• რეკლამა
  • კონტაქტი
10:43, ორშაბათი, 22 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქალი ირწმუნება, რომ ფეხმძიმობის შესახებ 8 თვე არ იცოდა და ჩვილი ტუალეტის ორმოში ჩაუვარდა

ალია ავტორი - ალია
12:10 09-28-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
467

“კურიერმა” მოიპოვა იმ ქალის ჩვენება, რომელიც ახალშობილი შვილის მკვლელობაშია ბრალდებული. 30 წლის ქალი ირწმუნება, რომ ორსულობის შესახებ 8 თვე არაფერი იცოდა. მისი ადვოკატი “კურიერთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ახალგაზრდა ქალმა რვა თვის თავზე ბავშვი ისე გააჩინა, რომ ფეხმძიმობის შესახებ არაფერი იცოდა. ბრალდებულის ინტერესების დამცველი ირწმუნება, რომ მოულოდნელი მშობიარობის დროს სახლის ეზოში მდგარ საპირფარეშოში ნაყოფი თავისით ჩავარდა და ქალმა ამის შესახებ, მხოლოდ მოგვიანებით, სამედიცინო დაწესებულებაში გაიგო.

ადვოკატის ამ ვერსიას ეწინააღმდეგება თავად ბრალდებულის მიერ წინასწარი გამოძიების დროს მიცემული ჩვენება, რომელიც “კურიერმა” ექსკლუზიურად მოიპოვა. დაკითხვის ოქმში ქალი აღიარებს, რომ ოჯახის წევრებს ფეხმძიმობის შესახებ ინფორმაციას უმალავდა.

“ორსულობის შესახებ რომ შევიტყვე გადავწყვიტე, არც ჩემი მეუღლისთვის და არც ოჯახის სხვა წევრებისთვის არაფერი მეთქვა, რადგან უკვე სამი შვილის დედა ვიყავი. მესამე, ჯერ ერთი წლისაც არ იყო და კიდევ მეოთხე შვილს ველოდებოდი… ორსულობის დროს, არც მუცელი მეტყობოდა და შესაბამისად ეჭვიც არავის გასჩენია.” – წერია ქალის ჩვენებაში.

ამავე ჩვენებაში, ახალგაზრდა ქალი მშობიარობის საკუთარ ვერსიას ჰყვება და ამბობს, რომ ნაყოფი გარდაცვლილი დაიბადა, ორმოში კი, შემთხვევით ჩავარდა.

“დაახლოებით ღამის პირველ საათზე მუცლის ტკივილმა შემაწუხა. ავდექი და ჩავედი საპირფარეშოში მარტო. არ მიფიქრია, რომ სამშობიარო ტკივილი მქონდა, რადგან მანამდე სამი შვილი გავაჩინე და ვიცი, რა არის სამშობიარო ტკივილი. როდესაც შევედი საპირფარეშოში შევამჩნიე, რომ ჩამოვარდა წითელი და ლურჯი ფერის ნაყოფი. ის საპირფარეშოზე მუცლით დაეცა და ნაპირიდან შიგნით ჩასრიალდა. ვინაიდან ნაყოფი არ მოძრაობდა მივხვდი, რომ მკვდარი იყო,” – ნათქვამია ქალის ჩვენებაში.

“კურიერის” ინფორმაციით, ბრალდებული სასამართლოში ამ ჩვენების შეცვლას გეგმავს. დაცვის მხარის ამჟამინდელი ვერსიით, ქალმა მისი ფეხმძიმობის და ნაყოფის დაბადების შესახებ მხოლოდ კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეიტყო. სწორედ სამედიცინო დაწესებულებიდან მიიღეს ინფორმაცია სავარაუდო დანაშაულის შესახებ საგამოძიებო ორგანოში. ქალის ოჯახში მის ბრალეულობას გამორიცხავენ და ამბობენ, რომ ახალშობილის გარდაცვალება მხოლოდ უბედურ შემთხვევას უკავშირდება.

ახალგაზრდა ქალს ბრალი დედის მიერ ჩვილის განზრახ მკვლელობის მუხლით აქვს წარდგენილი. მომავალ სხდომაზე მხარეები თავად ბრალდებულის ჩვენებას მოისმენენ. მოსამართლე განაჩენს სავარაუდოდ ოქტომბერში გამოაცხადებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved