• რეკლამა
  • კონტაქტი
00:41, სამშაბათი, 8 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვანო ბურდული: წალენჯიხის მუნიციპალიტეტში უპრეცედენტო პროექტი განხორცილდა

ალია ავტორი - ალია
13:42 09-28-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
321

წალენჯიხაში პირველკლასელთა კვებითი უზრუნველყოფის პროგრამა გრძელდება. უპრეცედენტო პროექტი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის,გიორგი ხარჩილავას ინიციატივით ამოქმედდა.

“ჩვენ, ისევე, როგორც წინა წელს, ამ სასწავლო წელსაც დავიწყეთ ბავშვების კვებით უზრუნველყოფის პროგრამა. პირველკლასელები უზრუნველყოფილნი იქნებიან სპეციალური ბარათებით, სადაც დარიცხული იქნება დღეში 4 ლარი, ანუ, კვირის განმავლობაში 20 ლარიანი ლიმიტით და ცხადია, გრძელდება ამ პროგრამის განხორციელება, რადგან ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა მოსახლეობაში და ბავშვებიც კმაყოფილები არიან, რადგან მათ თავიანთი გემოვნებით შეუძლიათ იყიდონ ის, რაც სჭირდებათ. ამჯერად, რაოდენობა თითქმის იგივეა და 265 პირველკლასელ მოსწავლეს შეადგენს, რომლებსაც დღეს გადაეცათ ეს ბარათები, ხოლო სარგებლობა უკვე ხვალიდან იქნება შესაძლებელი,- აცხადებს წალენჯიხის მერის პირველი მოადგილე ვანო ბურდული.

მისვივე განცხადებით აქვე, უნდა აღინიშნოს ის, რომ ჩვენ, მესამედ მივმართეთ მთავრობას, რომ მეორეკლასელთა კვების უზრუნველყოფის პროგრამა დაფინანსებულიყო, რომელიც დაახლოებით 200 ათას ლარს შეადგენდა და ჩვენ, ამ თანხით შევძლებდით 280-მდე მეორეკლასელთა კვებაც უზრუნველგვეყო, თუმცა, სამწუხაროდ, მთავრობამ ჩვენი თხოვნა რეაგირების გარეშე დატოვა, რაც ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ უდგება სახელმწიფო მოსწავლეთა კვების საკითხს. აქვე, აღვნიშნავ, რომ ერთი სტრუქტურის (სუსის) დაფინანსება ხელიაუფლებას 130 მლნ ლარი უჯდება და ეს თანხა ყოველ წელს იზრდება. ეს, ერთ-ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ალაგებს პრიორიტეტებს მთავრობა: სუსი და კონკურენტების პოლიტიკური დევნა, თუ ბავშვები და მათი კვება.

ჩვენ, სასწავლო წლის დაწყებიდან (პრაქტიკულად) ერთ კვირაში შევძელით ის, რომ ბარათები დაგვემზადებინა, რასაც მრავალი ტექნიკური პრობლემა ახლდა თან: საჭიროა ბავშვების და მშობლების მონაცემები, ცნობა სკოლიდან და ა.შ. თუმცა, ჩვენ ბარათების დამზადების ეტაპი “თი ბი სი” ბანკთან ერთად, ერთი კვირის განმავლობაში განვახორციელეთ.

რაც შეეხება, შეზღუდვებს: ბავშვი ვერ გამოიყენებს ბარათს ონლაინ გადახდებისას და ვერ გამოიტანს თანხას ბანკომატიდან, შესაბამისად, კაზინოებისთვის და ონლაინ გადახდებისთვისაც, აღნიშნული ბარათები დაბლოკილი იქნება. “თი ბი სი” ბანკმა სპეციალურად ჩვენთვის შექმნა ეს პროდუქტი, რისთვისაც მადლობა მათ.

ჩვენ, ასევე მშობლებს ვაწვდით ინფორმაციას ბანკის იმ თანამშრომლის შესახებ, რომელიც ყველა ტექნიკურ პრობლემას მოუგვარებს მათ და ბანკის თანამშრომელი იქნება პასუხისმგებელი თითოეულ მშობელთან, ბავშვთან, თუკი, რაიმე სახის ხარვეზი ექნებათ მათ ბარათებს,-აცხადებს ვანო ბურდული.

შეგახსენებთ, რომ ჩატარებული კვლევების თანახმად, სკოლის მოსწავლეთა 35% არასდროს იკვებება (ფაქტობრივად შიმშილობს) სკოლაში, დანარჩენ 65%-ს კი, ბევრად მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრა ურჩევნია, რაც ბარათზე, პირველკლასელთა კვებისთვის დარიცხული თანხით, პირველადი გამოყენების პროდუქტების შეძენას მოიცავს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის
ახალი ამბები

თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის

13:39 07-07-2025
წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved