• რეკლამა
  • კონტაქტი
12:22, ხუთშაბათი, 3 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, გიყვარდეს მოსწავლე და პატივს სცემდე მის უფლებებს – სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ დისციპლინა არ მოსთხოვო” – გია მურღულია

ალია ავტორი - ალია
21:29 09-27-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,646

ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს:

,,სკოლაში ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს: დირექტორს, მის მოადგილეს, მასწავლებლებს, დამლაგებლებს…

ის, ასევე, აქვთ მოსწავლეებსაც.

გიყვარდეს მოსწავლე და პატივს სცემდე მის უფლებებს – სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ დისციპლინა არ მოსთხოვო და ყველაფრის უფლება მისცე.

მოსწავლემ უნდა იცოდეს, რომ საერთო პასუხისმგებლობის (ასეთიც არსებობს, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგსა და ურთიერთობათა ჰარმონიას ქმნის) მონაწილეა.

სიყვარული არ ნიშნავს ბრმა უგნურებას – ის უნდა აშენებდეს და არა ანგრევდეს.

ჩვენში სასკოლო დისციპლინა და წესრიგი ძალიან მოიკოჭლებს.

ერთი (ასეთი ბევრია) სამწუხარო მაგალითი – არ შეიძლება სკოლაში არ დადიოდე და ისე “იღებდე” ფორმალურ ზოგად განათლებას.

თუ სარეფორმო გზაზე წარმატების მიღწევა გვსურს, ეს პრობლემა (დისციპლინის ნაკლებობის) უნდა გადავწყვიტოთ, ოღონდ არა ძალდატანებითა და აკრძალვებით, არა სასკოლო დიქტატურით (ამის დრო დიდი ხანია წავიდა), არამედ პედაგოგიკის მაღალი კულტურით.

ასეთი კულტურის მიღწევას ბევრი სწავლა, შრომა და გარჯა, მოკლედ – წლები, სჭირდება – სხვანაირად წარმატება ვერ მიიღწევა.

სამყარო წესრიგია.

მისი შეცნობა და გონივრული ცხოვრებაც წესრიგს მოითხოვს.

მხოლოდ ამის მცოდნე და რეალობაში გამტარებელი საზოგადოება მოახერხებს კარგი სახელმწიფოს აშენებას.

თავისუფლებას მაშინ აქვს ფასი, როდესაც წესრიგს ქმნის.”

თეგები: გია მურღულია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?
ახალი ამბები

სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?

09:00 09-03-2026
სამედიცინო ინვენტარი
ახალი ამბები

რატომ არის ჟანგბადის ბალონის სწორად შერჩევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი? – სამედიცინო ინვენტარის ქირაობა

21:48 09-02-2026
შეუძლია, თუ არა, რობოტს ქირურგის ჩანაცვლება? – ყველაფერი რობოტულ ქირურგიაზე
ახალი ამბები

შეუძლია, თუ არა, რობოტს ქირურგის ჩანაცვლება? – ყველაფერი რობოტულ ქირურგიაზე

19:44 09-02-2026
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა

18:48 09-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved