• რეკლამა
  • კონტაქტი
20:48, კვირა, 22 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, გიაც იქ ყოფილა, ისიც იქ მკურნალობს და ზუსტად იმ პროცესს გადის, რასაც სოსო”- დავით ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
00:47 09-27-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
20,929

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ მსახიობი გია ბურჯანაძე თურქეთის იმ კლინიკაში გადის მკურნალობ ის კურსს, სადაც მისი კოლეგა, სოსო ჯაჭვლიანი იმყოფება. მათი შეხვედრა მოულოდნელი და ემოციური აღმოჩნდა.

მათი მეგობარი, პოლიტიკოსი დავით ლორთქიფანიძე:

,,სოსო ისევ თურქეთის კლინიკაში მკურნალობს, მორიგი ქიმიოთერაპია გაუკეთეს და დაახლოებით, 10-11 ოქტომბრისთვის ელიან, რომ შემდგომი შემოწმება გაიაროს და ამის შესაბამისად გადაწყდება, შეძლებს თუ არა თბილისში ჩამოფრენას და ცოტა ხანს აქ ყოფნას. მოგეხსენებათ, იქ ცხოვრება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და თან აუცილებელია, რომ გარემო შეიცვალოს.

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ჩვენთვის მოულოდნელად, სოსო ჩვენს საყვარელ მეგობარსა და მსახიობს, გია ბურჯანაძეს შეხვდა. გიაც იქ ყოფილა, ისიც იქ მკურნალობს და ზუსტად იმ პროცესს გადის, რასაც სოსო. ისიც იმედიანად არის, აქვს მოლოდინი, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუმჯობესდება.

– როგორი იყო მათი პირველი შეხვედრა, უცხო მიწაზე, თანაც, კლინიკაში… ბატონმა სოსომ რა ემოციები გაგიზიარათ?

– თავიდან ერთმანეთის დანახვა გაუკვირდათ, შემდეგ პოზიტიურ და კარგ ემოციაში გადაეზარდათ. როგორც სოსომ მითხრა, შედარებით ხალისიანად არიან, ყოველდღიურად ნახულობენ ერთმანეთს.  ახლობლები არიან, ჩემთვის ორივე დიდი მსახიობი, კარგი ქართველები – ერთი „გედია“, მეორე „ლიმონა“. ორივეს აქვს ის პოზიცია, რომ ქართული კულტურისთვის კიდევ ბევრი აქვთ გასაკეთებელი. ერთმანეთის ყოველდღე ნახვამ მათ მკურნალობაში პოზიტიური მუხტი შეიტანა.

როგორც სოსომ მითხრა, იხსენებენ აქციების პერიოდს, როგორ არბევდნენ, ავიწროებდნენ… მოგეხსენებათ, 26 მაისის აქციის მონაწილეები ბევრი ვართ, მაგრამ სოსო დაკავებულიც იყო, გიაც იყო ცოტა ხნით. სოსო 30 დღის განმავლობაში შიმშილობდა, ყველას გვახსოვს, პატრიარქმა სთხოვა, რომ შიმშილობა შეეწყვიტა. ეს ყველაფერი – სტრესები, განცდები, ემოციები სერიოზულად მოქმედებს და ამ ყველაფერმა მათ ჯანმრთელობას, სამწუხაროდ, დაღი დაასვა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved