• რეკლამა
  • კონტაქტი
19:56, კვირა, 21 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, საქართველოს ხელისუფლებამ ჩაიდინა დანაშაული თურქეთის ხელისუფლების ზეწოლის შედეგად” – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
23:21 10-02-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,852

პარლამენტის წევრი, რომან გოცირიძე:

“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი” გაიყიდა. მანამდე არაერთი მცდელობა იყო მისი განადგურებისა, ისევე როგორც გაანადგურეს დემირელის სისტემის სკოლები და მათი თურქი ეროვნების მასწავლებლები მოაქციეს რეპრესიების ქვეშ.

საქართველოს ხელისუფლებამ ჩაიდინა დანაშაული თურქეთის ხელისუფლების ზეწოლის შედეგად, ფეხქვეშ გათელა კანონი და უსამართლოდ და თავხედურად დახურა სკოლები. მოვა დრო, გამოძიებული იქნება ეს ისტორია და ყველა საკადრისად დაისჯება.

მიუხედავად მრავალი მცდელობისა, უნივერსიტეტი ვერ დახურეს, ვერ მოერივნენ. ძალიან დიდი იყო საგარეო და საშინაო მხარდაჭერა.

ან განადგურება ან გაყიდვა-ასეთი იყო ულტიმატუმი და როგორც დამთავრდა, კი ვხედავთ. თუ რაიმე არის ამაში კარგი, უნივერსიტეტი ისევ ორმა ქართულმა უმაღლესმა სასწავლებელმა იყიდა და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ექნება მას განვითარების შანსი.

ორიოდე სიტყვით ამ უნივერსიტეტზე შინაურის თვალით. დიდი ხანია ვარ ამ უნივერსიტეტის პროფესორი. ვიცი ყველა დეტალი იმ რეპრესიებისა, რასაც ხელისუფლება ეწეოდა უნივერსიტეტისა და სკოლების მიმართ. ისინი არ იყვნენ თურქული საგანმანათლებლო დაწესებულებები, როგორც მოიხსენიებენ ხოლმე. ისინი იყვნენ ქართულენოვანი ( გაძლიერებული ინგლისურენოვანი სწავლებით) საგანმანათლებლო სისტემის ნაწილი. თურქები ( არა მხოლოდ თურქეთის მოქალაქეები) იყვნენ დამფუძნებლები, ასევე შეადგენდნენ იქ დასაქმებული პედაგოგიური და ადმინისტრაციული პერსონალის ნაწილს. დღეს მათი აბსოლუტური უმრავლესობა გადახვეწილია ამერიკაში თუ ევროპაში და ლტოლვილებად აფარებენ იქ თავს. 28 წლის განმავლობაში ისინი პატიოსნად და კვალიფიციურად ემსახურებოდნენ ქართველი მოზარდებისა და სტუდენტების აღზრდას.

რომ მითხრათ, ერთი სიტყვით დაახასიათე ამ სიტემაში დასაქმებული თურქებიო, პირველი, რაც მომდის აზრად, არის წესიერება. ორხან ფამუკის რომანების შემდეგ თუ ვინმემ იქონია ჩემზე თურქ ადამიანზე კეთილი განწყობის შექმნაზე გავლენა, პირველ რიგში ეს ხალხია. სამწუხაროდ, აქ თითზე ჩამოსათვლელიღა დარჩნენ, ზოგი წავიდა, ზოგი გააგდეს. მადლობა მათ.

დავრჩები თუ არა შავი ზღვის უნივერსიტეტში, ამის თაობაზე გადაწყვეტილებას მოგვიანებით მივიღებ.

ვინც იქ სწავლა გადაწყვიტა, არავის უნანაია. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ახალი მესაკუთრეები გააგრძელებენ ძველ ტრადიციას და შეუნარჩუნებენ უნივეტსიტეტს დამოუკიდებლობას და ხარისხს.”

თეგები: რომან გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved