• რეკლამა
  • კონტაქტი
01:10, ორშაბათი, 12 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვტკბები, ირაკლი კობახიძე აღმოვაჩინე, როგორც იურისტი!” – ნიკოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
17:21 10-05-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,643

სასამართლო სამედიცინო ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი:

“მხოლოდ ერთ საქმეზე მომიწია საკონსტიტუციო სასამართლოში დაკითხვა. თვითონ საკონსტიტუციო სასამართლო სისხლის სამართლის საქმის განხილვისგან ძალიან განსხვავდება; თეორიული მსჯელობის, ანალოგიების, თეორიული დაშვებების საშუალებას იძლევა.
მესამე დღეა ინტერესით ვუყურებ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა-არდარღვევის განხილვას და ირაკლი კობახიძე აღმოვაჩინე, როგორც იურისტი!!! გულწრფელად ვტკბები! პროფესიული ცოდნა, სწრაფი გააზრება და კითხვების სწორად დასმის უნარი-ეს ნიჭია!
კითხვის დასმას რამხელა ცოდნა, მთავარის და მეორეხარისხოვანის “გადარჩევა”, კულტურა და გააზრება სჭირდება, ეს კიდევ ცალკე ცოდნა, ტექნიკა, ჩვევა, გამოცდილება და ნიჭია!
კითხვის დასმა ამ კრიტერიუმებით ძალიან უჭირს მაია კოპალეიშვილს, რაც ზოგადად, აზროვნების სტილზე მიუთითებს. არ ვაკნინებ. ეს ნიჭის, გამოცდილების, პრიორიტეტების დალაგების უნარის, მთავარის მეორეხარისხოვნისგან გამიჯვნის უნარის, სწრაფი გააზრების, ლოგიკური (და არა ასოციაციური) აზროვნების, ანალიტიკური აზროვნების, ცოდნის, კულტურის და კიდევ ბევრი მდგენელის ჯამია!
სხვათაშორის, ამ დღეებში, მეგობართან ვმსჯელობდი და შევეცადეთ, ჩამოგვეთვალა ჟურნალისტები, რომლებმაც იციან კითხვის სწორად დასმა…ცოტა აღმოჩნდა. უმეტესობა ნახევარსაათიან კითხვას სვამს, თავის მოსაზრებებს და კონტექსტს განიხილავს, გამჭრიახი უნდა იყო, რომ იქ კითხვა ამოიცნო, ან, კიდევ უკეთესი, უპასუხებ იმას, რაც გინდა :))))))
პასუხის გაცემის უნარი კიდევ ცალკე სწრაფი გააზრების, ცოდნის მოხმობის ნიჭია.
ორატორული ნიჭი, ნიჭია.
წერის ნიჭი-კიდევ.
ბრავო, ირაკლი კობახიძე!!!
ხო, გენეტიკა თავის როლს თამაშობს, უდავოდ! . . .
P.S. სტალინისთვის უკითხავთ, ინტელიგენტი რომ გერქვას, რა არის საჭიროო. სამი ინსტიტუტის დამთავრებაო, უპასუხია სტალინს. რომლისო, ჰკითხეს. სულერთია, ოღონდ სამ თაობაშიო, ჩაუღიმია იოსებ ბესარიონის ძეს.”
თეგები: მაია ნიკოლეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!

00:00 10-10-2026
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

16:47 10-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:49 10-09-2026
არქი გრანდ ავენიუ
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა

14:37 10-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved