• რეკლამა
  • კონტაქტი
10:43, პარასკევი, 27 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს პატივი არ ვიკმარე და მე თვითონაც გავხდი მასწავლებელი” – რა ვიდეოს ავრცელებს მარიტა გუტაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:39 10-05-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
236

მარიტა გუტაშვილი, ავრცელებს ვიდეოს და წერს:

მასწავლებელი❤️
ადამიანი ვინც ცხოვრებას გაცნობს, გასწავლის და თვალსაწიერს გიფართოვებს განვითარების გზაზე…
?პატივი მერგო მყოლოდა სასწაულად კარგი მასწავლებლები, ვინც გამზარდა ადამიანად. მადლობა მათ, ჩემი და-ძმაც მათ აღმიზარდეს სასწაულ ადამიანებად. სიმონ სხირტლაძის სახელობის ონის საჯარო სკოლა
?ეს პატივი არ ვიკმარე და მე თვითონაც გავხდი მასწავლებელი. მყავდა ქართველი აღსაზრდელები(ვასწავლიდი ჩინურს და ინგლისურს), ჩინელი ( ვასწავლიდი ინგლისურს) და კიდევ ამერიკელი მოსწავლეები(ვასწავლი ჩინურს) . სასწაულია პატარებთან ურთიერთობა. საკუთარ თავზე იმდენს გასწავლიან , მთელი ცხოვრება თავად რომ ვერ გამოარკვევ. ჩემთვის არაჩვეულებრივად მიმზიდველი პროფესიაა და იმედი მაქვს ისევ მექნება შანსი გავაგრძელო ამ პროფესიაში განვითარება. მსგავსი პასუხისმგებლობა ავიღე იმიტომ, რომ მინდოდა ძალიან ბევრის თვალებში სხვანაირი მზე ამენთო (კვალიფიკაციაც შესაბამისი მაქვს ).
?ძალიან დიდი ნდობა გამომიცხადა სოფ. გლოლის საჯარო სკოლამ, მაშინ როცა თხოვნით მივმართე, რომ სკოლის აღსაზრდელებს დამატებით გაკვეთილს ჩავუტარებდი ინგლისურში( რა თქმა უნდა, უსასყიდლოდ, სანამ ვინმე იფიქრებს რომ ვფულაობდი , აქვე ავღნიშნავ) . გაკვეთილები ტარდებოდა ონლაინ სივრცეში. ეკრანიდანაც კი ჩანდა ბავშვების ბრჭყვიალა თვალები.
?ამ კადრში დაინახავთ ლუკა დუდაშვილს, ჩემს ერთ-ერთ ანგელოზს შოვიდან, ვინც ასევე გვერთვებოდა დიდი სიხარულით. ცოტათი დიდი იყო ყველა ბავშვი მასზე, და ცდილობდა სერიოზული სახით, დიდი ბიჭივით დამჯდარიყო ხოლმე გაკვეთილზე. ყველა დავალებას აკეთებდა რომ არ შერცხვენილიყო. მისი მოცეკვავე ხელები კი მაინც იმას ამბობდა, რომ პატარა, ტკბილი გული უცემდა მკერდში. უხაროდა ყველას, ლუკას განსაკუთრებით … აქ მარტო ინგლისურს არა, სიყვარულა და სიკეთის უანგარო კეთების მნიშვნელობას ვსწავლობდით. უნდა გავზრდილიყავით ერთად. ასე არა…
?ჩემს ყველა აღსაზრდელს ვუსურვებ ბედნიერ, ნათელ და მშვიდ მომავალს. მინდა ბრჭყვიალა თვალებით უყუროთ სამყაროს ძააალიან დიდხანს.
❤️გილოცავთ მასწავლებლის დღეს, საქართველოსთვის სასახელო შვილები აღგეზარდოთ ყველას.
http://
თეგები: მარიტა გუტაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისიმ და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს
ახალი ამბები

თიბისიმ და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს

14:59 11-26-2026
სიახლე PSP-ში – ფრანგული Neutraderm-ის დერმოკოსმეტიკური საშუალებები მთელი ოჯახისთვის
ახალი ამბები

სიახლე PSP-ში – ფრანგული Neutraderm-ის დერმოკოსმეტიკური საშუალებები მთელი ოჯახისთვის

12:36 11-26-2026
სელფი მობაილი DataFest Tbilisi 2026-ის სპონსორია
ახალი ამბები

სელფი მობაილი DataFest Tbilisi 2026-ის სპონსორია

17:32 11-25-2026
თიბისი გლობალური კამპანიის „დავრეკოთ ზარი ბავშვებისთვის“ მხარდამჭერი გახდა
ახალი ამბები

თიბისი გლობალური კამპანიის „დავრეკოთ ზარი ბავშვებისთვის“ მხარდამჭერი გახდა

16:22 11-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved