• რეკლამა
  • კონტაქტი
16:33, ორშაბათი, 22 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გია ვოლსკი – ეროვნული ბანკის სისტემის ჩამონგრევა იყო მთავარი ამოცანა, რომელსაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მიზნად ისახავდა

ალია ავტორი - ალია
12:30 09-27-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
636

ზუსტად ვიცოდით, რომ ეროვნული ბანკის სისტემის ჩამონგრევა იყო მთავარი ამოცანა, რომელსაც ისახავდა მიზნად კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ამას ვერ მიაღწიეს, ახლა ამოქექეს ძველი თემა, რომელიც არ არის დაკავშირებული ბოლო პროცესებთან, – ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა დეპუტატმა გია ვოლსკიმ ინფორმაცია, რომელიც ნათია თურნავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში დაადასტურა, იმის შესახებ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა ზაფხულის შემდეგ შეჩერებულია.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის პაველ ჰერჩინსკის განცხადებაზე დაყრდნობით, გია ვოლსკიმ იმედი გამოთქვა, რომ სავალუტო ფონდი პროგრამას განაახლებს, თუმცა ამავდროულად აღნიშნა, რომ ოპოზიციის მიზანი ეს არ არის, მათი მიზანია „პანიკური სიტუაციის შენარჩუნება“.

„საფინანსო სექტორზე, კონკრეტულად ეროვნულ ბანკზე შეტევა იყო აბსოლუტურად თვალხილული, თვალსაჩინო და ზუსტად ვიცოდით, რომ ეროვნული ბანკის სისტემის ჩამონგრევა იყო მთავარი ამოცანა, რომელსაც ისახავდა მიზნად კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ამას ვერ მიაღწიეს, ახლა ამოქექეს ძველი თემა, რომელიც არ არის დაკავშირებული ბოლო პროცესებთან. რა საკვირველია, არ არის სასიამოვნო, როდესაც ეს თანამშრომლობა არ ვითარდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა საქართველოში, გარკვეულ პერიოდში ეს თანამშრომლობა აღდგენილ იქნება, მაგრამ ზოგადად, რადიკალური ოპოზიციის ამოცანა ეს არ არის. ისინი ფიქრობენ, რომ საჭიროა ამ პანიკური სიტუაციის შენარჩუნება, რათა იქნებ უფრო მტკივნეული დარტყმა მიაყენონ ინფლაციის პროცესს, ვალუტის კურსს, ეს არის ამოცანა. საერთოდ, უნდა ერთიანდებოდეს ოპოზიციაც, უმრავლესობაც, როდესაც ქვეყანას რაიმე ემუქრება. არც ერთი მოვლენა, არც დღევანდელი დღე, 27 სექტემბერი, არაფერი, არ გამოდგა იმის სიმბოლოდ, რომ გაერთიანებულიყო მთელი საზოგადოება საქართველოს ინტერესებისთვის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved