• რეკლამა
  • კონტაქტი
21:09, კვირა, 16 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ოჯახის სფეროში თანამშრომლობა – რა დოკუმენტებს მოაწერეს ხელი საქართველომ და უნგრეთმა?

ალია ავტორი - ალია
21:03 10-12-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
918

10 დოკუმენტს შორის, რომელსაც საქართველოსა და უნგრეთის მთავრობებმა მოაწერეს ხელი, ოჯახის სფეროში თანამშრომლობის შესახებ თანამშრომლობის ოქმიცაა. საქართველოს მხრიდან მას ხელი  განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა  გიორგი ამილახვარმა, ხოლო უნგრეთის მხრიდან – უნგრეთის შს და კულტურისა და ინოვაციების მინისტრებმა მოაწერეს ხელი:

ხელი მოეწერა ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, უნგრეთის კულტურისა და ინოვაციების სამინისტროსა და უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის განათლების, მეცნიერებისა და ოჯახის სფეროში თანამშრომლობის შესახებ თანამშრომლობის ოქმს.

საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა − გიორგი ამილახვარმა.

უნგრეთის მხრიდან დოკუმენტს ხელი უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა − შანდორ პინტერმა და უნგრეთის კულტურისა და ინოვაციების მინისტრმა − იანოშ ჩაკიმ მოაწერეს.

ცნობისთვის, გარდა ამ ხელშეკრულებისა, გაფორმდა შემდეგი დოკუმენტები:

საქართველოსა და უნგრეთს შორის ერთობლივი დეკლარაცია.

გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და უნგრეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის.

ხელი მოეწერა ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და უნგრეთის ფინანსთა სამინისტროს შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, აგრეთვე − საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და უნგრეთის ფინანსთა სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს.

ხელი მოეწერა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და უნგრეთის თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ დეკლარაციას.

ხელი მოეწერა ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და უნგრეთის იუსტიციის სამინისტროს შორის მართლმსაჯულების სფეროში 2024-2025 წლების პერიოდისათვის თანამშრომლობის სამუშაო გეგმას.

ხელი მოეწერა ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, უნგრეთის კულტურისა და ინოვაციების სამინისტროსა და უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის განათლების, მეცნიერებისა და ოჯახის სფეროში თანამშრომლობის შესახებ თანამშრომლობის ოქმს.

ხელი მოეწერა ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს შორის 2024-2026 წლებისთვის „STIPENDIUM HUNGARICUM“ პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს.

ხელი მოეწერა ასევე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და უნგრეთის მშენებლობისა და ტრანსპორტის სამინისტროს შორის მწვანე, მდგრადი და სოციალურად ინკლუზიური ინფრასტრუქტურისა და ურბანული განვითარების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს.

ხელი მოეწერა ასევე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და უნგრეთის ენერგეტიკის სამინისტროს შორის წყალმომარაგებისა და ნარჩენების მართვის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved