პარლამენტთან საპროტესტო აქციის დროს ლაზარე გრიგორიადისის მამა დააკავეს. სამართალდამცავებმა აქციის დროს ბექა გრიგორიადისის გარდა კიდევ ერთი პირი, ბექა გრიგორიადისის ძმა დააკავეს. მათი დაკავების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
პარლამენტთან აქცია ამ წუთებშიც გრძელდება – კარვები, დროშები, საყვირები, ხმის გამაძლიერებლები და ბანერებიც – ყველა ის ატრიბუტიკა, რომელიც დღის ბოლოს, დიდი ალბათობით, უკანონო ნივთებად იქცევა, სამოქალაქო აქტივისტებმა ისევ ქუჩაში გაიტანეს.
კომენტარები