„ტვ პირველის“ გადაცემა რეაქციაში ინგა გრიგოლია დახეული ჯინსებით წარსდგა მაყურებლის წინაშე და თქვა:
„ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც, როგორც ჩანს ხელისუფლებისთვის დახეული ჯინსები და ბერეტი კომპრომატია. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც თუ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი პატიმართან ყავას სვამს და შოკოლადს ჭამს- კომპრომატია. ამ დროს, როცა პატიმართან მისული მნახველი იქცევი ისე, როგორც მისი თანამოსაკნე, ჩემი აზრით, ცუდი კი არა, კარგი უნდა იყოს. მე როცა იუსტიციის მინისტრის განცხადებას ვისმენდი დახეულ ჯინსებსა და ბერეტზე, მეგონა, რომ მომეჩვენა.
„როდესაც თქვენი წარმომადგენელი მოვიდა შეხვედრაზე ერთ-ერთ პატიმართან. მან ორჯერ აადუღებინა ყავა პატიმარს, შეუჭამა შოკოლადი, მოუწია სიგარეტი და შემდეგ მისი საპირფარეშოთიც ისარგებლა. იყო დახეული ჯინსებით და ბერეტით, ასეთ ადამიანს ოპერაშიც კი არ შეუშვებენ“ – ზუსტად ეს სიტყვები თქვა წულუკიანმა. მე კი თავს უფლება მივეცი და დახეული ჯინსებით პირდაპირ ეთერში გამოვედი. ამის შემდეგ უფრო ხშირად გადავწყვეტ, რომ ასე თავისუფლად წავიყვანო გადაცემა“
კომენტარები