-რგოლი ვნახე… რგოლის შინაარსი ასეთია: გერმანიის ელჩი კანცლერის დავალებით ტელეფონზე ურეკავს ვიცე-პრემიერ კაჩინსკის და პოლონეთში საპენსიო ასაკის გაზრდას ითხოვს მისგან. კაჩინსკი დაახლოებით პასუხობს, რომ ის დონალდ ტუსკის (ლიბერალური ოპოზიციის ლიდერი, ევროპის საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი, პოლონეთის ექს-პრემიერი) დონე არ არის და ტელეფონს უხეთქებს ელჩს. სრული ზღაპარი! მოკლედ, გერმანია და ტუსკი ყველა პრობლემისა და უბედურების სათავედ უნდა წარმოაჩინონ (მესამე უბედურება მიგრაციაა).

ამ მიმართულებით მმართველი პარტია ძალებს არ ზოგავს. ისინი გამალებით ითხოვენ გერმანიისგან მეორე მსოფლიო ომის დროს მიყენებული ზიანის გამო რეპარაციების გადახდას… 1953 წელს უარი რომ ვთქვით რეპარაციებზე, მაშინ პოლონეთი დამოუკიდებელი არ იყო და რუსებმა გვაიძულესო. გერმანიამ უარი რომ თქვა აღმოსავლეთის საზღვრების გადახედვაზე, ეგ აღარ გვახსოვსო. ტუსკს (რომლის გულშემატკივარი ნამდვილად არ ვარ) ფინიას, ბრიუსელის მონას, გერმანიის “გრძელ ხელს” ეძახიან. საარჩევნო კამპანია “სამართალმა და სამართლიანობამ” დიდი მიტინგით დაამთავრა, სადაც ათასობით ადამიანი სკანდირებდა ტუსკი ბერლინში გავაგდოთო.

თავის მხრივ, არც ტუსკი აკლებს ლანძღვა-გინებას მმართველ პარტიასა და მის ლიდერებს. კაჩინსკისა და მორიავეცკის დღეგამოშვებით მოიხსენიებს პინოქიოებად და ა.შ.

ულტრამემარჯვენე ოპოზიციური პარტიის “კონფედერაციის” (რომელსაც არჩევნებზე 15%-ის აღებას უწინასწარმეტყველებენ) ლიდერმა კი ერთი წინადადებით ასე გადმოსცა თავისი გუნდის მიზნები: “ჩვენ არ გვინდა ებრაელები, ჰომოსექსუალები, აბორტი, გადასახადები და ევროკავშირი”. რა უნდათ არ იციან, ვის შეებმებიან მხოლოდ ეს შეუძლიათ თქვან.

დიდ ქალაქებში მილიონიანი ანტისამთავრობო მარშები ეწყობა, რეგიონებში მილიონობით ადამიანს ეზიზღება ოპოზიცია… პოლარიზაციიაა ისეთი, დედა შვილს არ აიყვანს ხელში.

?? მეორე მაგალითად ერთი კვირის წინ გერმანიაში დასრულებულ რეგიონალურ არჩევნებს მოვიყვან.

მართლა თმები ყალყზე დამიდგა, როდესაც წავიკითხე ცნობა ბავარიის მწვანეთა პარტიის ლიდერებზე თავდასხმის შესახებ. წინასაარჩევნო მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას მთავარ კანდიდატებს აგური თუ ქვა ესროლეს. ჩვენთვის ეს არაფერს ნიშნავს, იქ კი გული გაუსკდათ.

ულტრამემარჯვენე AfD-ს თანათავმჯდომარე, ტინო ხრუპალა კი ამტკიცებს, რომ ინგოლშტადტში (ბავარია) მიმდინარე წინასაარჩევნო შეხვედრისას, სელფის გადაღებისას მას მკლავში შეარჭვეს ამოუცნობი ნივთიერებით სავსე შპრიცი. არც მეტი და არც ნაკლები! ჩვენთვისაც კი (ქვეყნისთვის, სადაც პოლიტიკური ოპონენტებისთვის თავზე კოლგოტის ჩამოცმაც კი უცდიათ) გაუგონარი ამბავია.

? მოკლედ, მთელი მსოფლიო პოლარიზებულია და ჩვენ თუ ვერ დავალაგეთ სიტუაცია, ამის გამო ნუ დაგვტოვებთ მარტო თურქეთსა და რუსეთს შორის.”

თეგები: ლევან ლორთქიფანიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:57 07-31-2026
კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”
ახალი ამბები

კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”

16:16 07-31-2026
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი
ახალი ამბები

როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი

15:40 07-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved