• რეკლამა
  • კონტაქტი
19:17, ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უკრაინის დამარცხებასაც არ დაუშვებენ, მაგრამ არც კრემლს ააფეთქებენ” – რა არ აპატიეს მაკარტის და რატომ გადააყენეს სპიკერობიდან? – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
15:04 10-04-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
255
აშშ-ს მასაჩუსეტის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული: 
რადიკალი კონგრესმენი რესპუბლიკელების უმცირესობამ ასევე რესპუბლიკელი კევინ მაკარტი სპიკერობიდან გადააყენა. მაკარტის არ აპატიეს დემოკრატებთან ერთგვარი ფლირტი. არადა, ობიექტურად, მაკარტი ცდილობდა სამთავრობო კრიზისის თავიდან აცილებას, ამიტომ მონახა საერთო ენა დემოკრატებთან. თუმცა, იგივე დემოკრატებს არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ, მაკარტის მოცილებაში დახმარებოდნენ რადიკალ რესპებს.
მაკარტის ბრალი ასევე დასდეს პრეზიდენტ ბაიდენთან მოლაპარაკებაში, უკრაინისათვის დაფინანსების ალტერნატიული წყაროს მოსანახად. კონგრესის დემოკრატებმა რეალურად ძალიან სულელური სვლა გააკეთეს რადიკალი რესპების მხარდაჭერით. ისინი იმედოვნებენ რომ ამ გზით კრიზისს გამოიწვევენ რესპუბლიკურ პარტიაში; მაგრამ ეს კრიზისი ისევ მათ რომ დაარტყამს მალე, ამაზე არ ფიქრობენ.
რადიკალი რესპები მაკარტის პრეტენზიას უყენებენ, რომ საკმარის ძალისხმევას არ იჩენდა რესპების მოთხოვნების გასატანად. რა არის ეს მოთხოვნები? გადავხედოთ:
ამერიკელი სამხედროების გაგზავნა მექსიკაში, იქაური კარტელების გასანადგურებლად;
უკანონო ემიგრანტების, ან ტურისტების მიერ ამერიკაში გაჩენილი ბავშვებისთვის მოქალაქეობის მინიჭების შეწყვეტა;
კრიმინალებთან საბრძოლველად დიდ ქალაქებში ეროვნული გვარდიის გაგზავნა …
როგორც ხედავთ, ძალიან ლოგიკური მოთხოვნები აქვთ რესპუბლიკელებს. დემოკრატებს ამაზე საუბარიც არ სურთ. როდესაც რადიკალი რესპების ლანძღვას ვიწყებთ, მართებული იქნება იმის გააზრებაც, რომ მათი მოთხოვნების დიდი ნაწილი საკმაოდ გონივრულია.
რეალურად, რუსეთსა თუ ჩინეთს სწორედ ამ პროცესების დაწყება არ სურთ. დიდ ქალაქებში თუ კრიმინალთა არეულობის საფრთხე მოიხსნება, ან მექსიკაში კარტელები განადგურდება და საზღვარი გაკონტროლდება; ან გაქსუებულ, ფულიან რუსებსა და მათ სატელიტებს ორსული ცოლების ამერიკაში ჩაყვანა და იქ ამერიკის მოქალაქე შვილების გაჩენა რომ აღარ შეეძლებათ, როგორ ფიქრობთ, ეს ხელს აძლევს ან რუსებს, ან ჩინელებს? ხომ არის ამიტომ სუფთა აბსურდი იმის მტკიცება, რომ რადიკალი რესპები პრო-პუტინისტები არიან.
რაც შეეხება იზოლაციონიზმსა და რუსეთისათვის ე.წ. საკუთარი სივრცის დატოვებას, ეს ძველი პოლიტიკური დოქტრინაა, კისინჯერის დროინდელი. იცით ვინ არის ამჟამად ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს შეფი? კაცი, რომელიც „გადატვირთვის“ პოლიტიკის ერთერთი მთავარი არქიტექტორია. ამრიგად, სრული აბსურდია ამერიკულ პოლიტიკაზე მსჯელობისას პრიმიტიული კლიშეებით აზროვნება და იმის მტკიცება, რომ ესა თუ ის ამერიკელი ლიდერი ან ერთგვაროვნად ცუდია, ან ერთგვაროვნად კარგი.
რაც შეეხება უკრაინასთან დამოკიდებულებას, ორივე ამერიკულ პოლიტიკურ მიმართულებას, რესპებსაც და დემოკრატებსაც ეშინიათ უკრაინის სწრაფი გამარჯვების და რუსეთის სრული განადგურების. მათ ეშინიათ უზარმაზარ სივრცეზე უკონტროლო ქაოსის შექმნის; ცდილობენ, ეს დემონტაჟი მოხდეს ძალიან ფრთხილად და ძალიან ნელა. ამიტომ გაგრძელდება ეს ომი. უკრაინის დამარცხებასაც არ დაუშვებენ; ეს უკვე გამორიცხულია; მაგრამ არც კრემლს ააფეთქებენ. ლოგიკურად რაღაც კომპრომისული შეთანხმების მიღწევა მოხდება ალბათ ბოლოს. მაგრამ ეს ყველაფერი საბოლოოდ ამერიკული არჩევნების დასრულების შემდეგ უფრო გაირკვევა.
სწორედ ამიტომ არის ამჟამად საქართველოც კრიტიკულ სიტუაციაში. პასიური ლოდინის პოლიტიკა და საზღვარგარეთის იმედზე ყოფნა შესაძლოა დასრულდეს საქართველოს რუსული გავლენის სივრცეში დატოვებით. არავის ჰქონდეს იმის ილუზია, რომ რუსულ-ჩინურ პარაკრიმინალურ სივრცეში ნორმალურად იცხოვრებს, რა თანამდებობის პირიც არ უნდა იყოს, ან რა ქონებასაც არ უნდა ფლობდეს.
საქართველო ისევ გადავიდა ციხიდან მართვაზე. რეალურად, კრიმინალი მართავს პოლიტიკურად ქართულ სოციუმს და მის ცნობიერებასაც სრულად აკონტროლებს. და ეს კონტროლი უკვე მოზარდების დონეზეა დასული. თუმცა, ეს იყო ქართული სოციუმის ე.წ. საკონტროლო პაკეტის შეგნებული არჩევანიც.
თეგები: ზურაბ გურული

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა

14:24 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved