• რეკლამა
  • კონტაქტი
20:00, სამშაბათი, 8 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ფაჩუჩი საბერძნეთიდან საქართველოში ჩამოაბრძანეს

ალია ავტორი - ალია
15:20 10-01-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
306

ჩოხატაურში, კუნძულ კერკირადან (საბერძნეთი) წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ფაჩუჩი ჩამობრძანდა. აღნიშნულთან დაკავშირებით წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის საკათედრო ტაძარში წირვა აღევლინა.

არქიმანდრიტ მარკოზ გურგრნიძის განცხადებით, ფაჩუჩი ძალიან დიდი სიწმინდეა.

„დიდი სიწმინდე შემობრძანდა ჩოხატაურში, გურიაში, შემოქმედის ეპარქიაში. ღვთის მადლითა და წყალობით, მეუფე იოსების ლოცვა- კურთხევით, ეპარქიას საბერძნეთიდან ჩამობრძანდა წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სასწაულმოქმედი ე.წ. ფაჩუჩი. ძალიან დიდი სიწმინდეა. ეს ფაჩუჩი არ არის ჩვეულებრივი. სასწაულმოქმედება იმაში გამოიხატება, რომ ცვდება. ყოველ წელს უცვლიან წმინდანს ამ ფაჩუჩს. ეს იმიტომ რომ ვინც მას ევედრება, დასახმარებლად მასთან მიდის. ფაჩუჩი ხილული სასწაულია, იმისა როგორ გვევლინებიან წმინდანები, გვეხმარებიან და როგორ გვიადგანან გვერდზე და რა ძალა აქვს ლოცვებს„,- განაცხადა არქიმანდრიტმა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მინდია ჟღერიას განცხადებით, წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ფაჩუჩი წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის ტაძარში იქნება დაბრძანებული. სიწმინდე ტაძარს გადაეცა და მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, მოილოცონ.

ინფორმაციისთვის, წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი დაიბადა კუნძულ კვიპროსზე დაახლოებით 270 წელს. გაიზარდა ღარიბ ოჯახში და ახალგაზრდობაში მწყემსი იყო. მას ჰყავდა მეუღლე და ქალიშვილი ირინე. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ სპირიდონმა მონასტრული გზა აირჩია. ქალიშვილი ირინეც მონაზვნად აღიკვეცა. სპირიდონი ღვთივსათნო ცხოვრებას ეწეოდა და მთელ თავის ქონებას გაჭირვებულ ახლობლებსა და მწირ-ობოლთ ახმარდა. ამისათვის უფალმა მას სასწაულთქმედების ნიჭი მოჰმადლა – იგი უკურნებელ ავადმყოფებს კურნავდა და ეშმაკებს სდევნიდა.

წმინდა სპირიდონმა რომის იმპერატორ გალერიუს მაქსიმიანუსის (Galerius Valerius Maximianus; რომის იმპერატორი იყო 305-311 წწ.) პერიოდში დევნა განიცადა, მაგრამ ხანდაზმულობამდე მიაღწია და მშვიდობით მიიცვალა კვიპროსზე, მშობლიურ ქალაქ ტრიმიფუნტში, დაახლოებით 80 წლის ასაკში.

წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სხეული სასწაულებრივად, უხრწნელად არის შემონახული დღევანდელ დღემდე. თავდაპირველად წმ. სპირიდონი დაკრძალეს ტრიმიფუნტის წმიდა მოციქულთა სახელობის ტაძარში. აქ წმიდანის ნეშტი VII საუკუნემდე განისვენებდა. შემდეგ არაბების თავდასხმის გამო კონსტანტინოპოლში გადაასვენეს, რომლის დაცემის შემდგომ, 1453 წლის 29 მაისს მღვდელმა გიორგი კალოხერეტმა წმინდანის ნეშტი ჯერ სერბეთში წააბრძანა, ხოლო იქიდან 1460 წელს კუნძულ კორფუზე წაასვენა. 1204 წელს, როდესაც ჯვაროსნებმა კონსტანტინოპოლი აიღეს და დაარბიეს, მათ წმ. სპირიდონის უხრწნელ ნეშტს მარჯვენა ხელი მოჰკვეთეს და რომში გადაასვენეს, სადაც 1984 წლამდე იყო დასვენებული. შემდგომში წმ. სპირიდონის მარჯვენა ისევ კორფუში გადაასვენეს, სადაც იგი დღემდე უხრწნელად ინახება მისსავე სახელზე აგებულ ტაძარში.

წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის უხრწნელმა სხეულმა, რომელიც კუნძულ კერკირის უდიდეს სიწმინდეს წარმოადგენს, მრავალჯერ იხსნა კუნძული სხვადასხვა განსაცდელებისგან. კუნძული კერკირა იყო საბერძნეთში ერთადერთი ტერიტორია, რომელიც თურქებმა ვერ დაიპყრეს. წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სხეული თბილია და მუდმივად 36.6 ტემპერატურას ინარჩუნებს. მისი უხრწნელი სხეული ყოველთვის იწვევდა მართლმადიდებელი და არამართლმადიდებელი ფიზიოლოგების გაოცებასა და აღტაცებას. წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელს ოქრომკედით ნაქარგ აბრეშუმის ფაჩუჩებს აცმევენ, რომელსაც წელიწადში 3-4-ჯერ უცვლიან, რადგანაც გაცვეთილი ხვდებათ ხოლმე. წმინდანის ფაჩუჩებს მორწმუნე მრევლში ანაწილებენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?
ახალი ამბები

გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?

17:25 07-08-2025
7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად – თიბისი
ახალი ამბები

7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად – თიბისი

15:44 07-08-2025
6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის
ახალი ამბები

6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის

14:22 07-08-2025
თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის
ახალი ამბები

თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის

13:39 07-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved