• რეკლამა
  • კონტაქტი
21:00, კვირა, 11 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პოლიტიკური შიზოფრენია რთულად იკურნება, პრეზიდენტო” – კარასინი ზურაბიშვილს აკრიტიკებს

ალია ავტორი - ალია
11:31 10-02-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
132

“პოლიტიკური შიზოფრენია რთულად იკურნება, ქალბატონო პრეზიდენტო!” – რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი Telegram-ზე პოსტს აქვეყნებს და საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს.

კარასინი წერს, რომ ზურაბიშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ “თუ უკრაინა [რუსეთს] წინააღმდეგობას არ გაუწევს, საქართველო და ბალტიის ქვეყნები შესაძლოა იყვნენ შემდეგი, რომლებსაც თავს დაესხმება”, “ღრმააზროვანია”.

“საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მორიგი ღრმააზროვანი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, თუ უკრაინა წინააღმდეგობას არ გაუწევს, საქართველო და ბალტიის ქვეყნები შესაძლოა იყვნენ შემდეგი, რომლებსაც რუსეთი თავს დაესხმება.

პოლიტიკური შიზოფრენია რთულად იკურნება, ქალბატონო პრეზიდენტო. რატომ არ ახსენეთ ამ შემთხვევაში მეტად შორეული სამიზნეები – გერმანია, შვეიცარია ან მალტა? განა უფრო ადვილი არ არის გავიხსენოთ, ცივი ომის დასრულების შემდეგ და იმ დაპირების შემდეგ, რომ NATO აღმოსავლეთისკენ არ გაფართოვდებოდა, როგორ დაიწყო NATO-ს სამხედრო პოლიტიკურმა ბლოკმა და მისმა საცეცებმა არასამთავრობო სტრუქტურების სახით ნახტომებით რუსეთთან მიახლოება. აღმოსავლეთ ევროპის, შემდეგ კი პოსტსაბჭოთა სივრცის დასავლური დამუშავების სამი ათწლეულის მიზნები აშკარაა. მათ უკვე დახურეს მჭიდრო რგოლი ჩვენი ქვეყნის გარშემო. უკრაინა არის ბოლო საზღვარი, სადაც შეიქმნა პლაცდარმი რუსეთთან დაპირისპირებისთვის. ამის მიზნებიც ნათელია.

ასე რომ, არ ღირს საკუთარი თავის შეშინება!”, – წერს კარასინი Telegram-ზე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved