• რეკლამა
  • კონტაქტი
15:26, კვირა, 11 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არიან თუ არა უდანაშაულო ადამიანები პასუხისმგებლები თავიანთ თანამემამულეთა სისასტიკეებზე? – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
16:53 10-12-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
217
აშშ-ს მასაჩუსეტის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული: 
არიან თუ არა უდანაშაულო ადამიანები პასუხისმგებლები თავიანთ თანამემამულეთა სისასტიკეებზე?
პირველად ამ დილემაზე ალბათ 1945-ში დაფიქრდნენ ამერიკელები, როდესაც საკონცენტრაციო ბანაკები გაათავისუფლეს.
რუსებს შეგნებულად არ ვახსენებ. მათი ინტელექტისა და ჰუმანიზმის ზოგადი, სახელმწიფო დონე ახლაც პირუტყვების კატეგორიაშია და მაშინ რა იქნებოდა.
პირველად გენერალმა პატონმა გასცა ბრძანება, უბრალო გერმანელი მოქალაქეები ძალით მიეყვანათ საკონცენტრაციო ბანაკებში ნახევრად გახრწნილი ცხედრების დასამარხად. არსებობს ამის დოკუმენტური კადრები. ვუყურებდი მოხუცების, ქალების, ბავშვების შეშინებულ, წაშლილ სახეებს, რომლებიც ორმოებში ალაგებდნენ დასახიჩრებულ, აქოთებულ გვამებს და ვცდილობდი წარმომედგინა, რას განიცდიდნენ. საშინელ სისასტიკეში გადავიდა მერე გერმანული მოსახლეობის ეს ე.წ. “განათლების” აქტები. ამერიკელი სამხედროები აიძულებდნენ მოქალაქეებს, რომ უკვე დამარხული მიცვალებულები ამოეთხარათ და თავიდან, “წესიერად” დაემარხათ. ხშირად ეს გვამები სახიფათო ინფექციური დაავადებებით გარდაცვლილთ ეკუთვნოდათ, მაგრამ ჯარისკაცებს ეს “ეკიდათ”, თავად აირწინაღებით იცავდნენ თავს. არაერთი გერმანელის ფსიქიკამ ვერ გაუძლო ამ საშინელ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას და სუიციდით დაასრულა სიცოცხლე. ბევრი დოკუმენტური ფაქტი არსებობს გამარჯვებულ სამხედროთა მიერ გამოვლენილ სისასტიკეებზე.
მაშინდელმა პროგრესულმა მსოფლიომ მიიღო დამნაშავე გერმანელი ერის “განათლების” მსგავსი მეთოდები. რა მოხდებოდა, ეს “გაკვეთილები” რომ არ მიეღო გერმანელებს?
რა დააშავეს გერმანელმა პატარა გოგო-ბიჭებმა, რომ ასეთი საზარელი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტრავმა მიიღეს?
იყვნენ ისინი პასუხისმგებელნი თავიანთი უფროსი თაობის დანაშაულებებზე?
არსებობს ამ კითხვებზე პასუხი?
იქნებ ამ კითხვებზე პასუხი ის ახალი გერმანიაა, სადაც ნაციზმზე ნებისმიერი სახის სენტიმენტებიც კი დანაშაულად ითვლება?
რატომ აღარ გაუჩნდა კიდევ ერთხელ, სასტიკად დაჩაგრულ გერმანელ ერს, შურისძიების სურვილი არაადამიანური დამცირებისათვის?
იქნებ არ იყო ამერიკული არმიის ასეთი სიმკაცრე ზღვარსგადასული, თუკი საბოლოოდ გერმანელ ერს კათარზისისთვის გამოადგა?
უპასუხო კითხვებია; რიტორიკული.
ასევეა დღესაც.
ვერც კანონიერი შურისძიების სურვილით შეპყრობილი ადამიანების რეაქციას განსჯი და ვერც იმ ადამიანების ტკივილს აარიდებ თვალს, რომლებიც თავიანთი თანამემამულეების პირუტყვობისათვის უღვთოდ ისჯებიან.
მსგავსი მასიური კატასტროფების დროს იურისპრუდენცია ისვენებს და შიშველი ემოცია ხდება მთავარი მსაჯული.
ალბათ ერთადერთი, რაც ამ დროს შეიძლება გააკეთო, უნდა სცადო რომ დარჩე ადამიანად და ყველანაირად აარიდო თავი გაპირუტყვებას. დანარჩენს კაცთა სამყაროს “სამართალი” მიხედავს და როგორც ყოველთვის, გამარჯვებულები და ცოცხლად დარჩენილნი დაწერენ ისტორიას.
თეგები: ზურაბ გურული

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!

00:00 10-10-2026
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

16:47 10-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:49 10-09-2026
არქი გრანდ ავენიუ
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა

14:37 10-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved